GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურებამ და სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრა: კვლევა

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებამ და სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრა: კვლევა
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებამ და სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრა: კვლევა

თებერვალი 22, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1000 ნახვა
ნახვები : 187
კუანგ ტიენის გენერალური საავადმყოფოს ექიმის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები  ჰაერის დაბინძურებისა და ზამთრის ცივი ამინდების გამო, ხშირად ვარდებიან კრუნჩხვებში.

კუანგ ტიენი ხუთი წელი ატარებდა კვლევებს და აკვირდებოდა ეპილეფსიურ კრუნჩხვების კორელაციასა და ისეთ ფაქტორებს როგორებიცაა: სეზონურობა, მეტეოროლოგიური პირობები და ჰაერის დაბინძურება.

თავის კვლევაში ჩიანგმა დაადგინა, რომ იანვარსა და თებერვალში ტაივანში ეპილეფსიური პაციენტების საავადმყოფოებში ვიზიტების რაოდენობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე სხვა თვეებში.

კვლევის მიხედვით, აღმოჩენილია,რომ თვეში საშუალო ვიზიტი ყოველდღიურად თანაფარდობაშია რამდენიმე ცვლადთან, მათ შორის ჰაერის დამაბინძურებლებთან, როგორიცაა:  მეთანი (CH4), აზოტის ოქსიდი (NO), ნახშირჟანგი (CO), აზოტის დიოქსიდი (NO2), PM2.5 და არამეტანის ნახშირწყალბადები (NMHC).

ჩიანგის აზრით, ზამთარში მაღალი ატმოსფერული წნევა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. როდესაც მონღოლეთიდან და ციმბირიდან კონტინენტური ცივი ჰაერის მასები ემთხვევა ეკვატორულ თბილ ჰაერს ტაივანში, მათ შეუძლიათ შექმნან უკიდურესად ნოტიო და მკვრივი ჰაერის მასები, რომლებიც უფრო მაღალ ზედაპირულ წნევას იწვევენ.

კვლევის თანახმად, ეპილეფსია შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ასევე შეძენილი, ბარომეტრული წნევის ცვლილებებმა შეიძლება ტვინის ნერვული სისტემის ზედმეტი სტიმულირება მოახდინოს,რაც ხელს უწყობს გულყრების მარტივად გამოწვევას.

ჩიანგი  პაციენტებს ურჩევს მეტი ყურადღება მიაქციონ ამინდის ცვლილებებს,თბილად იყვნენ, დაიცვან მსუბუქი დიეტა, რაციონიდან ამოიღონ ცხარე საკვები, სრულყოფილად გამოიძინონ და სწორად ივარჯიშონ იმუნიტეტის ასამაღლებლად,აგრეთვეთავი შეიკავონ ცივ დღეებში გარეთ გასვლისგან.

ეპილეფსია არის ნევროლოგიური აშლილობა ან დაავადება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. დაავადებას ახასიათებს არაპროგნოზირებადი ან ნაადრევი კრუნჩხვები, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის სხვა გართულებები გამოიწვიოს.

ჩიანგის კვლევა სახელწოდებით “ამინდის, ჰაერის დაბინძურების და სეზონურობის გავლენა ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს პაციენტთა ვიზიტებზე: პოპულაციაზე დაფუძნებული დროის რიგით გამოკვლევა”  13 დეკემბერს გამოქვეყნდა ამერიკულ რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალში “Epilepsy and Behavior. “
სტატიაზე იმუშავა : თეკა გრამატოპულო – სალომე აბუაშვილი

წინა პოსტი
იგეგმება მოპედზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება – გომელაური
შემდეგი პოსტი
რატომ არის მებაღეობა და საკუთარი ხელით საკვები პროდუქტების მოყვანა ეკოლოგიისთვის კარგი?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,