მდინარე ტვიდის წყლის ხარისხი – თევზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა
· მდინარე ტვიდში ჩადინებულმა მჟავა-სულფატური ნიადაგის გამონაჟონმა უარყოფითი გავლენა იქონია წლის ხარისხსა და ადგილობრივ თევზებზე.
· აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მურვილუმბაში მდინარე ტვიდიდან შეგროვებულმა წყლის ნიმუშებმა აჩვენა წყალბადის მაჩვენებელი (მჟავიანობის საზომი) 4,9-მდე, როდესაც ჯანსაღი დიაპაზონი დაახლოებით 7,1-ია.
· ტვიდის რაიონის საბჭომ შეიმუშავა ტვიდის შესართავის მართვის გეგმა და ელოდება მის სერტიფიცირებას NSW-ის ადგილობრივი მთავრობის მინისტრის მიერ.
ტესტირების შედეგმა აჩვენა მჟავა-სულფატური ნიადაგის ჩამონადენის მავნე ზემოქმედება.
ტვიდის რაიონის საბჭო მოუწოდებს ტვიდის მდინარის ჭალის მიწის მესაკუთრეებს, მოითხოვონ საბჭოს დახმარება პროექტებში, რომელიც გაწმენდს და გააუმჯობესებს წყლის ხარისხს მდინარეში. ბოლოდროინდელი ტესტირების შედეგად აღმოჩენილია, რომ მდინარის წყალში არსებული მჟავა ადგილობრივ თევზებში წითელი ლაქების დაავადებას იწვევს.
საბჭო ასევე მოუწოდებს ახალი უელსის(NSW) მთავრობას, განახორციელოს ინვესტიციები და აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უბიძგებს მდინარის სიჯანსაღის გაუმჯობესებისკენ და მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ხელისუფლებას ჭალის მენეჯმენტის კომპლექსურ საკითხებში.
ბოლოდროინდელი ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ჭალის დრენაჟებიდან ჩამონადენი მჟავა-სულფატური ნიადაგი(ASS) გავლენას ახდენს მდინარე ტვიდის წყლის ხარისხზე, რაც თევზების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მურვილუმბაში მდინარე ტვიდიდან შეგროვებულმა წყლის ნიმუშებმა აჩვენა წყალბადის მაჩვენებელი (მჟავიანობის საზომი) 4,9-მდე, როდესაც ჯანსაღი დიაპაზონი დაახლოებით 7,1-ია. მდინარეში ჩაშვებული კანალიზაციის წყლის ნიმუშებმა კი აჩვენა წყალბადის ნაკლები მაჩვენებელი – pH 4,3.
საბჭოს წყალსადენის პროგრამის ხელმძღვანელმა ტომ ალეტსონმა განაცხადა, რომ ეს შედეგები ადასტურებს ჭალაში არსებული წყლის ცუდ ხარისხს და მჟავა-სულფატური ნიადაგების ეფექტს.
„მჟავა-სულფატური ნიადაგები ბუნებრივი ნიადაგის ტიპია, თუმცა ჟანგბადის ზემოქმედებისას, ნიადაგში არსებული მინერალები გოგირდმჟავას წარმოქმნის“, – თქვა ბატონმა ალეტსონმა.
„მჟავა-სულფატური ნიადაგებით დაზიანებული კანალიზაციის წყლის მჟავიანობა შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. როდესაც ეს წყალი მდინარეში ჩაედინება, მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს წყლის ბინადრებზე, თევზების დახოცვის ჩათვლით.
სულ ცოტა ხნის წინ, მურვილუმბას მიმდებარედ, მდინარეს დაჰკრავდა მომწვანო ფერი და აჩვენებდა pH 4.9-ს, რაც მჟავა-სულფატის ჩამონადენის მახასიათებლებია.
მჟავა-სულფატური ნიადაგის ჩამონადენის ხანგრძლივმა ჩადინებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თევზის აქტივობასა და მოშენებაზე. თევზი მოერიდება ისეთ ადგილებს, სადაც ცუდი ხარისხის წყალია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ კვერცხებზე, ლიფსიტების გადარჩენასა და მტაცებელ ორგანიზმებზე.
მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული თევზი მჟავე წყალისადმი ამტანია, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მასზე და მოწყვლადი გახადოს ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა წითელი ლაქა. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც აისახება თევზებზე წითელი ლაქის სახით“.
ადგილობრივი მეწარმე მეთევზეების მიერ საბჭოსთვის გაგზავნილ ბოლო ანგარიშებში ნათლად გამოვლინდა, რომ ადგილობრივ თევზებში იმატა წითელი ლაქების დაავადებამ.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭო, უნივერსიტეტები და NSW სამთავრობო უწყებები, ადგილობრივ ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობით ისეთ პროექტებზე მუშაობდნენ, როგორიცაა წყალდიდობის საწინააღმდეგო ჭიშკრების მენეჯმენტი, მინდვრების დონეების გასწორება და დრენაჟების გაღრმავება, რის შედეგადაც თევზის დახოცვის რისკები მცირდებოდა. ეს არის საბჭოს ვალდებულების ნაწილი, რომელიც ერთობლივ მუშაობას გულისხმობს, იმისათვის, რომ შევამციროთ ჩვენი გავლენა ბუნებრივ გარემოზე, მდგრადი მომავლისთვის.
„წყლის ხარისხისა და თევზის ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ არ უნდა შევამციროთ ჩვენი ძალისხმევა ტვიდის ჭალის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად,” – თქვა ბატონმა ალეტსონმა.
„ჩვენ ვიცით, რომ NSW მთავრობას აქვს უფრო ფართო ხედვა ჩრდილოეთ მდინარეების რეგიონში ASS-ის მენეჯმენტზე. NSW საზღვაო ქონების მართვის სტრატეგიის მეშვეობით, NSW მთავრობა მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის ინდუსტრიულ ასოციაციებთან ერთად, მეცნიერების საუკეთესო მიღწევების დახმარებით, რათა შეიმუშაოს ახალი კურსი მდინარეზე დამოკიდებული ეკოსისტემებისა და ინდუსტრიების დასაცავად.
სამეცნიერო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა და ველოდებით მის გამოსვლასა და განხორციელებას, რათა თავიდან ავიცილოთ მდინარე ტვიდში დღესდღეობით არსებული მავნე ზემოქმედება წყლის ხარისხსა და თევზის ჯანმრთელობაზე“.
საბჭომ დაასრულა მდინარე ტვიდის შესართავის მართვის გეგმაზე მუშაობა და ამჟამად ელოდება მის სერტიფიცირებას NSW-ის ადგილობრივი მთავრობის მინისტრის მიერ.
სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ლედი ბოჟაძე
წყარო : www.tweed.nsw.gov.au
14 ნოემბერი 2022 წელი.