GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე არეალში ცხოვრება 25%-ით ზრდის პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს

Homepage შემეცნებითი ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე არეალში ცხოვრება 25%-ით ზრდის პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს
შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე არეალში ცხოვრება 25%-ით ზრდის პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს

აგვისტო 2, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1467 ნახვა
ნახვები : 676
  • აშშ-ში ახალი მასშტაბური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად პარკინსონის დაავადება პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან.
  • კვლევა 2009 წლიდან მიმდინარეობდა და მასში 22,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • მეცნიერებმა გამოიკვლიეს პაციენტების საცხოვრებელი ადგილები, იქ არსებული ჰაერის დაბინძურების დონე და აღმოაჩინეს, რომ რეგიონებში, სადაც PM2.5-ის ზეგავლენა უფრო მაღალია, პარკინსონის დაავადების განვითარების რისკები 25%-ით არის გაზრდილი.

 

კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, რომლებიც ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის 75-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოქვეყნდა, PM2.5 ნაწილაკების მაღალი დონის გავლენა შეიძლება ზრდიდეს პარკინსონის დაავადების განვითარების ალბათობას.

 

აშშ-ში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა Medicare-ის საკმაოდ დიდ მასალაზე აძლევს წვდომას მეცნიერებს. აღნიშნული კვლევა 2009 წლიდან  Medicare-ის დაფინანსებით ტარდებოდა და მასში 22,5 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 83 674 პიროვნებას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მკვლევრებს ამ ადამიანების საცხოვრებელზე  ჰქონდათ წვდომა, შესაბამისად, მარტივად გამოიკვლიეს, თუ რა დაბინძურების დონე იყო იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით ბევრ ადამიანს დაუდასტურა პარკინსონის დაავადება.

შემდეგ მკვლევრებმა ექსპერიმენტის მონაწილეები 4 ჯგუფად დაყვეს. დაყოფა კი შემდეგნაირად მოხდა: გამოვლინდა ჯგუფი, რომელშიც PM2.5 ნაწილაკების ზემოქმედება ყველაზე მაღალი იყო და 19 მიკროგრამ კვადრატულ მეტრზე წამოადგენდა, ასევე გამოვლინდა ჯგუფი, რომელშიც დაბინძურების დონე ყველაზე დაბალი იყო და  მიკრონაწილაკების კონცენტრაცია არ აღემატებოდა 5 მიკროგრამს კვადრატულ მეტრზე.

ჯგუფში, რომელიც დაბინძურების ყველაზე მაღალი დონის მქონე რეგიონებში ცხოვრობდა, პარკინსონის დაავადების 434 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ მე-100 000 პაციენტს ეს დიაგნოზი დაუსვეს. ყველაზე დაბალი დაბინძურების დონის რეგიონებში მცხოვრებ ადამინთა ჯგუფში კი პარკინსონის დაავადების მხოლოდ  359 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გააანალიზეს სხვა ფაქტორები, რომლებიც პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს ზრდის, მაგალითად: ასაკი, თამბაქოს მოხმარება, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და ა.შ., მათ დაასკვნეს, რომ პარკინსონის დაავადების განვითარებასა და მიკრონაწილაკების მავნე ზეგავლენას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამასთანავე ადამიანებს, რომლებიც ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურების მქონე რეგიონებში ცხოვრობენ, ანუ ყოველწლიურად მცირე ნაწილაკების გაცილებით დიდ ზეგავლენას განიცდიან, პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი 25%-ით გაზრდილი აქვთ, ვიდრე ჰაერის ყველაზე დაბალი დაბინძურების დონის მქონე რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.

კვლევის ავტორმა, ბრიტანი კჟიზანოვსკიმ, განაცხადა: „ჩვენ შევქმენით პარკინსონის დაავადების განვითარების საერთო ეროვნული რუკა, რომელიც ჰაერის დაბინძურების დონეებს დავუკავშირეთ. ვიმედოვნებთ, რომ ამით გავაღრმავებთ ცოდნას, თუ რა კავშირია ამ მძიმე დაავადებასა და ჰაერის დაბინძურებას შორის და მთავრობას ვუბიძგებთ, მიიღონ ზომები ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად“.

კვლევას აფინანსებდნენ ორგანიზაციები: აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ჯანსაღი გარემოს კვლევის ეროვნული ინსტიტუტი და პარკინსონის დაავადების კვლევის მაიკლ ჯ. ფოქსის სახელობის ფონდი.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

2 აგვისტო 2023 წელი.


წინა პოსტი
NSW ჰაერის ხარისხი საუკეთესოდ შეფასდა, როგორც საუკეთესო 30 წლის განმავლობაში
შემდეგი პოსტი
ჰოლანდიაში ველოსიპედისტები ჰაერის ხარისხს ზომავენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,