GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მდინარე ტვიდის წყლის ხარისხი – თევზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა

Homepage Uncategorized მდინარე ტვიდის წყლის ხარისხი - თევზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა
Uncategorized

მდინარე ტვიდის წყლის ხარისხი – თევზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა

ნოემბერი 13, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
388 ნახვა
ნახვები : 2
·     მდინარე ტვიდში ჩადინებულმა მჟავა-სულფატური ნიადაგის გამონაჟონმა უარყოფითი გავლენა იქონია წლის ხარისხსა და ადგილობრივ თევზებზე.
·     აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მურვილუმბაში მდინარე ტვიდიდან შეგროვებულმა წყლის ნიმუშებმა აჩვენა წყალბადის მაჩვენებელი (მჟავიანობის საზომი) 4,9-მდე, როდესაც ჯანსაღი დიაპაზონი დაახლოებით 7,1-ია.
·     ტვიდის რაიონის საბჭომ შეიმუშავა ტვიდის შესართავის მართვის გეგმა და ელოდება მის სერტიფიცირებას NSW-ის ადგილობრივი მთავრობის მინისტრის მიერ.
ტესტირების შედეგმა აჩვენა მჟავა-სულფატური ნიადაგის ჩამონადენის მავნე ზემოქმედება.

ტვიდის რაიონის საბჭო მოუწოდებს ტვიდის მდინარის ჭალის მიწის მესაკუთრეებს, მოითხოვონ საბჭოს დახმარება პროექტებში, რომელიც გაწმენდს და გააუმჯობესებს წყლის ხარისხს მდინარეში. ბოლოდროინდელი ტესტირების შედეგად აღმოჩენილია, რომ მდინარის წყალში არსებული მჟავა ადგილობრივ თევზებში წითელი ლაქების დაავადებას იწვევს.

საბჭო ასევე მოუწოდებს ახალი უელსის(NSW) მთავრობას, განახორციელოს ინვესტიციები და აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უბიძგებს მდინარის სიჯანსაღის გაუმჯობესებისკენ და მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ხელისუფლებას ჭალის მენეჯმენტის კომპლექსურ საკითხებში.

ბოლოდროინდელი ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ჭალის დრენაჟებიდან ჩამონადენი მჟავა-სულფატური ნიადაგი(ASS) გავლენას ახდენს მდინარე ტვიდის წყლის ხარისხზე, რაც თევზების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მურვილუმბაში მდინარე ტვიდიდან შეგროვებულმა წყლის ნიმუშებმა აჩვენა წყალბადის მაჩვენებელი (მჟავიანობის საზომი) 4,9-მდე, როდესაც ჯანსაღი დიაპაზონი დაახლოებით 7,1-ია. მდინარეში ჩაშვებული კანალიზაციის წყლის ნიმუშებმა კი აჩვენა წყალბადის ნაკლები მაჩვენებელი – pH  4,3.

საბჭოს წყალსადენის პროგრამის ხელმძღვანელმა ტომ ალეტსონმა განაცხადა, რომ ეს შედეგები ადასტურებს ჭალაში არსებული წყლის ცუდ ხარისხს და მჟავა-სულფატური ნიადაგების ეფექტს.

„მჟავა-სულფატური ნიადაგები ბუნებრივი ნიადაგის ტიპია, თუმცა ჟანგბადის ზემოქმედებისას, ნიადაგში არსებული მინერალები გოგირდმჟავას წარმოქმნის“, – თქვა ბატონმა ალეტსონმა.

„მჟავა-სულფატური ნიადაგებით დაზიანებული კანალიზაციის წყლის მჟავიანობა შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. როდესაც ეს წყალი მდინარეში ჩაედინება, მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს წყლის ბინადრებზე, თევზების დახოცვის ჩათვლით.

სულ ცოტა ხნის წინ, მურვილუმბას მიმდებარედ, მდინარეს დაჰკრავდა მომწვანო ფერი და აჩვენებდა pH 4.9-ს, რაც მჟავა-სულფატის ჩამონადენის მახასიათებლებია.

მჟავა-სულფატური ნიადაგის ჩამონადენის ხანგრძლივმა ჩადინებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თევზის აქტივობასა და მოშენებაზე. თევზი მოერიდება ისეთ ადგილებს, სადაც ცუდი ხარისხის წყალია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ კვერცხებზე, ლიფსიტების გადარჩენასა და მტაცებელ ორგანიზმებზე.

მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული თევზი მჟავე წყალისადმი ამტანია, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მასზე და მოწყვლადი გახადოს ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა წითელი ლაქა. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც აისახება თევზებზე წითელი ლაქის სახით“.

ადგილობრივი მეწარმე მეთევზეების მიერ საბჭოსთვის გაგზავნილ ბოლო ანგარიშებში ნათლად გამოვლინდა, რომ ადგილობრივ თევზებში იმატა წითელი ლაქების დაავადებამ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭო, უნივერსიტეტები და NSW სამთავრობო უწყებები, ადგილობრივ ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობით ისეთ პროექტებზე მუშაობდნენ, როგორიცაა წყალდიდობის საწინააღმდეგო ჭიშკრების მენეჯმენტი, მინდვრების დონეების გასწორება და დრენაჟების გაღრმავება, რის შედეგადაც თევზის დახოცვის რისკები მცირდებოდა. ეს არის საბჭოს ვალდებულების ნაწილი, რომელიც ერთობლივ მუშაობას გულისხმობს, იმისათვის, რომ შევამციროთ ჩვენი გავლენა ბუნებრივ გარემოზე, მდგრადი მომავლისთვის.

„წყლის ხარისხისა და თევზის ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ არ უნდა შევამციროთ ჩვენი ძალისხმევა ტვიდის ჭალის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად,” – თქვა ბატონმა ალეტსონმა.

„ჩვენ ვიცით, რომ NSW მთავრობას აქვს უფრო ფართო ხედვა ჩრდილოეთ მდინარეების რეგიონში ASS-ის მენეჯმენტზე. NSW საზღვაო ქონების მართვის სტრატეგიის მეშვეობით, NSW მთავრობა მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის ინდუსტრიულ ასოციაციებთან ერთად, მეცნიერების საუკეთესო მიღწევების დახმარებით, რათა შეიმუშაოს ახალი კურსი მდინარეზე დამოკიდებული ეკოსისტემებისა და ინდუსტრიების დასაცავად.

სამეცნიერო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა და ველოდებით მის გამოსვლასა და განხორციელებას, რათა თავიდან ავიცილოთ მდინარე ტვიდში დღესდღეობით არსებული მავნე ზემოქმედება წყლის ხარისხსა და თევზის ჯანმრთელობაზე“.

საბჭომ დაასრულა მდინარე ტვიდის შესართავის მართვის გეგმაზე მუშაობა და ამჟამად ელოდება მის სერტიფიცირებას NSW-ის ადგილობრივი მთავრობის მინისტრის მიერ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ლედი ბოჟაძე

წყარო : www.tweed.nsw.gov.au

14 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
განახლებად ენერგიაზე სწრაფმა გადასვლამ შეიძლება დაზოგოს $12 ტრილიონი 2050 წლისთვის
შემდეგი პოსტი
ზაფხულის დამთავრებასთან ერთად, WMO განსაზღვრავს მომავალი სიცხის ტალღის დროს ჰაერის ხარისხის რისკს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,