GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კვლევის თანახმად მიკროპლასტმასით დაბინძურება ანადგურებს ნიადაგის ბინადრებს

Homepage მსოფლიო კვლევის თანახმად მიკროპლასტმასით დაბინძურება ანადგურებს ნიადაგის ბინადრებს
შემეცნებითი, მსოფლიო

კვლევის თანახმად მიკროპლასტმასით დაბინძურება ანადგურებს ნიადაგის ბინადრებს

ნოემბერი 25, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1255 ნახვა
ნახვები : 313

მკვლევრებმა ჩინეთში აღმოაჩინეს იმ ორგანიზმების მკვეთრი რაოდენობრივი კლება, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ნახშირბადისა და კარბონის გადამუშავებაში

კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასით დაბინძურება საფრთხეს უქმნის ნიადაგის ისეთ ბინადართ, როგორებიცაა: ტკიპა, მატლი და სხვა მცირე ზომის ქმნილებები, რომლებიც ანოყიერებენ მიწას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაყრილი ჩანთები, ჭიქები, ძაფები და სხვა სახის პლასტმასის ნარჩენები უფრო მეტი დოზით არის მიწაში, ვიდრე – ოკეანეებში. მათ საზარელი შედეგები აქვთ იმ მრავალი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგში.

ტკიპები, მრგვალი ჭიები, springtail-ები და მიკროართროპოდებისა და ნემატოდების სხვა სახეობები თითქმის უხილავნი არიან ადამიანის თვალისთვის, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირბადისა და აზოტის გადამუშავებაში და ორგანულ ნივთიერებებს გარდაქმნიან ისე, რომ შემდგომ ბაქტერიამ შეძლოს მათი მოხმარება.

უფრო და უფრო მეტი საფრთხე მოელით მათ ნავთობით გაჯერებული ნარჩენებისგან. Proceedings of the Royal Society-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, 1950 წლიდან დღემდე კაცობრიობამ აწარმოა 6,300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი, რომელთაგან 79% მოგროვდა ნაგავსაყრელებზე ან გაჟონა ბუნებრივ გარემოში.

ავტორთა თანახმად, ეს არის პირველი ადგილზე შემდგარი კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები მრავალ მიკროართროპოდზე, ნემატოდსა და ისეთ მიკროორგანიზმებზე, როგორებიცაა სოკო და ბაქტერია.

ჩინეთში, ჩუნცინის მუნიციპალიტეტში, ჯინფოშანის მთასთან, მეცნიერებმა სუბტროპიკული მიწის ნაკვეთი დაყვეს ექვს ნაწილად, რომელთაგან თითოეული მოიცავდა ოთხ სატესტო სივრცეს. თითოეული სივრცე განზრახ დააბინძურეს ოთხი სხვადასხვა დაბალი კონცენტრაციის პოლიეთილენის ნაწილებით: ნული, ხუთი, ათი და თხუთმეტი გრამით ერთ კვადრატულ მეტრზე. მას შემდეგ, რაც 287 დღის განმავლობაში დატოვეს პლასტმასი ნიადაგში, მკვლევრებმა შეაგროვეს ხუთი ნიმუში და დაითვალეს მათში არსებული ორგანიზმები.

მეტად დაბინძურებულ მონაკვეთში, სხვა კონტროლირებად ნაკვეთებთან შედარებით, მათ აღმოაჩინეს მკვეთრი კლება ყველაზე გავრცელებული სახეობის, oribatid ტკიპების რაოდენობაში (15%-იანი კლება) და კიდევ უფრო დიდი კლება სამი სხვა სახეობის ართროპოდებში – Diptera (ბუზი)  მატლი (30%-იანი კლება), Lepidoptera (ჩრჩილი და პეპელა) მატლი (44%-იანი კლება) და Hymenoptera (ჭიანჭველები) (62%-იანი კლება). ხოლო ნემატოდებს შორის მათ აღმოაჩინეს 20%-იანი კლება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიასა და სოკოზე გავლენა შედარებით ნაკლები იყო, ნაშრომის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „მიკროპლასტმასის ზემოქმედება მკვეთრად იჭრება ნიადაგის ეკოსისტემაში, რომელიც იწვევს ცვლილებებს მიკრობების ფუნქციონირებაში და კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ნიადაგის ნახშირბადისა და აზოტის წარმოქმნაში.

ავტორები ითხოვენ სხვადასხვა ადგილების კიდევ უფრო სიღრმისეულ კვლევას, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკოსებისა და მომხმარებლებისკენ მიმართული მესიჯი ცალსახაა: „ჩვენ მოვუწოდებთ, შევამციროთ პლასტმასის გამოყენება და თავი ავარიდოთ მათი ნარჩენების ნიადაგში დამარხვას იმდენად, რამდენადაც ეს მიგვიყვანს ნიადაგისა და ხმელეთის ბინადართა ეკოსისტემების ბიოგეოქიმიური ციკლურობის არახელსაყრელ შედეგებამდე.

სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.theguardian.com


წინა პოსტი
25 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი პოსტი
მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული, მუშაობას განვაგრძობთ – სატრანსპორტო კომპანია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,