GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ლივერპულის ქალაქი უახლოვდება “ავტობუსის რევოლუციას”

Homepage მსოფლიო ლივერპულის ქალაქი უახლოვდება "ავტობუსის რევოლუციას"
მსოფლიო

ლივერპულის ქალაქი უახლოვდება “ავტობუსის რევოლუციას”

ივნისი 14, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
186 ნახვა
  • ლივერპულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხმა მისცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფრანჩიზის ქვეშ მოქცევას.
  • ავტობუსები კერძო პირებისგან სახელმწიფო მფლობელობაში დაბრუნდება.
  • ცვლილებებში ასევე შევა ტრანსპორტის სხვა სახეობებიც, როგორიცაა მეტრო, რომლის უფროსსაც კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს მეტროს გასაუმჯობესებლად

 

მერსისაიდის ადგილობრივმა ლიდერებმა ხმა მისცეს საგზაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფრენჩაიზის ქვეშ მოქცევას, რაც ცვლის დერეგულაციას, რომელიც ახასიათებდა 1980-იან წლებს.

ლივერპულის საქალაქო რეგიონმა დაადასტურა თავისი განზრახვა, რომ ამ ტერიტორიაზე ავტობუსების სერვისები კერძო სექტორიდან აიღოს და ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. ამას დეპუტატები აღწერენ, როგორც გაბედულ ნაბიჯს ავტობუსის რევოლუციისკენ.

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ცვლილებას, რომელიც დაასრულებს ინდუსტრიის დერეგულაციის ათწლეულს ფრენჩაიზინგით, რომელიც ახლა სასურველ  სამომავლო მოდელად ითვლება ქსელში გაშვებული ყველა ავტობუსის სერვისისთვის.

ამჟამად, რეგიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით მგზავრობის 80%-ზე მეტი ავტობუსებზე მოდის, რაც ყოველდღიურად 400 000-ზე მეტ მგზავრობას ნიშნავს. კრიტიკოსები დიდი ხანია აკრიტიკებენ იმ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ევალებათ სერვისების მოწესრიგება და გრაფიკის შედგენა, მიზეზად კი, პრიორიტეტად ადამიანებისა და ლოკალური საჭიროებების ნაცვლად, მოგების დასახვას ასახელებენ.

ახალი გეგმები ასევე ითვალისწინებს სერვისების უფრო წარმატებულ ინტეგრაციას ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან, მათ შორის, ტერიტორიის საჯარო საკუთრებაში არსებულ მატარებლების ახალ ფლოტს. ასევე დაპირებულია გამარტივებული ბილეთების სისტემა, მათ შორის, დააჭირე და წადი სისტემის დანერგვა, როგორც ნაწილი იმისა, რასაც ლივერპულის ქალაქის რეგიონის მეტროს უფროსი, სტივ როტერჰემი, უწოდებს „ლონდონის სტილის“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას.

„კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებისმიერი თანამედროვე, წარმატებული ქალაქის, რეგიონის დამახასიათებელი ნიშანია და ავტობუსები მისი ხერხემალია. ასიათასობით ადამიანი ყოველდღე იყენებს ჩვენი რეგიონის ავტობუსებს. ისინი ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთთან დამაკავშირებელი და შესაძლებლობების სამაშველო რგოლია“, – თქვა მისტერ როტერჰემმა. „ეს კენჭისყრა წლების, თავაუღებელი მუშაობის კულმინაციაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ლონდონის სტილის სატრანსპორტო ქსელის ჩემეულ ხედვას მივაღწიოთ. მე მინდა გავხადო ჩვენი რეგიონის გარშემო მოგზაურობა უფრო იაფი, სწრაფი, მწვანე და საიმედო.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 15 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ჩვეულებრივ ქოთნის მცენარეებს შენობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლიათ
შემდეგი პოსტი
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი ორ ბავშვს შეეჯახა – არის მსხვერპლი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,