GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან

Homepage შემეცნებითი ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან

სექტემბერი 12, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
230 ნახვა
ნახვები : 34

ბარსელონას გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებამ ორსულობის დროს შესაძლოა გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე მის დაბადებამდე.

 

2018-2021 წლების პერიოდში მკვლევარები ბარსელონაში 1000-ზე მეტ ორსულ ქალს აკვირდებოდნენ. ყველა მონაწილე იმყოფებოდა ორსულობის ადრეულ სტადიაზე და ელოდა ბავშვს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გარეშე. თავის ტვინის დეტალური სკანირებით, ორსულობის უფრო გვიან სტადიაზე მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვილის ტვინი საშვილოსნოში.

კვლევა ფოკუსირებული იყო აზოტის დიოქსიდზე (NO₂), PM2.5-სა და შავ ნახშირბადზე, ამასთანავე გუნდი აკვირდებოდა ჰაერის დაბინძურების დონეს ორსულთა სახლებში, სამუშაო სივრცეებსა და მოგზაურობის ადგილებში. ეს ზემოქმედების დონე გამოითვლებოდა მონაწილეთა მობილურ ტელეფონებზე დაინსტალირებული გეოლოკაციის აპლიკაციის მეშვეობით.

სიღრმისეულად შესწავლილი 754 ორსულობიდან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დამაბინძურებლების მაღალი დონის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჩვილებს ტვინის განვითარებაში გარკვეული განსხვავებები აღენიშნებოდათ.  მათ ტვინის ზოგიერთ ნაწილში (მაგალითად, პარკუჭებსა და დიდ ცისტერნაში), ჰქონდათ უფრო ფართო სივრცეები და ცვლილებები ტვინის სტრუქტურებში, როგორიცაა ნათხემის ჭია, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობასა და კოორდინაციის განვითარებას.

შავი ნახშირბადი ასევე კავშირში იყო უფრო ნაკლებად ღრმა სილვიურ ნაპრალთან, ტვინის ნაოჭთან, რომელიც დიდ როლს ასრულებს მეტყველებასა და კომუნიკაციაში.

პაიამ დადვანდმა, ISGlobal-ის მკვლევარმა და კვლევის უფროსმა ავტორმა, განაცხადა: „ორსულობის შუა და გვიან პერიოდში ნაყოფის ტვინი შედის მისი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაში, რაც მას გარე ფაქტორების მიმართ, როგორიცაა გარემოს დაბინძურება,  განსაკუთრებით დაუცველს ხდის.“

თუმცა ტვინის ყველა უბანი არ დაზიანებულა. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ორსულობის შუა და გვიანი პერიოდი, ჰაერის დაბინძურების  თვალსაზრისით, შესაძლოა ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის  განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ტვინის სტრუქტურების ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ლაურა გომეს-ერერა, ISGlobal-ის მკვლევარი და კვლევის თანაავტორი, აღნიშნავს: „საქმე იმაშია, რომ ეს განსხვავებები თუმცა ინდივიდუალურ დონეზე მცირეა, მოსახლეობის პერსპექტივიდანაც მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაცნობენ, თუ როგორ მოქმედებს დაბინძურება ნაყოფის ტვინზე და მის დაუცველობაზე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით.“

კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ჯორდი სანიერი: „ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოჩენილი გვაქვს განსხვავებები იმ ნაყოფების ტვინში, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დაბინძურებულ გარემოში, იმ ნაყოფებთან შედარებით, რომლებიც უფრო ნაკლებად დაბინძურებული გარემოს ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. საჭიროა დამატებითი კვლევა იმის დასადგენად, შექცევადია თუ არა ეს ეფექტები დაბადების შემდეგ, გრძელდება თუ არა ისინი და აქვთ თუ არა მათ რაიმე გავლენა ნეიროგანვითარების გვიან სტადიებზე.“

სტატიაზე მუშაობდა: რუსა ციცქიშცილი

წყარო: AIR POLLUTION LINKED TO CHANGES IN BABIES’ BRAIN BEFORE BIRTH


წინა პოსტი
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შემდეგი პოსტი
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,