კვლევის მიხედვით უწყვეტი ენერგიის წყაროები, ქარი და მზე, 2030 წლისთვის გლობალური ენერგიის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს
-
განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარება, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
-
8 ქვეყნის მიერ დამზადებული განახლებადი ენერგიის ტექნიკა საკმარისია გლობალური დათბობის პრეინდუსტრიულ დონემდე, (1.5 გრადუს ცელსიუსიანი მაჩვენებელი), დასაყვანად.
-
განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება მის კიდევ უფრო გაიაფებას გამოიწვევს.
Rocky Mountain Institute (RMI), აშშ-ს არაკომერციული ინსტიტუტი, ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება გლობალური ენერგიის მესამედს გადააჭარბებს. ანგარიშზე დაყრდნობით, ენერგეტიკული სექტორი მზად იქნება, მსოფლიო მასშტაბით მიიღოს საჭირო ზომები დასახული მიზნების მისაღწევად.
მზისა და ქარის ენერგია ახლა მსოფლიოს ელექტროენერგიის 12 %-ს შეადგენს, თუმცა მოსალოდნელია მისი ზრდა 33%-მდე. ეს მოსახლეობას იაფ ენერგიას სთავაზობს და ასევე ანაცვლებს წიაღისეულ საწვავს.
„სუფთა ენერგიის სწრაფი ზრდა შეუქცევადი პროცესია, რომელიც მომხმარებლის ფინანსებს ზოგავს,“ – ამბობს კინგსმილ ბონდი, RMI-ის უფროსი დირექტორი.
კვლევაში RMI 10 მილიარდიანი დაფინანსებით ბეზოს დედამიწის ფონდთან ერთად მონაწილეობდა, რომლის დამფუძნებელიც ამაზონის შემქმნელი ჯეფ ბეზოსია.
System Change Lab-ის კვლევის მიხედვით, რვა ქვეყანამ უკვე ააშენა მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა. ეს საკმარისია გლობალური დათბობის პრეინდუსტრიულ დონემდე ჩამოსაწევად.
RMI-მ აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის მზე და ქარი 12 000-დან 14 000-მდე ტერავატ საათის ენერგიას გამოიმუშავებს. ეს სამ-ოთხჯერ აღემატება 2022 წლის მონაცემებს. ევროპა და ჩინეთი დღეს ლიდერები არიან სუფთა ენერგიის ტექნოლოგიის ათვისებაში.
ამავდროულად, ანგარიში აცხადებს, რომ წიაღისეულ რესურსზე მოთხოვნა 30%-მდე დაეცემა 2022 წლის პიკთან შედარებით.
„მიუხედავად წიაღისეული რესურსის ფასის 5%-იანი კლებისა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ხმელეთზე არსებული ქარისა და მზის სადგურები კვლავ ყველაზე იაფ ტექნოლოგიად რჩება, რომელიც გლობალური ელექტროენერგიის 82%-ს აწარმოებს,“ – წერია სტატიაში (Bloomberg New Energy Finance).
RMI-ის ანგარიში ასევე ამბობს, რომ, რაც უფრო მეტი ქვეყნის ეკონომიკა გადავა განახლებადი ენერგიის წყაროებზე, მზის ენერგიის ფასი, რომელიც დღეს ყველაზე იაფია ენერგიის გამომუშავებაში, კიდევ უფრო გაიაფდება. იგი მეგავატ საათზე 40$-დან (MWh) 20$-მდე ჩამოვა.
„განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფი განვითარება ნიშნავს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგიის ფასის გრძელვადიან დეფლაციას. რაც მეტს ააშენებ, უფრო გაიაფდება,“ – ამბობს ბონდი როიტერსის სტატიაში.
სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, იამზე მარკოიძე
წყარო: Ecowatch.com
19 იანვარი 2024 წელი