GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლიდსის საქალაქო საბჭო ელექტრონული ფოსტით ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილების სერვისს აამუშავებს

Homepage მსოფლიო ლიდსის საქალაქო საბჭო ელექტრონული ფოსტით ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილების სერვისს აამუშავებს
მსოფლიო

ლიდსის საქალაქო საბჭო ელექტრონული ფოსტით ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილების სერვისს აამუშავებს

აგვისტო 20, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
431 ნახვა
ნახვები : 15
  • ლიდსის საქალაქო საბჭომ აამუშავა ახალი ელექტრონული ფოსტის სერვისი, რომელიც მოსახლეობას გააფრთხილებს ჰაერის ხარისხის დაბალი და დაბინძურების მაღალი დონის შემთხვევაში
  • პროექტი “სუფთა ჰაერის დღე 2022-ისთვის” განხორციელდა და ადამიანებს ჰაერის დაბინძურებისგან თავის დაცვაში დაეხმარება

 

იორკშირის ხელისუფლებამ ჩაუშვა ახალი სისტემა “სუფთა ჰაერის დღე 2022-ისთვის”, ამასთან ერთად ჯანდაცვის მუშაკებისა და ჰაერის ხარისხის ექსპერტებისთვის ახალი კონფერენციის შესახებ გამოაცხადა.

ლიდსის საქალაქო საბჭომ აამუშავა ახალი ელექტრონული ფოსტის სერვისი, რომელიც მოსახლეობას გააფრთხილებს ჰაერის ხარისხის დაბალი და დაბინძურების მაღალი დონის შემთხვევაში. სისტემა უკვე ონლაინ-რეჟიმშია და 16 ივნისს “სუფთა ჰაერის დღისთვის” გააქტიურდება.

ინიციატივა წარმოადგენს უფრო ფართო გეგმის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ლიდსში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5.7%-ით შემცირებას. ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინფორმაციის სახეს იღებს, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, რომ მოქმედებები ატმოსფერული დონის შესახებ უახლესი რჩევების შესაბამისად შეცვალონ. ეს შეიძლება, ნიშნავდეს სამსახურში მანქანის ნაცვლად ველოსიპედით მისვლას, რაც თავის მხრივ, აფერხებს ჰაერის უფრო მეტად დაბინძურებასა და ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების დაცვას. შეტყობინებები ასევე ხელმისაწვდომი იქნება ხელისუფლების სოციალური მედიის არხებზე. ლონდონის კინგს-კოლეჯის 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ტიპის სქემა ამცირებს მოსახლეობის ექსპოზიციას.

ელექტრონული ფოსტის სერვისის გარდა, ლიდსის საქალაქო საბჭომ ასევე გამოაცხადა ახალი შეკვეთილი ონლაინ-კონფერენცია სახელწოდებით “Every Breath You Treat”, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ჯანდაცვის პროფესიონალებისა და ჰაერის ხარისხის ექსპერტების გაერთიანებას ისახავს მიზნად. როგორც ამბობენ, კონფერენცია პირველია, რომელიც მთლიანად ეძღვნება ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას.

საბჭომ ასევე გამოაცხადა გეგმები, რომ იმუშაოს ადგილობრივი პირველადი ჯანდაცვის ქსელებთან, რათა ექიმები და ექთნები 7 000 პაციენტისთვის მოსახერხებელი ბროშურებით უზრუნველყოს, რომელიც შეიცავს რჩევებსა და ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების შესახებ. ბროშურები გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია “Global Action Plan”-თან ერთად შეიქმნა.

„მოხარული ვარ, რომ საბჭო და ჯანდაცვის პარტნიორები ერთად მუშაობენ ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ადამიანების დასახმარებლად. დაბინძურებული ჰაერი ყველას აზიანებს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უფრო დიდი რისკის ქვეშაა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ ამ დაუცველ ადამიანებს, გააცნობიერონ რისკები და, რაც მთავარია, იცოდნენ, რისი გაკეთება შეუძლიათ ამის შესაფერხებლად”, – თქვა მრჩეველმა სალმა არიფმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და აქტიური ცხოვრების წესის აღმასრულებელმა წევრმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანი ქავთარაძე და ანუკი კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
თამბაქოს ინდუსტრია ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ბევრი იაზრებს
შემდეგი პოსტი
ბრიტანეთში ელექტრომობილების გაყიდვების 300%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველეს 2030 წლისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,