GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მცენარეთა დიდი მრავალფეროვნება ხშირად ყველაზე პატარა ტერიტორიაზე გვხვდება

Homepage მსოფლიო მცენარეთა დიდი მრავალფეროვნება ხშირად ყველაზე პატარა ტერიტორიაზე გვხვდება
მსოფლიო

მცენარეთა დიდი მრავალფეროვნება ხშირად ყველაზე პატარა ტერიტორიაზე გვხვდება

ოქტომბერი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
463 ნახვა
ნახვები : 10

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა: აღმოსავლეთ ევროპის სტეპები მცენარეთა იმდენივე სახეობის სამშობლოა, რამდენისაც ამაზონის ტროპიკული ტყეები.

 

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა: აღმოსავლეთ ევროპის სტეპები მცენარეთა იმდენივე სახეობის სამშობლოა, რამდენისაც ამაზონის ტროპიკული ტყეები, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის შესამჩნევი, როდესაც სახეობები დათვლილია მცირე შერჩევით ტერიტორიაზე და არა ჰექტრობით მიწებზე. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის, ჰალლე-ვიტენბერგისა, (MLU) და გერმანიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ინტეგრირებული ცენტრის (iDiv), ჰალლე-იენა-ლაიფციგის, ხელმძღვანელობით აჩვენა, რამდენად იცვლება მცენარეთა მრავალფეროვნება, როდესაც ნიმუშის აღების არეალი მერყეობს რამდენიმე კვადრატული მეტრიდან ჰექტრამდე. მათი შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “Nature Communications” და შეიძლება გამოვიყენოთ ბუნების კონსერვაციის ახალ, უფრო სპეციალიზებულ კონცეფციებში.

კვლევისას ჯგუფმა გააანალიზა დაახლოებით 170 000-მდე მცენარეული საფარის მონაცემები დედამიწის ყველა კლიმატური ზონიდან. მონაცემთა ბაზა შეიცავდა ადგილზე აღმოჩენილი ყველა სახეობის მცენარის შესახებ ინფორმაციასა და შესაბამისი შესწავლილი ტერიტორიის კოორდინატებს. მონაცემების აიღეს მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურ მცენარეთა სახეობის ბაზიდან “sPlot”, რომელიც მდებარეობს iDiv-ში.

„გლობალური ბიომრავალფეროვნების შესახებ კვლევების უმეტესობა ტარდება შედარებით ფართო მასშტაბით, მაგალითად, სახელმწიფოს ან პროვინციის მასშტაბით. ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, რამდენად განსხვავდება შედეგები მცირე ტერიტორიების შესწავლისას“, – ამბობს პროფესორი ჰელგე ბრუელჰაიდი MLU-დან. ჯგუფმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი, სხვა საკითხებთან ერთად, მცენარეთა სახეობების რაოდენობასა და შესასწავლი ტერიტორიის ზომას შორის კავშირის გამოსაკვლევად.

 

სტატიაზე მუშაობდა : ელისაბედ ბალანჩივაძე და ლედი ბოჟაძე

წყარო : www.enn.com

16 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
კალიფორნიაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი პოსტი
არქტიკული ტბები ნავარაუდევზე ერთი საუკუნით ადრე შრება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,