მდინარე იანძი: 400 მილიონი ჩინელის სიცოცხლის და ახლა უკვე სიკვდილის წყარო
მდინარე იანძი ჩინეთში მსოფლიოს უდიდეს მდინარეთა შორის მესამე ადგილს იკავებს. უამრავი ადამიანი, სწორედ ამ მდინარის სანახავად, სპეციალურად ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთ დროს მშვენიერი სანახავი გახლდათ, ყოველგვარი დაბინძურების გარეშე.
თუმცა, ბოლო პერიოდში, მდინარე იანგცე სიბინძურის ჭაობად იქცა. უფრო მეტიც, ჩინეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მის წყალს სასმელად და ყოველდღიური მოხმარებისთვის იყენებს. თუმცა მოსახლეობას, სიცოცხლისათვის საშიში და დაბინძურებული წყლის მოხმარების გარდა, სხვა გზა არა აქვს.
ერთადერთი ვარიანტია ჩამოსხმული წყლის ყიდვა, რაც სოფლის მოსახლეობისთვის მიუღებელია,რადგან დაბალი ფინანსური რესურსები აქვთ, მით უმეტეს, საწარმოში გადამუშავებულ-გაფილტრული წყალი იაფი არ ღირს. პრობლემების კასკადს ისიც ემატება, რომ ამ სოფლებში უამრავი ქარხანაა, რომელთა საქმიანობა სუფთა მდინარეზე კატასტროფულად აისახება. ამის გამო, ქალაქის მოსახლეობა ამ სოფლებს „სიმსივნის სოფლებს“ უწოდებს, რადგან მათი მაცხოვრებელი ღვიძლის, ყელის და კუჭის სიმსივნით იტანჯება.
იანგცე მსოფლიოში სიგრძით რიგით მესამე მდინარეა და მასზე ოთხას მილიონზე მეტი ადამიანია დამოკიდებული. იგი, სავარაუდოდ, ყველაზე დაბინძურებული მდინარეა, რადგან ქარხნების მიერ გადამუშავებული პროდუქციის ნარჩენების სამოც პროცენტზე მეტი, მდინარის საშუალებით, ოკეანეში და მასთან ახლო მდებარე ზღვებში ჩაედინება. დაბინძურების გამომწვევ მრავალ ნარჩენს შორის, პლასტმასის ნარჩენები ცხოველებზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებენ.
მდინარე იანგცის მიმდებარე ტერიტორიებზე მობინადრე ცხოველების და ფრინველების კუჭი ხშირად მიკრო-პლასტმასის ნარჩენებით არის სავსე, რაც მათი ნელი და მტკივნეული სიკვდილის მიზეზი ხდება. ამ მძიმე გარემოში, განსაკუთრებით ჩინეთის თევზის ერთ-ერთ სახეობას ზუთხისებრთა ოჯახიდან-დინგნიჩაბასებრნი უჭირს გადარჩენა. მათთვის, ვინც არ იცის, ეს არსებები დინოზავრების დროიდან მოყოლებული, დაახლოებით ორასი მილიონი წლის მანძილზე არსებობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მათი ბუნებრივი ჰაბიტატი დაბინძურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ზოგიერთი ექპერტი ირწმუნება, რომ ჩინური დინგნიჩაბასებრნის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მათ ოთხ-ხუთ წელიწადში სრული გადაშენება ემუქრებათ.
ჩინეთი და მისი მუდმივი ჭიდილი გარემოს პრობლემებთან
2014 წლის 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ლი კექიანგმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი სმოგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. 2017 წელს ბატონმა ლიმ ისაუბრა ნახშირბადის ემისიების შემცირების გეგმებზე, კერძოდ, ქვანახშირის ბუნებრივი გაზით ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე. სამწუხაროდ, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ ჩინეთი, მისი ორმოცწლიანი შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მსოფლიოში ნომერ პირველ გარემოს დამბინძურებლად იქცა,
მიუხედავად მთავრობის რამდენიმე წლიანი ძალისხმევისა, საბოლოოდ აღმოფხვრავს გარემოს დაბინძურების პრობლემას, თანაც ისე, რომ ეკონომიკური განვითარება არ შეანელოს. რეალური შედეგის მიღწევა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. რა თქმა უნდა, დასახული ამოცანა საკმაოდ კომპლექსურია და წლების განმავლობაში დასჭირდება საბოლოოდ იხსნას ბუნება დაბინძურებიგან.
2015 წელს გამოქვეყნდა საკმაოდ სანდო კვლევა, რომლის თანახმად, ჩინეთში ქარხნების საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ჩვიდმეტ პროცენტზე მეტს შეადგენს. ალ-ჯაზირას ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშაა ჰაერის დაბინძურების გამო.
ჩინეთის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ წინა ათწლეულებში მიყენებული ზიანი გამოასწოროს. ამ ეტაპზე ძნელი დასადგენია,
რამდენად შედეგიანია მათი ეს ძალისხმევა და რა პროგრესია ამ კუთხით მიღწეული, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის განცხადებით, ჰაერის ხარისხი შედარებით გაუმჯობესდა.
თუმცა, წყლის დაბინძურება კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად და ათწლეულები დასჭირდება მდინარე იანგძის წყლის გაწმენდას და მის აღდგენას პირვანდელ მდგომარეობამდე.
მდინარე იანძის მახლობლად მდებარე ქარხნები
საკმაოდ ბევრი კომპანია, გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ ტოქსიკურ ნარჩენებს მდინარეების მახლობლად ყრის. უამრავ ფაქტზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ იანგძის მახლობლად მდებარე ფაბრიკა-ქარხნებს ყველაზე ცუდი რეპუტაცია აქვთ, ვინაიდან ისინი მილიონზე მეტ ტონა ნარჩენს ყრიან წყნარ ოკეანეში. მეორე- ყველაზე დამაბინძურებელი მდინარე არის მდინარე სიტარუმი ინდონეზიაში, რომელიც დაბინძურების დონით არ ჩამოუვარდება იანგძის. მასში მობინადრე თევზების რაოდენობა თითქმის სამოცდაათი პროცენტით შემცირდა.
წესით, სხვა ქვეყნებმა უნდა აიმაღლონ ხმა ჩინეთის წინააღმდეგ. თუკი ქვეყნის მდინარეებში დაბინძურების დონე მოიმატებს,ეს ზიანს მიაყენებს სხვა ქვეყნების მოსახლეობის ჯამრთელობას. ცნობისთვის, იანგძის წლიურად 3 მილიარდ ტონაზე მეტი მასის ნარჩენები გადააქვს. ის ფაქტი, რომ ჩინეთის მოსახლეობის მყიდველუნარიანობა ძალიან მაღალია, შედეგად ერთჯერადი გამოყენების შესაფუთი ცელოფნების წარმოება მნიშვნელოვნად აღემატება მათი გადამუშავების ტემპს.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი წყლის ნაკადებში ხვდება. ამ პრობლემაში სხვა ქვეყნებსაც მიუძღვის ბრალი და თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული მის მოსაგვარებლად, 2050 წლისთვის ზღვებსა და ოკეანეებში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი.
„Three Gorges”-ის კაშხალი
ჩინეთში ცნობილი „Three Gorges”-ის კაშხალი მსოფლიოში ყველაზე მასიური ჰიდროელექტრო სადგურის კაშხალია. 2003 წელს მისი გაშვების დღიდან მდინარე იანგძის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
რაც ყველაზე ცუდია, ექპერტთა ჯგუფმა გააფრთხილა ჩინეთის მთავრობა არ აეშენებინა კაშხალი, რადგან ეს გამოიწვევდა მეწყერული ზონების შექმნას და დააზიანებდა ეკოსისტემას. ფაქტია, ჩინეთის მთავრობამ ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდო. მართალია, კაშხალმა ნახშირორჟანგის გამოყოფის დონე შეამცირა, თუმცა ერთ წელიწადში ასზე მეტი მეწყერული ზონა წარმოიშვა.
ამ მხარეში მიწის დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი ხშირ ეროზიას განიცდის, რის შედეგადაც, მდინარე იანგძეში ორმოცი მილიონი ტონა მიწა ჩაედინება.
წყლის დაბინძურება – ჩინეთის გამოწვევა და მასთან ბრძოლა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინეთის მთავრობა მდინარეებიდან ტოქსიკური ნარჩენების გაწმენდისთვის ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა, მიუხედავად პროგრესისა, პროცესი ნელა მიმდინარეობს. ოფიციალურ პირებს მოუწევთ რამდენიმე კრიტიკული საკითხის გადაჭრა და უმთავრესი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაამაგალითად, არაგადამუშავებადი პლასტმასის წარმოება. სხვა ქვეყნებიც სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და საკუთარი მოსახლეობის დაცვას ცდილობენ, რომ კომპანიებმა ჰაერი და წყლის რესურსები აღარ დააბინძურონ საწარმოო ნარჩენებით.
რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ქმედი ზომების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ ბევრი ქვეყანა სწორე გზას ადგას.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული – სალომე აბუაშვილი