ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ მიღებული მტკიცებულებები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების გავლენას
-
ჰაერის დაბინძურებამ ასევე შეიძლება, შეაფერხოს ნაყოფის ნორმალური განვითარება საშვილოსნოში, რაც გაზრდის მუცლის მოშლის, დაბალი წონისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს;
-
ლონდონში მცხოვრებ ბავშვებს ემუქრებათ უწყვეტი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის არასწორად განვითარებული ფილტვები, ასთმა, მაღალი წნევა, ყურადღების ნაკლებობა, ჰიპერაქტიურობა და ფსიქიკური დაავადებები;
-
ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება სიბერეშიც გრძელდება, რაც ზრდის ინსულტის, დემენციის, კიბოს, გრძელვადიანი დაავადების, მათ შორის რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ადრეული სიკვდილის რისკს.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გარემოსდაცვითი კვლევის ჯგუფის მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულმა „მტკიცებულებათა მნიშვნელოვანმა ჩანაწერმა“ შეისწავლა 2016 წლის ექიმთა სამეფო კოლეჯის მოხსენების შემდეგ გამოქვეყნებული კვლევები „ყოველი ჩასუნთქვა: ჰაერის დაბინძურების გავლენა სიცოცხლეზე“. იმის გათვალისწინებით, რომ RCP-ის (ექიმთა სამეფო კოლეჯი) მოხსენებამ დაადგინა, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგები გრძელვადიანია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარდა 30 000-ზე მეტი ცალკეული კვლევა ჰაერის ცუდი ხარისხის გავლენის შესახებ და ბევრი მათგანი მოიპოვეს ჩანაწერში, რათა შეიქმნას ჰაერის დაბინძურების შედეგების ანალიზი ადამიანის სიცოცხლეში:
ჩანაწერი დაყოფილია სექციებად, რომლებიც ფოკუსირებულია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, ნაყოფის წინა განვითარებიდან ადრეულ ზრდასრულობამდე. ის მიზნად ისახავს ძირითადი მტკიცებულებების შეჯამებას, რომლებიც ეყრდნობა უახლეს აკადემიურ კვლევებს. აქცენტი კეთდება გაერთიანებულ სამეფოზე, ლონდონსა ან ჰაერის დაბინძურების მსგავსი დონის მქონე ქალაქებზე.
ჯგუფი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენა არის მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია როგორც ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებასთან ტვინის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და დემენციაზე, ასევე ადრეული ცხოვრების ზემოქმედებაზე, რამაც შეიძლება მომავალში მოსახლეობაში ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
მიმოხილვა ხაზს უსვამს შემდეგ ძირითად მიგნებებს:
-
ახალი მტკიცებულებების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე დაორსულებამდე, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის შემცირებით;
-
ჰაერის დაბინძურებამ ასევე შეიძლება, შეაფერხოს ნაყოფის ნორმალური განვითარება საშვილოსნოში, რაც გაზრდის მუცლის მოშლის, დაბალი წონისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს;
-
ლონდონში მცხოვრებ ბავშვებს ემუქრებათ უწყვეტი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის არასწორად განვითარებული ფილტვები, ასთმა, მაღალი წნევა, ყურადღების ნაკლებობა, ჰიპერაქტიურობა და ფსიქიკური დაავადებები;
-
ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება სიბერეშიც გრძელდება, რაც ზრდის ინსულტის, დემენციის, კიბოს, გრძელვადიანი დაავადების, მათ შორის რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ადრეული სიკვდილის რისკს.
ლონდონის მერმა სადიკ ხანმა თქვა: „ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ექსპერტების ეს მიმოხილვა არის შეხსენება, რომ ტოქსიკური ჰაერი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და რომ ყველა რისკის ქვეშაა. „ჩვენ ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება ზიანს აყენებს ლონდონელების ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება დროის დაკარგვა“.
დოქტორ გარი ფულერმა, ჰაერის დაბინძურების მეცნიერმა თქვა: „არსებობს მტკიცებულება, რომ ქრონიკულ დაავადებებში აშკარად იმალება ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება. ეს დაავადებები უამრავ ადამიანსა და მათი ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს; ის დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დამატებითი ხარჯების გამო. ასევე აქვეითებს უნარს, ვისწავლოთ, ვიმუშაოთ და წვლილი შევიტანოთ საზოგადოების განვითარებაში. უახლესი მტკიცებულება, რომელიც ასახულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ გაიდლაინებში, გვიჩვენებს, რომ ლონდონის ჰაერის დაბინძურების ამჟამინდელი დონე გავლენას მოახდენს ყველაზე, მათ შორის ყველაზე ნაკლებად დაბინძურებულ გარეუბანში მაცხოვრებლებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ადრე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა“.
პროფესორმა სერ სტივენ ჰოლგეიტმა, ექიმთა სამეფო კოლეჯის და გაერთიანებული სამეფოს კვლევისა და ინოვაციების სუფთა ჰაერის მკვლევარმა თქვა: „მივესალმები გარემოსდაცვითი კვლევის ჯგუფის ამ მიმოხილვას, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ჰაერის დაბინძურება გვაზიანებს ცხოვრების ყველა ფაზაში. ყველა უახლესი მტკიცებულება აჩვენებს, რომ დამაბინძურებლების სისტემური ზემოქმედება სცდება გულ-ფილტვის სისტემას და გავლენას ახდენს ბევრ სხვა ორგანოზე, რაც ზრდის დაავადების რისკს ჩასახვის დღიდან. ჰაერის დაბინძურება გაცილებით სერიოზულად უნდა იქნას მიღებული“.
სტატიაზე მუშაობდა: თამთა კიკვაძე, ანუკი კვეკვესქირი
წყარო : airqualitynews.com
21 ნოემბერი 2023 წელი.