GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბავშვობაში ნასუნთქი დაბინძურებული ჰაერი კოგნიტურ უნარებზე 60 წლის შემდეგაც აისახება

Homepage მსოფლიო ბავშვობაში ნასუნთქი დაბინძურებული ჰაერი კოგნიტურ უნარებზე 60 წლის შემდეგაც აისახება
მსოფლიო, შემეცნებითი

ბავშვობაში ნასუნთქი დაბინძურებული ჰაერი კოგნიტურ უნარებზე 60 წლის შემდეგაც აისახება

თებერვალი 4, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1279 ნახვა
ნახვები : 263

ჰაერის დაბინძურებას მეცნიერები ხშირად უკავშირებენ დემენციას და კოგნიტური უნარების გაუარესებას. თუმცა, აქამდე არ იყო დაზუსტებული, თუ როგორ ხდება რისკის გაზრდა, ჰაერის დაბინძურებასთან რომელ ასაკში და რა ხანგძლივობით შეხება ქმნის საფრთხეს ჯანმრთელობისთვის.

ამ გავლენის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, ისტორიული ჩანაწერების არარსებობა იყო. 1990 წლამდე, ჰაერის დაბინძურების აღრიცხვა ძალიან მწირად და არათანმიმდევრულად ხდებოდა. მონაცემების სისტემატური მონიტორინგი მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. შესაბამისად, შეუძლებელი იყო კორელაციის დადგენა ადრეულ ასაკში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას და მაგალითად, 60 წლის შემდეგ, ადამიანის აზროვნების უნარის გაუარესებას შორის.

2 თებერვალს ბრიტანელი მეცნიერების ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ჰაერის დაბინძურების გრძელვადიან გავლენას ადასტურებს. კვლევის მიხედვით, ბავშვობაში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას, ადამიანის კოგნიტურ უნარებზე მავნე გავლენის მოხდენა, 60 წლის შემდეგაც კი შეუძლია.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ დავადასტურეთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჰაერის დაბინძურებასთან ძალიან ადრეულ ასაკში შეხებას, ადამიანის გონებაზე რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯია ადამიანის გონებაზე ჰაერის დაბინძურების დამაზიანებელი გავლენის შესწავლის საქმეში, რასაც შეუძლია მომავალ თაობებში დემენციის რისკის შემცირება“ – ამბობს ექიმი ტომ რასი. ის ედინბურგის უნივერსიტეტში, შოტლანდიის ალცჰაიმერის და დემენციის კვლევითი ცენტრის დირექტორია.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტი 70 წლის 500-ზე მეტ ადამიანზე ჩაატარა. ისინი 1936 წელს იყვნენ დაბადებულები და 1947 წელს უკვე ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა ერთ-ერთ ადრეულ კვლევაში.

ექსპერიმენტის მონაწილეებს იგივე ტესტი ააღებინეს, რაც მათ 11 წლის ასაკში ჩააბარეს. მოგვიანებით, გამოცდა მათ 76 და 79 წლის ასაკშიც ჩაუტარდათ.

მიღებული შედეგები შეჯერდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მათი საცხოვრებელი ადგილების ჩანაწერებთან. მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, ჰქონდა თუ არა კავშირი ცხოვრების საწყის ეტაპზე ჰაერის დაბინძურებასთან შეხებას, მათ კოგნიტურ უნარებთან.

ედინბურგის უნივერსიტეტში სხვა ფაქტორებიც შეისწავლეს, როგორიცაა ცხოვრების წესი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თამბაქოს მოწევა და ა.შ. სტატისტიკური მოდელის საშუალებით, გაანალიზდა უშუალოდ ჰაერის დაბინძურების გავლენა ექსპერიმენტში მონაწილეთა გონებრივ შესაძლებლობებზე.

საბოლოო ჯამში, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას, მცირე, მაგრამ შესამჩნევი გავლენა აქვს მომავალში ადამიანის კოგნიტური უნარების გაუარესებაზე. ამასთან, ეს შეიძლება ჯანმრთელობაზე 11-დან 70 წლის ჩათვლით აისახოს. ყველაზე დიდი გავლენა კი მონაწილეების აზროვნებაზე ჰაერის დაბინძურებამ ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში ყოფნის დროს, 1935 წელს მოახდინა.

კვლევა დააფინანსა ბუნებრივი გარემოს კვლევითმა საბჭომ (NERC). ედინბურგის უნივერსიტეტთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღო მანჩესტერის უნივერსიტეტმა და გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიის და ჰიდროლოგიის ცენტრმა (UKCEH). ნაშრომის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია 2 თებერვალს გამოსულ სამეცნიერო ჟურნალში Journal of Alzheimer’s Disease.

დემენციას 2015 წლიდან მოყოლებული, გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი კრიზისის კლასიფიკაცია აქვს. მაშინ ის დედამიწაზე 47 მილიონ ადამიანს ჰქონდა. 2015 წლის შემდეგ კი, გლობალურად, ყოველწლიურად დემენციის 10 მილიონამდე ახალი დიაგნოზი ისმება. ეს იმას ნიშნავს, რომ დემენციის პრევალენტობა 2050 წელს 130 მილიონზე მეტი იქნება.

დემენციის პრევენცია ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. მის საყოველთაოდ მიღებულ წამყვან რისკ-ფაქტორებს შორის სახელდება: ადრეულ ასაკში განათლების ნაკლებობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (განსაკუთრებით – შუახნის ასაკში ჰიპერტენზია და ჭარბი წონა), დეპრესია, სმენის დაქვეითება და გენეტიკური მიდრეკილება.

წყარო : https://www.amerikiskhma.com/a/galileo-air-pollution-linked-to-cognitive-skills-decline/5764203.html


წინა პოსტი
მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი ითხოვს კერძო ავტომობილებით გადაადგილების შემცირებას
შემდეგი პოსტი
მდინარე იანძი: 400 მილიონი ჩინელის სიცოცხლის და ახლა უკვე სიკვდილის წყარო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,