GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მანქანების რაოდენობა ბრიტანეთის გზებზე იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

Homepage მსოფლიო მანქანების რაოდენობა ბრიტანეთის გზებზე იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა
მსოფლიო

მანქანების რაოდენობა ბრიტანეთის გზებზე იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

ნოემბერი 20, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
769 ნახვა
ნახვები : 250

საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოებამ (SMMT) გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთში იმაზე მეტი მოძრავი მანქანაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მანქანათა მთლიანი რიცხვი 0.5%-ით გაიზარდა 40 მილიონამდე, საიდანაც 35 მილიონი მსუბუქი ავტომობილი, 4.8 მილიონი ფურგონი, 615,570 სატვირთო მანქანა და 72,700 ავტობუსია.

რაოდენობის ზრდა ყველა კატეგორიის მანქანას შეეხო გარდა ავტობუსებისა, რომლებიც საერთო მატების დასაწყისში ყველაზე ცოტა იყო. ავტობუსთა მეოთხედი, რომლებიც ახლა მოძრაობს, 15 წლის, ან მეტის არიან.

მოძრავ მანქანათა 46% ათი წლის ან მეტის არიან – როდესაც საშუალო დაძველებად 9 წელი ითვლება.

მანქანათა 94.4% კვლავ ბენზინსა და დიზელზე მუშაობს, ელექტრონული მანქანების რაოდენობამ კი 1.1 მილიონს მიაღწია, ანუ ყოველ 32 მანქანაში 1 მათგანი ელექტრონულია.

საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოებამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანქანათა რაოდენობა გაიზარდა, ნახშირორჟანგით დაბინძურებამ იკლო, ვინაიდან იმატა ელექტრონული მანქანების რაოდენობამაც.

ელექტრო ძრავაზე მომუშავე მანქანების რიცხვი გაიზარდა ფურგონებში 67.3%-ითა და ავტობუსებში – 34.9%-ით; ნულოვანი დაბინძურების მქონე სატვირთო მანქანების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა წინა წელთან შედარებით – თუმცა, ასეთები ჯერ კიდევ ყოველ 600 მანქანაში ერთია, საერთო ჯამში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დასატენი ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი დაბალია. მონაცემები აჩვენებს, რომ გზებზე ყოველ 36 ელექტრო-მანქანაზე მხოლოდ ერთი დამტენია, რაც 2021 წელს ყოველ 31 მანქანაზე იყო გათვლილი. როგორც ახლახან გამოვაქვეყნეთ, დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული გზების ქსელში საერთოდ არ არის HGV დასატენი ადგილები. საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოება კი გვაუწყებს, რომ ბევრი სამუშაოა ასევე ფურგონებზე მორგებული სატენების უზრუნველყოფისთვისაც.

მაიკ ჰეივსი, საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების მთავარი აღმასრულებელი, ამბობს: „ორი რთული პანდემიური წლის შემდეგ, ბრიტანეთი მანქანათა რაოდენობის ზრდაში პირველია – როდესაც ფურგონებისა და სატვირთოების რაოდენობა ბიზნესისა და საზოგადოებისთვის რეკორდულ რიცხვებშია. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ მილიონზე მეტი ნულოვანი დაბინძურების მქონე მანქანის საშუალებითა და ნახშირბადით ემისიის გაქრობით ბრიტანეთის ემისიები ნულზე დავიყვანოთ. დროა, ახალი ტექნოლოგიებისა და მოდელების საშუალებით მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ინფრასტრუქტურასა და ინოვაციებში, რათა მივაღწიოთ ყველასათვის ხელმისაწვდომ გადაადგილებას ნახშირბადის გამოყოფის გარეშე “.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, გიგი ჭითანავა

წყარო : airqualitynews.com

20 ნოემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
სკოლების ირგვლივ ჰაერის გაწმენდისთვის ქ. ვენდსვორტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ღონისძიებებში ბავშვებიც ჩაერთვებიან
შემდეგი პოსტი
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ მიღებული მტკიცებულებები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების გავლენას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,