თამბაქოს ინდუსტრია ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ბევრი იაზრებს
- თამბაქოს ინდუსტრია ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ბევრი იაზრებს, რადგან დაწყებული ნარჩენების მთებიდან და დამთავრებული გლობალური დათბობით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამშაბათს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მრეწველობა დაადანაშაულა ტყეების ფართო გაჩეხვაში, ღარიბ ქვეყნებში საჭირო მიწისა და წყლის მოკლებას საკვების წარმოებიდან, პლასტმასისა და ქიმიური ნარჩენების გამოყოფაში და ასევე, მილიონობით ტონა ნახშირორჟანგის წარმოებაში.
თავის მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაეროს სააგენტომ მოუწოდა თამბაქოს მრეწველობას პასუხისმგებლობლობის აღებისაკენ და დასუფთავების ხარჯების დაფარვისკენ.
მოხსენება, „თამბაქო: ჩვენი პლანეტის მოწამვლა“, განიხილავს მთელ ციკლის გავლენას, მცენარეების ზრდადან თამბაქოს ნაწარმის წარმოებამდე, მოხმარებამდე და ნარჩენებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ჯანმრთელობაზე ზემოქმედება კარგად არის დოკუმენტირებული ათწლეულების განმავლობაში – მოწევა კვლავ რვა მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსოფლიოში ყოველწლიურად – ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მის უფრო ფართო გარემოზე ზეგავლენაზე.
დასკვნები “საკმაოდ გამანადგურებელია”, – განუცხადა AFP-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორმა, რუდიგერ კრეჩმა და გააკრიტიკა ინდუსტრია, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით”.
ინდუსტრია პასუხისმგებელია ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ხის დაკარგვაზე, ხოლო თამბაქოს მოყვანა და წარმოება ყოველწლიურად იყენებს 200,000 ჰექტარ მიწას და 22 მილიარდ ტონა წყალს, ნათქვამია მოხსენებაში.
იგი ასევე გამოყოფს დაახლოებით 84 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს.
4,5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი.
გარდა ამისა, „თამბაქოს ნაწარმი არის პლანეტაზე ყველაზე ბინძური ნივთი, რომელიც შეიცავს 7000-ზე მეტ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც ჩვენს გარემოში ხვდება გადაგდების შემდეგ“, თქვა კრეჩმა.
მან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ჩვენს ოკეანეებში, მდინარეებში, ტროტუარებსა და პლაჟებში 4,5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვიდან თითოეულს შეუძლია 100 ლიტრი წყლის დაბინძურება.
და თამბაქოს ფერმერების მეოთხედს ემართება ეგრეთწოდებული მწვანე თამბაქოს დაავადება, ან მოწამვლა ნიკოტინისგან, რომელსაც კანი იწოვს.
ფერმერები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ამუშავებენ თამბაქოს ფოთლებს, მოიხმარენ დღეში 50 ღერი სიგარეტის ექვივალენტურ ნიკოტინს, თქვა კრეჩმა.
ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია თამბაქოს მეურნეობაში ჩართული მრავალი ბავშვისთვის.
”უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ 12 წლის ბავშვს დღეში 50 ღერი სიგარეტი ემუქრება,” – თქვა მან.
თამბაქოს უმეტესობა მოჰყავთ ღარიბ ქვეყნებში, სადაც წყალი და სასოფლო-სამეურნეო მიწა ხშირად დეფიციტურია და სადაც ასეთი კულტურები ხშირად მოჰყავთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვების წარმოების ხარჯზე, ნათქვამია მოხსენებაში.
თამბაქოს მეურნეობა ასევე შეადგენს გლობალური ტყეების გაჩეხვის დაახლოებით ხუთ პროცენტს და იწვევს ძვირფასი წყლის რესურსების ამოწურვას.
პლასტიკური დაბინძურება
ამავდროულად, თამბაქოს გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას უკავია გლობალური სათბურის გაზების ემისიების მნიშვნელოვან წილი – გლობალური ავიაკომპანიების ინდუსტრიის ნახშირბადის ანაბეჭდის მეხუთედის ექვივალენტით.
გარდა ამისა, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სიგარეტი, უკვამლო თამბაქო და ელექტრონული სიგარეტები, ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პლასტმასის დაბინძურების გლობალურ ზრდას, გააფრთხილა WHO-მ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სიგარეტის ფილტრები შეიცავს მიკროპლასტიკებს – პაწაწინა ფრაგმენტებს, რომლებიც აღმოჩენილია ყველა ოკეანეში და მსოფლიოს ყველაზე ღრმა თხრილის ფსკერზეც კი, წარმოადგენს პლასტმასის დაბინძურების მეორე ყველაზე მაღალ ფორმას მსოფლიოში.
და მაინც, თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგის მიუხედავად, WHO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ფილტრები რაიმე დადასტურებულ სარგებელს იძლევა ჯანმრთელობისთვის უფილტრო სიგარეტის მოწევასთან შედარებით.
გაეროს სააგენტომ მოუწოდა კანონმდებლებს მთელ მსოფლიოში, მოეპყრონ სიგარეტის ფილტრებს, როგორც ერთჯერად პლასტმასს და განიხილონ მათი აკრძალვა.
მან ასევე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელები მთელ მსოფლიოში ფარავდნენ თამბაქოს ინდუსტრიის გამო დაგროვილი ნაგვის გაწმენდის დიდ ხარჯებს.
მაგალითად, ჩინეთი ყოველწლიურად გამოყოფს დაახლოებით 2,6 მილიარდ დოლარს, ინდოეთი დაახლოებით 766 მილიონ დოლარს, ხოლო ბრაზილია და გერმანია 200 მილიონ დოლარს თამბაქოს ნაგვის ნაწარმის გასასუფთავებლად, ნათქვამია მოხსენებაში.
WHO ამტკიცებდა, რომ უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა დაიცვას ეგრეთწოდებული “დამბინძურებელი იხდის” პრინციპი, როგორც საფრანგეთსა და ესპანეთში.
მნიშვნელოვანია, თქვა კრეჩმა, რომ ”ინდუსტრიამ რეალურად გადაიხადოს იმ დაბინძურებისათვის, რომელსაც ის ქმნის”.
სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და ვალერი გელოვანი
წყარო : www.france24.com