GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

კალიფორნიაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა

Homepage მსოფლიო კალიფორნიაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა
მსოფლიო

კალიფორნიაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა

ოქტომბერი 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
531 ნახვა
ნახვები : 16
  • კალიფორნიაში მომატებული ტემპერატურის გამო გაჩნდა ხანძარი, რომლის კონტროლიც მეხანძრეებს უჭირთ
  • ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა და შვიდს დამწვრობა გაუჩინა
  • ხანძარი აუარესებს ჰაერს რეგიონში და მაღალი კვამლის გამო ეს დაბინძურება უფრო შორს ვრცელდება

 

კალიფორნიაში ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად შტატში ორი ადამიანი დაიღუპა.

რამდენიმე ხანძარი გაჩნდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესსა და სან დიეგოში, რომელთა კონტროლიც მეხანძრეებს უჭირთ.

სახლები განადგურდა და დაახლოებით 1000 ადამიანს სთხოვეს სახლიდან ევაკუაცია, მანამდე შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა გასულ კვირას საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ 100F (38°C)-ს გადააჭარბა, ბურბანკმა დააფიქსირა ტემპერატურის ახალი რეკორდი, როდესაც ტემპერატურამ გასულ ოთხშაბათს 112F (44°C) გრადუსს მიაღწია.

ძლიერმა ქარმა, მშრალმა მცენარეულობამ და ძლიერმა სიცხემ გაართულა მეხანძრეების სამუშაო პირობები, რის გამოც შვიდი მათგანი სითბური დაზიანებებით იტანჯება.

გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის 25%-იანი შეკავება ორეგონის საზღვართან, ხოლო სან-დიეგოში ეკიპაჟებმა მთის ხანძრის 5% შეაკავეს.

კლიმატის კრიზისმა გამოიწვია სახიფათო ტყის ხანძრების რაოდენობის ზრდა, ბრიტანული უნივერსიტეტების კვლევის მიხედვით, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონებზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

ეს დიდ გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე. კვლევებმა აჩვენა, რომ გასულ წელს აშშ-ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში გაჩენილმა ხანძრებმა ნახშირბადის მონოოქსიდის დონის ზრდა გამოიწვია.

გარდა ამისა, იუტას უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ ტყის ხანძრები აშშ-ის დასავლეთში წარმოქმნიან უფრო მაღალ კვამლს და ავრცელებენ დამაბინძურებლებს უფრო დიდ დისტანციებზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ვალერი გელოვანი

წყარო : airqualitynews.com

9 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სკოლების გარშემო გამწვანება იცავს ბავშვებს ჰაერის დაბინძურებისგან.
შემდეგი პოსტი
მცენარეთა დიდი მრავალფეროვნება ხშირად ყველაზე პატარა ტერიტორიაზე გვხვდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,