GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ქალებში დემენციით დაავადების რისკი გაზარდოს

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ქალებში დემენციით დაავადების რისკი გაზარდოს
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ქალებში დემენციით დაავადების რისკი გაზარდოს

იანვარი 15, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1023 ნახვა
ნახვები : 179

ამერიკის ნერვოლოგიის აკადემიის ახალი კვლევის საფუძველზე, არსებობს ეჭვი, რომ მაღალი ჰაერის დაბინძურების ადგილებში მცხოვრებ ასაკოვან ქალებში დემენციით დაავადების რისკი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.

მკვლევარებმა შეისწავლეს, საშუალოდ 78 წლის, 712 ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასა, დასაქმება, მწეველობა, ფიზიკური აქტივობა. ყველა ქალბატონმა გაიკეთა ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) კვლევის დასაწყისში და 5 წლის შემდეგ.

მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს ამ ქალბატონების საცხოვრებელი ადგილები ჰაერის დაბინძურების კუთხით (PM2.5), სადაც ისინი ცხოვრობდნენ პირველი მრტ-ს გაკეთებამდე 3 წლის მანძილზე.

ანალიზებზე დაყრდნობით, მრტ-ებს შორის 5 წლიან შუალედში,  პმ 2.5 ნაწილაკის ზეგავლენის შედეგად, ყოველი 3მკგ/მ3 ზრდა იწვევდა ტვინის შემცირების სწრაფ მატებას ასაკთან ერთად, რაც ალცჰეიმერით დაავადების შანსს 24%-ით ზრდის.

ალცჰეიმერით დაავადების შანსი იგივე რჩება ასაკის, განათლების, დასაქმების, გულსისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ფიზიკური დატვირთვისა და სხვა ფაქტორების გაუმჯობესების შემთხვევაშიც.

„ჩვენი კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ 70-90 წლამდე ქალბატონები, ვინც მაღალი ჰაერის დაბინძურების არეალში ცხოვრობენ, არიან ალცჰეიმერით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ.  ასევე, კვლევის თანახმად, იბადებაა ეჭვი, რომ ამ ტოქსინებმა შეიძლება დაშალოს ტვინის სტრუქტურა ან ტვინში არსებული  ნერვული უჯრედების ქსელი, რაც ხელს უწყობს კონკრეტული დაავადების პროგრესირებას.

ჩვენი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მაღალი ჰაერის დაბინძურების არეალში აღმოვაჩინეთ მავნე ნაწილაკების კავშირი ალცჰეიმერთან, არამედ იმ ადგილზეც სადაც ჰაერის დაბინძურება ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) უსაფრთხოების ნორმებში ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტი კვლევაა საჭირო,  მაინც აღვნიშნავ, რომ მომავალში მთავრობების მიერ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების სტანდარტების გამკაცრება,  ხელს შეუწყობს ალცჰეიმერის დაავადების რისკის შემცირებას ჩვენს ხანდაზმულ მოსახლეობაში. „ -ამბობს დიანა იუნანი, მოცემული კვლევის მთავარი ავტორი.

 

წყარო : https://airqualitynews.com/2020/11/19/air-pollution-may-increase-womens-risk-of-dementia/?fbclid=IwAR0QzmOXD_oxkoJrk4DCtpuRZDIg4sWSKyEyb0dIBSfI_rO2vU-2a9DaipM


წინა პოსტი
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს
შემდეგი პოსტი
ვენეციაში ტურიზმის კონტროლი იწყება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,