GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაკერმა ქალაქ ფლორიდის სასმელი წყლის მოწამვლა სცადა

Homepage მსოფლიო ჰაკერმა ქალაქ ფლორიდის სასმელი წყლის მოწამვლა სცადა
მსოფლიო

ჰაკერმა ქალაქ ფლორიდის სასმელი წყლის მოწამვლა სცადა

მაისი 2, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
911 ნახვა
ნახვები : 310

ჰაკერმა მოიპოვა ქალაქის წყლის სისტემაზე კონტროლი და სცადა წყალი სახიფათოდ მაღალი ქიმიური ნივთიერებით გაეჯერებინა, აცხადებს ქალაქის წარმომადგენლობა. ჰაკერმა მოახერხა და ცოტა დროით გაზარდა ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაცია Oldsmar-ის წყლის გაწმენდის სისტემაში, თუმცა ეს შეამჩნია თანამშრომელმა და მალევე კონცენტრაცია დაარეგულირა.

ეს ნივთიერება მცირე დოზით არის წყალში მჟავიანობის დასარეგულირებლად, თუმცა ამ ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაციის გაზრდა წყალში მთელ რიგ პრობლემებს გამოიწვევდა. „ქალაქს ყავს ბოროტის მსურველი“ ამბობს Oldsmar-ის მერი.

საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ, ასევე არ არის ცნობილი მცდელობა ამერიკიდან განხორციელდა თუ სხვა ქვეყნიდან. Oldsmar-ის წყლის სისტემაში, რომელიც ელექტრონულად კონტროლირებადია, შეღწევა პარასკევს მოხდა.

სადგურის ოპერატორმა დააფიქსირა შეღწევის მცდელობა, თუმცა მას ეს მისი ზედამხედველი ეგონა და არ მიაქცია ყურადღება, წერია Tampa Bay Times-ის ცნობაში. თუმცა ამას მოყვა მეორე მცდელობა შუადღისას, ამ დროს კი ჰაკერმა შეაღწია პროგრამაში და წყალში ნატრიუმის ჰიდროქსიდის შემცველობა გაზარდა 100PPM-დან(Parts Per Million) 11,100PPM-მდე. ეს ცვლილება ოპერატორმა დააფიქსირა და მალევე დააბრუნა ნორმაზე.

ნატრიუმის ჰიდროქსიდი არის თხევადი გადინების საწმენდი საშუალება. ადამიანის ორგანიზმზე მას აქვს გარკვეული გავლენა, შეხების შემდეგ შეუძლია გამოიწვიოს კანის და მხედველობის პრობლემები, ასევე დროებითი თმის ცვენა. ასეთი წყლის დალევამ შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ, საყლაპავი მილი და კუჭი, გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.

შერიფი ბობ გუალტიერის ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს : „არ ვარ ქიმიკოსი. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ასეთი მაღალი კონცენტრაციით ეს ნივთიერება არ არის კარგი. სასმელი წყალი არ გამხდარა საშიში, რადგან რეაგირება საკმარისად სწრაფი იყო.“

ეს სადგური წყალს აწვდის ლოკალურ ბიზნესებს და 15,000 მოქალაქეს. წყლის კონტროლის დისტანციური სისტემა დროებით აღარ ფუნქციონირებს.

ჯო ტაიდის, კიბერ-ჟურნალისტის ანალიზი:

წარმოიდგინეთ შიში, რომელიც სადგურის თანამშრომელმა იგრძნო, როდესაც მაუსის კურსორი მის გარეშე ამოძრავდა. ის უყურებდა როგორ გაზარდა უხილავმა ხელმა წყალში ნივთიერების კონცენტრაცია.

ეს ყველაფერი უფრო საშიში ხდება, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა.

2016 წელს Verizon-ის უსაფრთხოების ანგარიშში აღნიშნულია შტატებში მომხდარი თავდასხმა მსგავს წყლის სადგურზე, ხოლო 2020 წელს მსგავსი შეტევის წარუმატებელი მცდელობები ისრაელში დაფიქსირდა.

ეს შემთხვევა ამყარებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, ვინც დიდი ხანია გვაფრთხილებს, რომ საფრთხის ქვეშაა „კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა“.

წყალის, ელექტრო ენერგიის, ატომური სადგურების და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სისუსტეები ყოველთვის შესწავლილია და საფრთხის ქვეშაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი წარმოების და მომსახურების სფეროებია, არამედ იმიტომ რომ ხშირად ვადა გასული სისტემებით იმართება.

ჯერჯერობით წყლის სისტემაზე მიტანილი შეტევები თავიდან აცილებულია. თუმცა როგორც მერი საიდელის განცხადებაში იყო ნათქვამი : „არიან ბოროტის მსურველები, შესაბამისად ჩვენ ყველას სიფრთხილე გვმართებს. ასეთი საფრთხეები არსებობს, ეს რეალურია.“

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ნატა შველიძე

წყარო : https://www.bbc.com/news/world-us-canada-55989843?fbclid=IwAR0QOXCgA94r7UiqBX1-bWfL16_p62fSk1s2WucuzYmUSmVPJZSOmorS_A8


წინა პოსტი
ველოსიპედი – ყველაზე სწრაფი გზა მიზანთან
შემდეგი პოსტი
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,