GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვლევის მიხედვით უწყვეტი ენერგიის წყაროები, ქარი და მზე, 2030 წლისთვის გლობალური ენერგიის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს

Homepage მსოფლიო კვლევის მიხედვით უწყვეტი ენერგიის წყაროები, ქარი და მზე, 2030 წლისთვის გლობალური ენერგიის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს
მსოფლიო

კვლევის მიხედვით უწყვეტი ენერგიის წყაროები, ქარი და მზე, 2030 წლისთვის გლობალური ენერგიის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს

იანვარი 19, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
701 ნახვა
ნახვები : 696
  • განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარება, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

  • 8 ქვეყნის მიერ დამზადებული განახლებადი ენერგიის ტექნიკა საკმარისია გლობალური დათბობის პრეინდუსტრიულ დონემდე, (1.5 გრადუს ცელსიუსიანი მაჩვენებელი), დასაყვანად.

  • განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება მის კიდევ უფრო გაიაფებას გამოიწვევს.

Rocky Mountain Institute (RMI), აშშ-ს არაკომერციული ინსტიტუტი, ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება გლობალური ენერგიის მესამედს გადააჭარბებს. ანგარიშზე დაყრდნობით, ენერგეტიკული სექტორი მზად იქნება, მსოფლიო მასშტაბით მიიღოს საჭირო ზომები დასახული მიზნების მისაღწევად.

მზისა და ქარის ენერგია ახლა მსოფლიოს ელექტროენერგიის 12 %-ს შეადგენს, თუმცა მოსალოდნელია მისი ზრდა 33%-მდე. ეს მოსახლეობას იაფ ენერგიას სთავაზობს და ასევე ანაცვლებს წიაღისეულ საწვავს.

„სუფთა ენერგიის სწრაფი ზრდა შეუქცევადი პროცესია, რომელიც მომხმარებლის ფინანსებს ზოგავს,“ – ამბობს კინგსმილ ბონდი, RMI-ის უფროსი დირექტორი.

კვლევაში RMI 10 მილიარდიანი დაფინანსებით ბეზოს დედამიწის ფონდთან ერთად მონაწილეობდა, რომლის დამფუძნებელიც ამაზონის შემქმნელი ჯეფ ბეზოსია.

System Change Lab-ის კვლევის მიხედვით, რვა ქვეყანამ უკვე ააშენა მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა. ეს საკმარისია გლობალური დათბობის პრეინდუსტრიულ დონემდე ჩამოსაწევად.

RMI-მ აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის მზე და ქარი 12 000-დან 14 000-მდე ტერავატ საათის ენერგიას გამოიმუშავებს. ეს სამ-ოთხჯერ აღემატება 2022 წლის მონაცემებს. ევროპა და ჩინეთი დღეს ლიდერები არიან სუფთა ენერგიის ტექნოლოგიის ათვისებაში.

ამავდროულად, ანგარიში აცხადებს, რომ წიაღისეულ რესურსზე მოთხოვნა 30%-მდე დაეცემა 2022 წლის პიკთან შედარებით.

„მიუხედავად წიაღისეული რესურსის ფასის 5%-იანი კლებისა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ხმელეთზე არსებული ქარისა და მზის სადგურები კვლავ ყველაზე იაფ ტექნოლოგიად რჩება, რომელიც გლობალური ელექტროენერგიის 82%-ს აწარმოებს,“ – წერია სტატიაში (Bloomberg New Energy Finance).

RMI-ის ანგარიში ასევე ამბობს, რომ, რაც უფრო მეტი ქვეყნის ეკონომიკა გადავა განახლებადი ენერგიის წყაროებზე, მზის ენერგიის ფასი, რომელიც დღეს ყველაზე იაფია ენერგიის გამომუშავებაში, კიდევ უფრო გაიაფდება. იგი მეგავატ საათზე 40$-დან (MWh) 20$-მდე ჩამოვა.

„განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი განვითარება ნიშნავს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგიის ფასის გრძელვადიან დეფლაციას. რაც მეტს ააშენებ, უფრო გაიაფდება,“ – ამბობს ბონდი როიტერსის სტატიაში.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, იამზე მარკოიძე

წყარო: Ecowatch.com

19 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
30 მილიონიანი პროექტი ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად
შემდეგი პოსტი
მწერების პოპულაციის მასშტაბური შემცირება და გლობალური დათბობა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,