GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფოს ხარჯზე მანქანაში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ეტეოდა – აუდიტი

Homepage საქართველო მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფოს ხარჯზე მანქანაში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ეტეოდა - აუდიტი
საქართველო

მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფოს ხარჯზე მანქანაში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ეტეოდა – აუდიტი

იანვარი 29, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
764 ნახვა
ნახვები : 205

მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფოს ხარჯზე მანქანაში იმაზე მეტ საწვავს ასხამდნენ, ვიდრე ეტეოდა, – აღნიშნული აუდიტის სამსახურმა გამოავლინა და მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ანგარიშში ასახა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, მარტვილის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 2019 წელს გამართული საკრებულოს 21 სხდომიდან მონაწილეობდა მხოლოდ სამში. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიღებული საწვავის 72% ჩასხმული აქვს თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში.

რაც შეეხება 2018 წელს, აუდიტის მიხედვით, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გამართული 19 საკრებულოს სხდომიდან მონაწილეობდა მხოლოდ ოთხში. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიღებული საწვავის 68% ჩასხმული აქვს მარტვილის ტერიტორიიდან მოშორებით მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში, ძირითადად, თბილისში.

როგორც აუდიტის ანგარიშში წერია, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 5 და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 42-68 ავტომანქანით, სულ საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ავტომანქანებზე დაიხარჯა 115.9 ტონა საწვავი, საერთო ღირებულებით − 238.1 ათასი ლარი, მათ შორის, თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 93.2 ათასი ლიტრი საწვავი.

„ამდენად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია, სავარაუდოდ, არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის, კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთჯერადად ჩასხმული საწვავის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას.

ცხრილში ასახული მონაცემები მიუთითებს, რომ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, აგაი სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხორციელდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ ხარჯვაზე, რამაც საწვავის არაუფლებამოსილი პირების მიერ და არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება გამოიწვია.

წყარო : https://bm.ge/ka/article/martvilis-municipalitetis-tanamshromlebi-saxelmwifos-xarjze-manqanashi-imaze-met-sawvavs-asxamdnen-vidre-eteoda—auditi/74616


წინა პოსტი
ბიზნესის ბოიკოტი: თბილისის რესტორნები 24 საათით მუშაობას წყვეტენ
შემდეგი პოსტი
ტატა მოტორსმა მუმბაის შეკვეთილი 360 ელექტრო ავტობუსიდან 26 ავტობუსი მიაწოდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,