ინდონეზიის შორეულ კუნძულებზე აღმოაჩინეს ფრინველების რამდენიმე ახალი, ლამაზი სახეობა
- ინდონეზიის კვლევით ჯგუფთან ერთად მომუშავე ზოოლოგებმა ტრინიტიდან, ფერადი ტროპიკული ჩიტების რამდენიმე ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
- დნმ–ის, გალობის ჩანაწერებისა და სხეულის პარამეტრების სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით, ზოოლოგებმა აჩვენეს, რომ ეს ოჯახი იმაზე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეგონათ.
- გარდა იმისა, რომ გენეტიკურად უნიკალურია, ვაკატობის მზის ჩიტს ასევე აქვს უფრო მუქი ბუმბული, უფრო მაღალი გალობა და უფრო მოკლე ფრთები, ვიდრე ზეთისხილის ფერის ზურგიან მზის ჩიტს. შესაძლოა, მოკლე ფრთებმა ხელი შეუწყო ვაკატობის კუნძულებზე მის იზოლირებულად დარჩენას, სანამ ზეთისხილის ფერის ზურგიანი მზის ჩიტი ზღვის გაღმა, შორ მანძილზე ახერხებდა კოლონიზაციას.
ზოოლოგებმა აღმოაჩინეს ახალი სახეობა, „მზის ფრინველი ვაკატობი“ ( Cinnyris. infrenatus ), რომელიც ცენტრალურ ინდონეზიაში, პატარა ვაკატობის კუნძულებზე ბინადრობს.
მათ ასევე გამოიკვლიეს უფრო ფართოდ გავრცელებული ზეთისხილის ფერის ზურგიანი და შავი ფრინველები და დაადგინეს, რომ დასახელებული ინდივიდები, სინამდვილეში რამდენიმე დაუდგენელ სახეობას ეკუთვნოდა.
ამ საინტერესო აღმოჩენებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევოლუციის ჩვენეული გაგებისასთვის ამ ბიომრავალფეროვან რეგიონში.
აფრიკიდან ავსტრალიამდე, ტროპიკებში მცხოვრები მზის ფრინველები ამერიკულ კოლიბრებს ჰგვანან და მსგავს ეკოლოგიურ ნიშას ეკუთვნიან. მამრ მზის ფრინველებს ხშირად აქვთ კაშკაშა, ცისარტყელას მსგავსი ან „მეტალისებრი“ ბუმბული, რომელიც მზის შუქზე ბზინავს.
ასობით წლის განმავლობაში, ზოოლოგები იკვლევდნენ მზის ფრინველების ბუმბულს სახეობების სახელდებისათვის, რომელთაგანაც 140-ზე მეტი ამჟამად უკვე ამოცნობილია. თუმცა მტკიცებულებების ახალი ფორმების გამოყენებით, მათ შორის დნმ-ის, გალობის ჩანაწერებისა და სხეულის პარამეტრების სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით, ზოოლოგებმა აჩვენეს, რომ ეს ოჯახი იმაზე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეგონათ.
ეს სამუშაო, რომელიც ერთობლივად გასწიეს ტრინიტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლისა და Universitas-ის მკვლევრებმა ჰალუ ოლეო სულავესში, ინდონეზიაში, ახლახან გამოქვეყნდა „Linnean Society-ის ზოოლოგიურ ჟურნალში“. საინტერესოა, რომ ეს ჟურნალი იყო პირველი, რომელმაც გამოაქვეყნა ჩარლზ დარვინისა და ალფრედ რასელ უოლასის ევოლუციური თეორიები ჯერ კიდევ 1858 წელს.
საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა კვლავ უოლასის ნაბიჯები სხვა მხრივაც გაიმეორა, ვინაიდან ის თავის თეორიებს ცხოველთა შესახებ სწორედ დღევანდელი ინდონეზიის კუნძულებზე ჩატარებულ კვლევებზე აგებდა.
ფიონ ო’მარქეიგმა, ნაშრომის პირველმა ავტორმა და ტრინიტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტმა, თქვა: „უოლესის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას უწოდებენ „უოლესის ხაზს“ – საზღვარს ღრმა და არაღრმა ზღვებს შორის, რომლის გადალახვაც ბევრმა ცხოველმა ვერ შეძლო, რამაც შესამჩნევი განსხვავებები გამოიწვია ორივე მხარეს ნაპოვნ სახეობებში. გამონაკლისს წარმოადგენდა ფართოდ გავრცელებული ზეთისხილის ფერის ზურგიანი მზის ჩიტი, რომელიც, ჩინეთიდან ავსტრალიამდე მთელ მანძილზე გვხვდება, მისი დიაპაზონის ზუსტად შუაში Wallace’s Line-ით.
თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ, სინამდვილეში, ორივე მხარის პოპულაციები, ორ განსხვავებულ სახეობას წარმოადგენს, უოლესის თავდაპირველი პროგნოზის შესაბამისად. უკვე ცნობილი იყო, რომ შავი მზის ფრინველი მიეკუთვნებოდა „უოლესის ხაზს“, მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სულავესის ირგვლივ მობინადრე პოპულაცია ახალ გვინეაში მცხოვრებისაგან განსხვავებული, ცალკეული სახეობაა“.
ამ დაყოფის მიუხედავად, ზეთისხილის ფერის ზურგიანი მზის ჩიტი, ასეთი პატარა ფრინველის კვალობაზე, საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. მეორე მხრივ, ახლად აღმოჩენილი ვაკატობის მზის ჩიტი შემოიფარგლება პატარა ვაკატობის კუნძულებით, უფრო დიდი სულავესის სანაპიროზე. ამგვარ მომცრო, იზოლირებულ კუნძულებს აქვს საკუთარი ევოლუციური პროცესები და ისინი ხშირად წარმოქმნიან ისეთ უნიკალურ სახეობებს, როგორც გალაპაგოსის ცნობილ შემთხვევაში მოხდა.
ტრინიტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის წინა ნაშრომმა გამოავლინა თეთრთვალა ფრინველების ორი სახეობა ერთი და იმავე ტერიტორიიდან, რომელიც საერთაშორისო კონსერვაციის ორგანიზაციებმა ბიომრავალფეროვნების ძირითად ზონად აღიარეს.
გარდა იმისა, რომ გენეტიკურად უნიკალურია, ვაკატობის მზის ჩიტს ასევე აქვს უფრო მუქი ბუმბული, უფრო მაღალი გალობა და უფრო მოკლე ფრთები, ვიდრე ზეთისხილის ფერის ზურგიან მზის ჩიტს. შესაძლოა, მოკლე ფრთებმა ხელი შეუწყო ვაკატობის კუნძულებზე მის იზოლირებულად დარჩენას, სანამ ზეთისხილის ფერის ზურგიანი მზის ჩიტი ზღვის გაღმა, შორ მანძილზე ახერხებდა კოლონიზაციას.
ფიონ ო’მარქეიგმა დაამატა: „საოცარია, რომ ჯერაც არსებობს სახეობები, რომლებიც აღმოჩენას ელოდებიან ამ რეგიონში, რომელიც ევოლუციური ბიოლოგიისთვის უოლესის დროიდანვე მნიშვნელოვანი იყო. აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩვენც გავზარდეთ ცნობილ სახეობათა სია მსოფლიოს ამ მშვენიერი კუთხიდან; ეს არის ის, რაზეც ვოცნებობდი, როდესაც ბავშვობაში პირველად დავინტერესდი ზოოლოგიით. გარდა ამისა, ეს კვლევა იყო ბრწყინვალე შესაძლებლობა, დავყრდნობოდით კლასიკურ ნამუშევარს ახალი ტექნიკებით. განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია, როდესაც ვპოულობთ ახალ აღმოჩენებს, რომლებიც უოლესის თავდაპირველ პროგნოზებს ეფუძნება“.
დოქტორი დევიდ კელი ტრინიტიდან, ნაშრომის მეორე ავტორია. მან დაამატა:
„ვაკატობის მზის ფრინველის იდენტიფიკაცია შეგვახსენებს, რომ ბიომრავალფეროვნება ყველგანაა. ეს ფრინველი აღმოვაჩინეთ არა შორეულ ტროპიკულ ტყეში, არამედ დატვირთული ქალაქებისა და სოფლების ბუჩქნარიან ნაპირებზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაკატობის ბავშვების თაობები შეძლებენ დატკბნენ ამ განსაკუთრებული ფრინველებით“.
სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და მეგი რუსია
წყარო : www.tcd.ie
17 იანვარი 2023 წელი.