GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კოლუმბიაში გადაშენებულად მიჩნეული კოლიბრი აღმოაჩინეს

Homepage მსოფლიო კოლუმბიაში გადაშენებულად მიჩნეული კოლიბრი აღმოაჩინეს
მსოფლიო

კოლუმბიაში გადაშენებულად მიჩნეული კოლიბრი აღმოაჩინეს

სექტემბერი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
543 ნახვა
ნახვები : 49
  • იშვიათი კოლიბრი, რომელიც 2010 წლიდან აღარ უნახავთ, ხელახლა აღმოაჩინეს.
  • ულამაზესი ფრინველი მხოლოდ სიერა ნევადა-დე-სანტა-მარტას ტყეში ბინადრობს და საფრთხის წინაშე ჰაბიტატის კრიტიკულად შემცირების გამო დადგა.
  • გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ ფრინველის აღმოჩენა სახელმწიფოს წაახალისებს, სიერა ნევადა-დე-სანტა-მარტას ტყე სრული განადგურებისგან დაიცვას.

 

იურგენ ვეგამ, ადგილობრივმა ფრინველებზე დამკვირვებელმა, The Guardian-ს განუცხადა, რომ ის „ემოციებით აღსავსო“, როდესაც შენიშნა მოჭიკჭიკე სანტა მარტას მამრი კოლიბრი, დამახასიათებელი ზურმუხტისფერი ბუმბულით, ლურჯი ყელითა და შავი ნისკარტით.

ვეგამ მოახერხა გადაეღო ფრინველი, რომელიც მანამდე მხოლოდ ორჯერ იყო შენიშნული და აღწერილი, ერთხელ 1946 წელს და მეორედ 2010 წელს, როდესაც სახეობა პირველად გადაიღეს ფირზე.

„მისი დანახვა სრული სიურპრიზი იყო“, – თქვა ვეგამ. „როდესაც პირველად დავინახე კოლიბრი, მაშინვე გავიფიქრე სანტა მარტას კოლიბრზე. ვერ ვიჯერებდი, რომ ის იქ მელოდა, ჩემი კამერის ამოსაღებად და გადასაღებად“.

სანტა მარტას კოლიბრი, როგორც კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი, ჰაბიტატის (ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის შესაფერისი გარემოს) კრიტიკულად შემცირების გამო, გადაშენებულად მიაჩნდათ. მეცნიერთა ვარაუდით, სიერა ნევადა-დე-სანტა-მარტას ტყის მხოლოდ 15 % რჩება ხელუხლებელი, ტყის დიდი ნაწილი ხეების ჭრის შედეგად განადგურდა ან მოიჭრა ყავის და კაკაოს მოსაყვანად და პირუტყვის მოსაშენებლად. კლიმატის ცვლილებამ, გახანგრძლივებულმა მშრალმა სეზონმა, კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა ტყეს. კვლევების მიხედვით, მშრალი, გვალვიანი ამინდები ზრდის ტყის ხანძრების რისკს.

გარემოსდამცველები იმედოვნებენ, რომ კოლიბრის აღმოჩენა ჩინოვნიკებს წაახალისებს, უკეთ დაიცვან ის, რაც ტყისგან დარჩა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ანა ახალაძე

წყარო : www.enn.com

 

27 სექტემბერი 2022


წინა პოსტი
ანტარქტიდის შელფური მყინვარები შესაძლოა, იმაზე მალე დალღვეს, ვიდრე გვეგონა
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარების დარღვევების რისკს ზრდის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,