ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მთავარი ფაქტორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების დანერგვისა და დაკმაყოფილებისთვის
-
გარემოსთან დაკავშირებული რისკები იწვევს მსოფლიო მასშტაბით დაავადებების 12%-ს, ჰაერის დაბინძურება ამ რისკებს შორის პირველ ადგილზეა.
-
WHO-მ გამოსცა ჰაერის ხარისხის უფრო მკაცრი რეკომენდაციები, რომლებიც ასახავს, თუ როგორია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება დაბინძურების დაბალი კონცენტრაციის პირობებშიც კი.
-
ჰაერის ხარისხის მონიტორინგი პირველი ნაბიჯია დაბინძურების მოსახლეობაზე ზემოქმედების შეფასებისა და კონკრეტული ზომების მიღებისთვის.
„ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სექტორების დიდი გამოწვევაა, რასაც თან ახლავს სერიოზული საფრთხე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – ამბობს დოქტორი მარია ნეირა, ჯანმოს გარემოს, კლიმატური ცვლილებებისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ახალი ანგარიში დაეხმარება ქვეყნებსა და მთავრობებს, შეაგროვონ ადგილობრივი მონაცემები და დაიცვან მოსახლეობა დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი ზეგავლენისგან.
მონაცემთა არსებობა მთავარი ფაქტორია ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონი ადამიანის ნაადრევ გარდაცვალებას იწვევს. ამ მაჩვენებელი დაანგარიშდა ატმოსფერული (გარე) დაბინძურების შეფასებით. საუკეთესო შემთხვევაში, მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ერთი სადგური მაინც, რაც გააადვილებს მონიტორინგის სხვა მეთოდების დანერგვასა და მონაცემთა ანალიზს.
გამოყენებადია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული ქვეყნებისთვის
თითოეულმა ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მისი ეროვნული პრიორიტეტები და მის ხელთ არსებული რესურსები, რათა შესაძლებელი იყო ჰაერის ხარისხის პრობლემის აღმოფხვრის საუკეთესო პრაქტიკის მიგნება. თითოეული მეთოდის შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი: დანახარჯი, ტექნიკური კომპლექსურობა, საბოლოო შედეგები და ა.შ.
ჰაერის დაბინძურების და ჯანმრთელობის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტების ცოდნის სინთეზით, ახალი ანგარიში „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოსახლეობაზე ზემოქმედების შეფასების მეთოდები“ აანალიზებს მონიტორინგის თითოეული მეთოდის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს. გარდა ამისა, ეს პუბლიკაცია ხაზს უსვამს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, როგორებიცაა მანქანური სწავლება და გეოსტატისტიკური მონაცემების გაერთიანების მეთოდები, რომელიც ჰაერის ხარისხის შეფასებებს და სიმულაციის მოდელირებას სტატისტიკურ მოდელში აერთიანებს. ეს ხაზგასმული მეთოდები გამოყენებადია ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლის მონიტორინგისა და ჰაერის დაბინძურების შემცირების პოლიტიკური კურსის პროგრესზე მეთვალყურეობისთვის.
ანგარიში ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის
პოლიტიკოსებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს ანგარიში მათი ქვეყნის ჰაერის ხარისხის საბაზისო დონეების შეფასებისთვის, ასევე ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მონაცემების მართვის გეგმების ჩამოსაყალიბებლად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებს შეუძლია გამოიყენოს ამ ანგარიშის შინაარსი ჰაერის დაბინძურების საზიანო გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
ამისდა მიუხედავად, მონიტორინგის არცერთ მეთოდს არ შეუძლია ქვეყნის ჰაერის ხარისხის პრობლემის მთლიანობაში ასახვა და მთავრობებმა, შეიძლება, ისურვონ გაზომვისა და მოდელირების სხვადასხვა მეთოდის შერჩევა ჰაერის ხარისხის პრობლემების მათ ქვეყანაში მოსაგვარებლად, პარალელურად კი დააბალანსონ მათი სახელმწიფო პრიორიტეტები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა. საბოლოო ჯამში, ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის შესამუშავებლად სიღრმისეული ცოდნა და მრავალი მეთოდის გამოცდა არის საჭირო.
*ეს პუბლიკაცია ან ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ნინი თოიძე
წყარო : Who.int
26 იანვარი 2024 წელი.