GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კლიმატოლოგების ვარაუდი ტემპერატურაზე

Homepage შემეცნებითი კლიმატოლოგების ვარაუდი ტემპერატურაზე
შემეცნებითი

კლიმატოლოგების ვარაუდი ტემპერატურაზე

მაისი 9, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1471 ნახვა
ნახვები : 527
  • ახალი კვლევის თანახმად, გლობალური დათბობის კრიტიკული მაჩვენებელი — 1.5°C – უკვე გადალახულია;

  • თუ სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ, 2050 წლისთვის მეორე კრიტიკულ ნიშნულს (2°C) გავცდებით.

  • ახალ სამეცნიერო კვლევაში საუბარია ეფექტურ ღონიზძიებებზე, რომლებიც დაგვეხმარება გლობალური დათბობის სავალალო შედეგების თავიდან აცილებაში.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტემპერატურა მსოფლიოში მალე 1.5°C-ით აიწევს. ეს კრიტიკული ნიშნულია, რომელიც ყველაზე უარესი კლიმატური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად დააწესეს.

2015 წლის პარიზში დადებული ხელშეკრულების თანახმად, გლობალური დათბობა პოსტ-ინდუსტრიულ მსოფლიოში 2°C-ით არ უნდა გაზრდილიყო, თუმცა, როდესაც ხელშეკრულება 2016 წელს ძალაში შევიდა, მრავალი მეცნიერი უკვე ღიად მოითხოვდა 1.5°C-ს დაწესებას კრიტიკულ ნიშნულად.

2023 წლის კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს კონფერენციის წინ (COP28), კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ნასას და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს გამაფრთხილებელი კვლევა, რომლის თანახმადაც ამჟამინდელი სათბურის აირების გამოყოფის ტემპებისა და კლიმატური პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, გლობალური დათბობა 2030 წლისთვის 1.5°C-იან მაჩვენებელს გასცდება, ხოლო 2050 წლისთვის — 2°C-ს მიაღწევს.

„კრიტიკული მაჩვენებელი 1.5°C უკვე მიღწეულია, ხოლო 2°C კარს მოგვადგა,“ განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ზემოხსენებული კვლევის თანაავტორმა ჯეიმს ჰანსენმა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფართო საზოგადოება 1980 წელს სათბურის ეფექტის სავალალო შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ამჟამად ჰანსენმა სხვა ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჟურნალ Oxford Open Climate Change-ში კვლევა გამოაქვეყნა კლიმატური ცვლილებების შესახებ. მკვლევრების დასკვნით მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება.

როიტერსის ცნობით, გლობალურმა დათბობამ პრე-ინდუსტრიული კრიტიკული ზღვარი უკვე გადალახა.

სამწუხაროდ, მეცნიერებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ნახშირორჟანგის კონცენტრაციის საგანგაშო გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. უკანასკნელი კვლევის თანახმად, აეროზოლების ატმოსფეროში გამოყოფის შემცირებამ მართალია გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი და პოზიტიური შედეგები გამოიღო ადამიანების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ატმოსფეროში უკვე არსებული აეროზოლები ირეკლავს მზის სინათლეს და ატმოსფერული ტემპერატურის შემცირებას იწვევს.

„ეშმაკთან დავდეთ გარიგება. ახლა კი საზარელი საფასურის გადახდა მოგვიწევს. სამწუხაროდ, ატმოსფეროში აეროზოლების შემცველობის შემცირება გლობალურ დათბობას მხოლოდ დააჩქარებს,“ — აცხადებს ჰანსენი.

კვლევის შედეგებმა წინააღმდეგობრივი გამოხმაურება ჰპოვა სამეცნიერო წრეებში. პენსილვანიის უნივერსიტეტში მოღვაწე კლიმატოლოგმა მაიკლ მანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა კლიმატის ცვლილებებზე არსებულ თვალსაზრისს ეწინააღმდეგება.

კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწე პალეოკლიმატოლოგმა ბებელ ჰენიშმა ასევე შეშფოთება გამოთქვა კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კვლევამ წინა პლანზე წამოსწია რიგი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა შეგვაცვლევინოს კლიმატურ ცვლილებებზე არსებული სამეცნიერო მიდგომები.

კვლევა სამ რეკომენდაციას იძლევა კლიმატური ცვლილებების სავალალო შედეგების შესამცირებლად: სათბურის აირების ატმოსფეროში გამოყოფა უნდა გაძვირდეს, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროები უფრო ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელებული უნდა გახდეს, ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან დედამიწაზე ამჟამად არსებული ენერგეტიკული დისბალანსის დასაძლევად.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Ecowatch.com

9 მაისი 2024 წელი


წინა პოსტი
მოდის კომპანიების „კლიმატური“ პროგრესი
შემდეგი პოსტი
გერმანიაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბურის აირების დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან

Welcome back,