GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი ითხოვს კერძო ავტომობილებით გადაადგილების შემცირებას

Homepage მსოფლიო მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი ითხოვს კერძო ავტომობილებით გადაადგილების შემცირებას
მსოფლიო

მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი ითხოვს კერძო ავტომობილებით გადაადგილების შემცირებას

თებერვალი 2, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
759 ნახვა
ნახვები : 79

ცხრა ორგანიზაცია, მათ შორის საზოგადოებრივი სარკინიგზო ქსელი, ინგლისის ველო-მოყვარულები და ქვეითების საქველმოქმედო ჯგუფები, გაერთიანდა ინგლისის მდგრადი ტრანსპორტის ალიანსის ჩამოყალიბებისთვის. ალიანსი მწვანე და საზიარო ტრანსპორტისათვის იბრძვის კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებებისათვის.

 

იმისათვის, რომ გარემოში გამონაბოლქვის ოდენობა პარიზის კლიმატის შეთანხმების ფარგლებში მოექცეს, 2030 წლისთვის კერძო ავტომობილების მოხმარება 20-60 პროცენტით უნდა შემცირდეს.

 

ამ მიზნის მისაღწევად ალიანსმა სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა:

  • კამპანიის წარმოება იმ ინფორმაციის გასავრცელებლად, რომ საზოგადოებრივი და საზიარო ტრანსპორტი, აქტიური მოგზაურობის პარალელურად, სასარგებლოა და მისაბაძი, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატისთვისა და საზოგადოებისთვის.
  • სატრანსპორტო სფეროში იმ შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ესოდენ საჭიროა ურთიერთთანამშრომლობისთვისა და ინოვაციების მხარდასაჭერად როგორც ადგილობრივი, ეროვნული და მუნიციპალური თვითმართველობების, ასევე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით.
  • პარტნიორებისა და მტკიცებულებების მობილიზება სტრატეგიული და სისტემური პროგრესის მისაღწევად მდგრადი და ინკლუზიური ტრანსპორტის შექმნის მიზნით.

მდგრადი ტრანსპორტის ალიანსის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებრივი, მუნიციპალური თუ საზიარო ტრანსპორტი, ფეხით სიარულთან და ველოსიპედით გადაადგილებასთან ერთად,  გახდეს პრიორიტეტული, მისაბაძი და უფრო მეტად განვითარებული, რათა შესაძლებლობების ფარგლებში ყველას ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება.

ეს იქნება მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების ჯანდაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მისი ერთიანობისა და შეუპოვრობის ნათელი მაგალითი, ასევე მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გარანტი.

ამით ხელს შევუწყობთ ისეთი მომავალის შექმნას, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ალიანსის მიზანი, რომ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და გავითვალისწინოთ მათი აზრი, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გავუწიოთ რეკომენდაციები მდგრადი და ინკლუზიური ტრანსპორტის შექმნის საკითხში.

ჩვენ ვთხოვთ მთავრობის ყველა ინსტანციას, ჩვენს პარტნიორებს ტრანსპორტის სფეროდან და მოსახლეობას ერთობლივ თანამშრომლობას. ახლა ჩვენ კრიზისულ მდგომარეობაში ვართ, დროულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ჩამოყალიბდეს სწორი სატრანსპორტო პრიორიტეტები, რომლებიც დაეფუძნება გარემოს, ჯანდაცვისა და საზოგადოების კეთილდღეობის პრინციპებს“.

 

სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდულმა

წყარო : https://airqualitynews.com/2020/12/14/new-transport-alliance-calls-for-action-to-cut-private-car-use/


წინა პოსტი
“ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანიის ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი პოსტი
ბავშვობაში ნასუნთქი დაბინძურებული ჰაერი კოგნიტურ უნარებზე 60 წლის შემდეგაც აისახება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,