ტატა მოტორსმა მუმბაის შეკვეთილი 360 ელექტრო ავტობუსიდან 26 ავტობუსი მიაწოდა
ტატა მოტორსი მუმბაის ელექტრო ავტობუსებით ამარაგებს. Tata Motors Urban Ultra AC ტიპის 26 ელექტრო ავტობუსი არის ნაწილი გაცილებით დიდი შეკვეთისა, რომელიც 340 ელექტრო ავტობუსს მოიცავს. დამკვეთია მუმბაის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიის მომარაგებისა და ტრანსპორტის სამსახური. ავტობუსი აღჭურვილია ,,ამწევი მექნიზმით“, რომელიც შშმ პირებს გაუადვილებს ავტობუსებით სარგებლობას.
ტატა მოტორსის ელექტრო ავტობუსები მუმბაისთვის
ტატა მოტორსი ხაზს უსვამს, რომ ამ შეკვეთის მიწოდება არის დასაწყისი პირველი სრული საფასურის კონტრაქტისა მუმბაის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიის მომარაგებისა და ტრანსპორტის სამსახურთან. ავტობუსების მიწოდება ინდოეთის მთავრობის მიერ მიღებული ინიციატივის ,,FAME II-ის” ნაწილია (იშიფრება, როგორც- სწრაფი ადაპტირება და წარმოება ელექტრო ტრანსპორტისა ინდოეთში). დარჩენილი ავტობუსებით ქალაქის უზრუნველყოფა განსაზღვრულია წინასწარ დადგენილი გრაფიკით.
ტატა მოტორსი იღებს ვალდებულებას ააშენოს და განათავსოს ელექტრო ავტობუსების დამუხტვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთანავე, ზედამხედველობა გაუწიოს ელექტრო ავტობუსებს მუმბაის 4 სათავსო ობიექტზე.
დამატებით, მომავალში ტატა მოტორსი იქნება პასუხისმგებელი სრულიად ელექტრო მოწყობილობებზე მუმბაის ტერიტორიაზე, მათ შორის დამმუხტავ სადგურებზეც. კომპანია Tata Auto Components ტატა მოტორსის ინიციატივით ითანამშრომლებს მასთან, რათა კომპანიისთვის გარკვეული ნაწარმი შექმნას, განავითაროს და უზრუნველყოს მისი მომარაგება.
Tata Motors Urban Ultra AC ავტობუსები მუმბაისთვის
ტატა მოტორსის 25-ადგილიანი Ultra Urban AC ტიპის ელექტრო ავტობუსი აღჭურვილია ,,ამწევი მექნიზმით“, რომელსაც გააჩნია ავტომატური სახელური, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირების ავტობუსში ასვლასა და ჩამოსვლას. გარდა ამისა, ელექტრო ავტობუსს გააჩნია კომფორტული სკამები, ტევადი სივრცე, მობილური ტექნიკის დასატენი წერტილები, Wi-Fi ჰოთსპოტი, მგზავრობის დროს ხაზზე ყოფნისთვის, და ფართო გასასვლელები მგზავრთა მარტივი გადაადგილებისთვის.
ელექტრო ავტობუსებს გამართული მუშაობისთვის გააჩნია ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, ტელემატიკისა და რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა.მწარმოებელმა კომპანიამ ავტობუსები დატესტა ინდოეთის სხვადასხვა შტატში, რათა გამოეცადა ავტობუსის მწყობრი მუშაობა სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.
ტატა მოტორსი, ჯერჯერობით მიწოდებულია 215 ელექტრო ავტობუსი
ტატა მოტორსმა ინიციატივა ,,FAME I-ის“ ფარგლებში ინდოეთის 5 ქალაქი 215 ელექტრო ავტობუსით მოამარაგა. ავტობუსებმა მოწონება დაიმსახურა სახელმწიფო გზების ასოციისა და მოქალაქეებისგან. ელექტრო ავტობუსებს საერთო ჯამში 4 კილომეტრზე მეტი აქვთ განვლილი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს გაანალიზოს მიღებული შედეგები თავისი ნაწარმის დასახვეწად. ინიციატივა ,,FAME I-ის“ მეორე ფაზისთვის ტატა მოტორსს უკვე მოგებული აქვს ტენდერები ინდოეთის რამდენიმე შტატში ავტობუსების მიწოდების თაობაზე შემდეგი კომპანიებისათვის: AJL-ისთვის-60, ჯაიპურის სატრანსპორტო სერვისების სამსახურისთვის-100 და მუმბაის ელექტროენერგიის მომარაგებისა და ტრანსპორტის სამსახურისთვის- 300 ელექტრო ავტობუსი. გარდა ამისა, კომპანიამ MMRDA-ს ინდოეთში პირველი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული 25 ჰიბრიდული ავტობუსი მიაწოდა.
ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთა გირიშ ვაგმა, ტატა მოტორსის კომერციული სატრანსპორტო ბიზნესის დეპარტამენტის პრეზიდენტმა. მან განაცხადა, რომ ,,ტატა მოტორსისთვის დიდი პატივია შეუქმნას მუმბაის მოქალაქეებს კომფორტული და გამართული სატრანსპორტო სისტემა. კომპანიის წარმოების პროცესისა და ავტომობილების სრულყოფის ცენტრების მაღალი სტანდარტები ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას ელექტრო ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას მთავრობის მიერ წარმართულ ელექტრო მობილობის განვითარების პროცესში“.