GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ინდოეთში ხმაურით დაბინძურება წინა წელთან შედარებით გაიზარდა

Homepage მსოფლიო ინდოეთში ხმაურით დაბინძურება წინა წელთან შედარებით გაიზარდა
მსოფლიო

ინდოეთში ხმაურით დაბინძურება წინა წელთან შედარებით გაიზარდა

დეკემბერი 8, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
649 ნახვა
ნახვები : 32

ინდოეთში, ფესტივალ დივალის ღამეს, დაბინძურების კონტროლის საბჭომ (CPCB) გამოიკვლია 5 სხვადასხვა დასახლება და ერთი ინდუსტრიული ტერიტორია, ხმაურით დაბინძურებასთან დაკავშირებით. ეს ადგილებია Lajpat Nagar, Mayur Vihar Phase-2, Pitampura, Kamla Nagar, Janakpuri და Okhla.

მიღებული მონაცემებით, 2019 წლის ფესტივალის ღამესთან შედარებით, წელს, მინიმუმ სამ ადგილზე, ხმაურით დაბინძურება გაზრდილი იყო.

მონაცემების მიხედვით, 6 საათიდან 12 საათამდე, Lajpat Nagar-ში დაფიქსირდა 71 დეციბელი, ამავე ადგილას 1 წლის წინ ხმაური 69 დეციბელი იყო. Mayur Vihar Phase-2-ში ხმაურის ზედა ზღვარი 72 დეციბელამდე გაიზარდა, 2019 წელს ეს ზღვარი 68 დეციბელი იყო. მსგავსი ტენდენცია აღმოჩნდა Janakpur-ში, სადაც შაბათ ღამეს 72 დეციბელის ხმაური ფიქსირდებოდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 71 დეციბელზე იყო.

დღის განმავლობაში, დასახლებული პუნქტებისთვის მიღებული სტანდარტის მიხედვით, ხმაურის დონე არ უნდა ასცდეს 55 დეციბელს, ხოლო ღამე 45 დეციბელს. ინდუსტრიული ტერიტორიისთვის ხმაურის მაჩვენებელი არ შიძლება იყოს 75 დეციბელზე მეტი დღისით, ღამით კი 70 დეციბელზე მეტი.

ანგარიშში წერია, რომ მათ შეისწავლეს ხმაურის სიხშირე დივალის ფესტივალამდეც, რათა დაედგინათ რა გავლენას ახდენს გამოყენებული ასაფეთქებლები.

„ფესტივალ დივალიმდე მიღებული მონაცემები, შეიძლება გამოგვადგეს მხოლოდ იმ დღეებთან შესადარებლად, როდესაც ასაფეთქებლების ხმაურით გარემო არ ბინძურდება.“- წერია ანგარიშში.

CPCB-ს უფროსმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ წელს ყველა ტიპის ასაფეთქებელი აკრძალული იყო. კვლევის მიერ მიღებული რიცხვები კი ამტკიცებს, რომ აკრძალვას ხალხი არ დაემორჩილა.

„იდეალურ შემთხვევაში, ხმაურის დონე მაღლა არ უნდა ასულიყო, რადგან ასაფეთქებლები მთლიანად აიკრძალა. მაგრამ ქალაქის იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, აკრძალვის შემთხვევაშიც კი ყოველთვის გამოჩნდება სხვა რეგიონიდან შემოტანის გზები. ამიტომაც 6 საათის შემდეგ, კვლავ სწრაფად გაიზარდა ხმაურის მაჩვენებელი, რადგან მოსახლეობამ ასაფეთქებლების გამოყენება დაიწყო.“ ამბობს CPCB-ს წარმომადგენელი.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ხმაურის დონეს 24/7 ზე აკვირდებიან, რათა ჰქონდეთ  ხმაურის შესახებ მონაცემები ფესტივალამდე, ფესტივალის დროს და ფესტივალის შემდეგ.

 

სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტი – ანა ქუხაშვილი

წყარო : https://www.hindustantimes.com


წინა პოსტი
Covid-19 ვაქცინა: პირველი ადამიანი Pfizer კოვიდ-19 ვაქცინით ბრიტანეთში აიცრება
შემდეგი პოსტი
კახა კალაძე – მოკვლევის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,