GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება

Homepage მსოფლიო მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება
მსოფლიო

მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება

ოქტომბერი 3, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
858 ნახვა
ნახვები : 91
  • მექსიკა არის პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში – და მსოფლიოში 41-ე ქვეყანა – რომელმაც აკრძალა კოსმეტიკის ტესტირება ცხოველებზე.
  • ფედერალურმა კანონპროექტმა მექსიკის სენატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.
  • კანონი ასევე კრძალავს იმ კოსმეტიკის იმპორტს, წარმოებას და მარკეტინგს, რომელიც გამოცდილია ცხოველებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
  • 41-მა ქვეყანამ უკვე ოფიციალურად აკრძალა ეს პრაქტიკა, ასევე ბრაზილიის 10 -მა შტატმა და აშშ-ის 7-მა შტატმა.

ამიერიდან მექსიკა არის პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში და 41-ე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკის ტესტირება ცხოველებზე.

ახალი კანონი

ფედერალურმა კანონპროექტმა მექსიკის სენატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

კანონპროექტის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის Humane Society International/Mexico-ს და ONG Te Protejo-ს, რომლებმაც საბოლოო შედეგის მისაღებად მრავალწლიანი კამპანია აწარმოეს.

„აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ იმის გამო, რომ მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების ტესტირება ცხოველებზე. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ სენატორ რიკარდო მონრეალს, ჩვენი კანონპროექტის სპონსორს,  და ყველა იმ კონგრესმენ კაცსა და ქალს, ვინც კენჭისყრის დროს ხმა მისცა ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირების დასრულებას“, ნათქვამია ორი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

კანონი ასევე კრძალავს ისეთი კოსმეტიკის იმპორტს, წარმოებას და მარკეტინგს, რომელიც გამოცდილია ცხოველებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ანტონ აგილარი არის Humane Society International/ Mexico-ს  აღმასრულებელი დირექტორი.

მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მადლობას ვუხდით მექსიკის მთავრობას ამ მნიშვნელოვან საკითხზე ლიდერობის ჩვენებისათვის და აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და მკაცრი აკრძალვის აღსასრულებლად“.

მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის „უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი“ როგორც ცხოველებისა და მეცნიერებისათვის, ასევე მომხმარებლებისთვისაც. 2019 წელს, Humane Society International-ისა და ONG Te Protejo-ს დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მექსიკის მოქალაქეთა 78%-ს „სისასტიკისგან თავისუფალი“ კოსმეტიკა ურჩევნია.

წლების წინ, ორივე ორგანიზაციამ წამოიწყო პეტიცია, რომელიც ითხოვდა მექსიკაში კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირების აკრძალვას. მათ 1,3 მლნ-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვეს.

„ერთი ნაბიჯით ახლოს გლობალურ აკრძალვამდე“

კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე გამოცდა გლობალური საკითხია. Cruelty Free International-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ცხოველზე ხდება კოსმეტიკური საშუალებების გამოცდა.

აგილარი იმედოვნებს, რომ მექსიკის ახალ კანონს უფრო ფართო გავლენა ექნება.

41-მა ქვეყანამ უკვე ოფიციალურად აკრძალა ეს პრაქტიკა, ასევე ბრაზილიის 10-მა შტატმა და აშშ-ის 7-მა შტატმა.

ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი და როდ აილენდი ასევე განიხილავენ მსგავს კანონპროექტებს. გარდა ამისა, უახლოს მომავალში ფედერალურ კანონპროექტებს აშშ-სა და კანადაში ხელახლა წარადგენენ.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და მეგი რუსია

წყარო : plantbasednews.org


წინა პოსტი
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნიცეფი) ანგარიშის მიხედვით, 1 მილიარდი ბავშვი კლიმატის ცვლილების გავლენის „უკიდურესად დიდი“ საფრთხეშია
შემდეგი პოსტი
ახალი სარეკლამო აბრები ნაირობის მცხოვრებლებს ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,