ინგლისში მრეწველობის შედეგად გაუდაბურებული მიწა ახალი ბუნებრივი ნაკრძალი ხდება
- „ეროვნული ნაკრძალები ადამიანებს ეხმარება ბუნებრივ სამყაროსთან დაკავშირებაში, რაც ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ შევისწავლოთ ლანდშაფტი ჩვენივე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“
- 1,824 ჰექტარზე ახალი ნაკრძალი გაშენდება, რომელიც შექმნის დაცულ ჰაბიტატს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის.
- ნაკრძალები დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს, 2030 წლისთვის შეაჩეროს ველური ბუნების პოპულაციის შემცირება.
ინგლისში, მანჩესტერში, მრეწველობის შედეგად გაუდაბურებული მიწა ოფიციალურად გამოცხადდა 1,824 ჰექტრის ფართობის ნაკრძალად, რომელიც 300,000 ადგილობრივ მოსახლეს მისცემს ბუნებაზე წვდომას, – ნათქვამია „ბუნებრივი ინგლისის“ პრესრელიზში, გარემოს დაცვის დეპარტამენტის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში.
უიგანისა და ლეის ჭანჭრობები ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ურბანული ნაკრძალი გახდება და უზრუნველყოფს დაცულ ჰაბიტატს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის – ყანჩის ნათესავებისთვის – წყლის ბუჩქებისა და ტირიფის 52 სახეობისთვის. მდელოებისა და ჭაობების ნაკვეთი, რომელიც შედგება ჭაობიანი მდელოებისგან, ჭაობისგან, ლერწმიანი კალაპოტისგან, სველი ტყისა და მაღალი ბალახეულისგან, ეროვნული ნაკრძალების ქსელის ნაწილი გახდება.
„ეროვნული ნაკრძალები ადამიანებს ეხმარება ბუნებრივ სამყაროსთან დაკავშირებაში, რაც ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ შევისწავლოთ ლანდშაფტი ჩვენივე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“ – თქვა Natural England -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიან სპაინმა, როგორც BBC News იტყობინება.
მაღაროების გამო მიწის თანდათანობით დაწევამ წარმოქმნა ტბები, რომლებიც სახეობების ჰაბიტატი გახდა. უიგანისა და ლეის ნაკრძალი ხაზს უსვამს ჭანჭრობების ტრანსფორმაციას გასული საუკუნის განმავლობაში. ეს განაცხადი პირველი იქნება დიდი მანჩესტერისთვის.
ველური ბუნების დაცვის გარდა, იმედოვნებენ, რომ ახალი ნაკრძალი გახდება მდგრადი ტურიზმის ადგილი, რადგან მოსახლეობა უკვე მოძრაობს ველოსიპედით, თევზაობს, აკვირდება ფრინველებს და სეირნობს ბუნებაში.
2019 წელს ინგლისის “ბუნებრივი კაპიტალი” შეფასდა $1.35 ტრილიონ დოლარად. „ჯანსაღი ბუნებრივი გარემო და ეკონომიკური ზრდა ურთიერთდამოკიდებულია. ერთობლივი ძალისხმევით უნდა ავაშენოთ ვიგანისა და ლეის ჭანჭრობებში, შეგვიძლია გამოვყოთ ადგილი იშვიათი სახეობებისთვის და მივაწოდოთ სასიცოცხლო მწვანე სივრცე. ეს გახდის უიგანსა და ლეს შესანიშნავ ადგილს საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად“, – თქვა სპაინმა, იტყობინება About Manchester.
პრესრელიზის თანახმად, უიგანის ახალი ნაკრძალი აერთიანებს 13 ადგილს, მათ შორის Amberswood, Three Sisters, Wigan Flashes და Bickershaw Country Park, პლუს Viridor woodland, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გაშენდა „Forestry England“-ის მიერ.
ინგლისის ეროვნული ნაკრძალები შეიქმნა არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ჰაბიტატების დასაცავად, არამედ სკოლების, საზოგადოებისა და სპეციალური ინტერესების ჯგუფებისთვის „გარე ლაბორატორიებად“ გამოსაყენებლად, რათა შეესწავლათ ველური ბუნების ზემოქმედება.
წელს აღინიშნება ინგლისის პირველი ნაკრძალის 70 წლის იუბილე, ამჟამად ნაკრძალების რაოდენობა 220-ს შეადგენს და 254,519 ჰექტარზე მეტს მოიცავს. ნაკრძალები დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს, 2030 წლისთვის შეაჩეროს ველური ბუნების პოპულაციის შემცირება.
„უიგანისა და ლეის უნიკალური ჭანჭრობები ბუნებამ აღადგინა ყოფილი სამეწარმეო მიწებიდან. დღევანდელი აღნიშვნა ცხადყოფს, თუ როგორ არის შესაძლებელი ბუნების კლების შებრუნება“, – ნათქვამია სპაინის პრესრელიზში
სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ანა ახალაძე
წყარო : www.ecowatch.com
28 ნოემბერი 2022 წელი.