GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის კალიფორნიის სანაპიროების 70% შეიძლება გაქრეს

Homepage მსოფლიო კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის კალიფორნიის სანაპიროების 70% შეიძლება გაქრეს
მსოფლიო

კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის კალიფორნიის სანაპიროების 70% შეიძლება გაქრეს

დეკემბერი 9, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
585 ნახვა
ნახვები : 175
  • შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (შშგს) ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კალიფორნიის სანაპიროების 25%-დან 70%-მდე შეიძლება ამ საუკუნის ბოლოსთვის გაუჩინარდეს.

  • სათბური აირების მაღალი ემისიების გაგრძელებით ზღვის დონის მატებამ შეიძლება 2100 წლისთვის 7.2 ინჩს მიაღწიოს.

  • სავარაუდოა, რომ კალიფორნიის ბევრ პლაჟს დასჭირდება აუცილებელი რეგულაცია (მაგალითად: პლაჟის შევსება, ქვიშის შეკავება, გამაგრება, დიუნების აღდგენა და პრობლემის გადაჭრის სხვა ინჟინერული და ბუნებრივი გზები).

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (შშგს) ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კალიფორნიის სანაპიროების 25%-დან 70%-მდე შეიძლება ამ საუკუნის ბოლოსთვის გაუჩინარდეს. ეს დებულება ერთვის 2016 წელს ჩატარებულ მსგავს კვლევას, რომლის თანახმადაც, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროების 31-67 %-ს საფრთხე ემუქრება.

სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამჟამად შემოწმების პროცესშია, იყენებს სატელიტის მიერ 20 წლის განმავლობაში მოპოვებულ მონაცემებს ზღვის დონის მატების კლიმატურ მოდელებთან ერთად. შშგს–ს მკვლევრებმა შეისწავლეს სანაპიროების დაახლოებით 1,350 კილომეტრის მონაცემები და შექმნეს ზღვის დონის 1,6 ფუტიდან 10 ფუტამდე მატების მოდელი.

“ამ მოდელის გამოყენებით დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2100 წლისთვის კალიფორნიის სანაპიროების 25%-დან 70%-მდე შეიძლება საერთოდ გაუჩინარდეს ზღვის დონის 0.5 მეტრიდან 3.0 მეტრამდე მატების შემთხვევაში,“ – წერს ავტორი მოხსენებაში.

ოკეანისა და ატმოსფეროს ნაციონალური ადმინისტრაციის (National Oceanic and Atmospheric Administration – NOAA) თქმით, 1880 წლიდან ზღვის დონე დაახლოებით 8-9 ინჩით მომატებულა, მაგრამ ზღვის დონის აწევის ინტენსიურობა სწრაფად იზრდება. მე-20 საუკუნეში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 0.06 ინჩის დონეზე რჩებოდა, მაგრამ 2006-დან 2015 წლამდე ზღვის დონის ყოველწლიურმა მატებამ 0.14 ინჩს მიაღწია.

NOAA-მ გამოთვალა, რომ ზღვის დონის მატება შეერთებული შტატების ირგვლივ 2100 წლისთვის მიაღწევდა 2000 წლის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 2 ფუტით მეტს ემისიების მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში. მაგრამ სათბური აირების მაღალი ემისიების გაგრძელებით შეიძლება 2100 წლისთვის 7.2 ინჩიც კი შეადგინოს.

The Guardian-ის ცნობით, კალიფორნიაში პლაჟების გაქრობის შემდეგ სანაპირო ზოლებს მხოლოდ კლდეები და ინფრასტრუქტურა დაიცავს. სანაპირო ეროზიის ყველაზე სარისკო ლოკაციებში შედის: ჰამბოლდტის ყურე, მოროს ყურე, ნიუპორტ ბიჩი, პისმო ბიჩი, პოინტ არენა და სან კლემენტე.

2017 წლის კვლევამ უკვე შეაფასა სამხრეთ კალიფორნიის განადგურების საკითხი. ეს ახალი კვლევა ეხება სანაპიროს მთლიან ხაზზე პლაჟების ეროზიას. მსგავსი პრობლემა შეიძლება შეექმნას სხვა შტატებსაც. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის 2009 წლის კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კალიფორნიის სანაპიროების 60% მოკლევადიან ეროზიას განიცდიდა, ხოლო 40% – გრძელვადიანს.

მაშინ, როდესაც უახლესი კვლევის შედეგები ამაღელვებელია, ავტორებმა აღნიშნეს, რომ ანალიზისა და კლიმატის მოდელირების რეზულტატი მაინც ბუნდოვანი რჩება. მიუხედავად ამისა, ის მიგვითითებს შტატის სანაპიროების შენარჩუნებისთვის გამიზნულ გადაუდებელ საჭიროებებზე.

„მოდელის პროგნოზები, მართალია, მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მიგვანიშნებს, რომ არსებითი გავლენა სანაპირო ზოლზე შეიძლება გამოწვეული იყოს ზღვის დონის აჩქარებული მატებით,“ – აღნიშნეს ავტორებმა უახლეს კვლევაში. „სავარაუდოა, რომ კალიფორნიის ბევრ პლაჟს დასჭირდება აუცილებელი რეგულაცია (მაგალითად: პლაჟის შევსება, ქვიშის შეკავება, გამაგრება, დიუნების აღდგენა და პრობლემის გადაჭრის სხვა ინჟინერული და ბუნებრივი გზები) იმისთვის, რომ შენარჩუნდეს პლაჟების სიგანე და ის სარგებელი, რომელსაც სანაპიროებიდან ვიღებთ.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, იამზე მარკოიძე

წყარო: Ecowatch.com

9 დეკემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
შანხაი სიცხის საუკუნოვან რეკორდს ხსნის
შემდეგი პოსტი
კანადას ტყის ხანძრების სეზონი ემუქრება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,