GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში პაციენტების რიცხვს ზრდის

Homepage შემეცნებითი ჰაერის დაბინძურება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში პაციენტების რიცხვს ზრდის
შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში პაციენტების რიცხვს ზრდის

დეკემბერი 12, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
653 ნახვა
ნახვები : 100
  • ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის გაზრდასა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებებში პაციენტების მატებას შორის უშუალო კავშირი დადასტურდა.
  • აღმოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების დონის ზრდასთან ერთად სასწრაფო დახმარების განყოფილებებში მიღებული პაციენტების რიცხვში დღეში 10-15%-ით იმატებდა.
  • დაბინძურებული ჰაერი ზრდის გზებზე ავტოსაგზაო ავარიების რიცხვს და სასუნთქი გზების პრობლემებს ასაკოვან პაციენტებში, რის შედეგადაც კლინიკებში მიმართვიანობა იზრდება.

16 ოქტომბერს გამართულ გადაუდებელი მედიცინის ევროპულ კონგრესზე წარმოადგინეს კვლევა, რომლის თანახმადაც ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება კლინიკებში პატიენტების მიმართვიანობას ზრდის. 

ეს ურთიერთკავშირი აქტუალური იყო მაშინაც კი, როდესაც დაბინძურების დონეები ჯანმო-ს რეკომენდირებული პარამეტრების ფარგლებს არ სცდებოდა.

მკვლევრებმა ფლორენციაში კარეჯის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელ განყოფილებაში 2019-2022 წლებში 307 279  ვიზიტის მასალა შეისწავლეს და შეადარეს PM2.5 და PM10 ნაწილაკების ყოველდღიურ დონე პაციენტების საცხოვრებელ ადგილებში.

აღმოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების დონის მომატებიტან რამდენიმე დღეში პოლიკლინიკაში პაციენტების ყოველდღიური მიმართვიანობა 10-15%-ით იმატებდა.

აგრეთვე იზრდებოდა ტრავმების მიღების შემთხვევებიც, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო პაციენტებში სუნთქვის გართულებისა და კანის პრობლემები.

ტრავმების მიღება უფრო ხშირი იყო ახალგაზრდებში, ხოლო 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ─ სუნთქვის გართულება. 

ეს კვლევა ფლორენციის უნივერსიტეტის და კარეჯის საუნივერსიტეტო პოლიკლინიკის საგანგებო მედიცინის ექიმ-რეზიდენტმა და ლონდონის დედოფალი მერის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ანდრეა როსეტომ წარადგინა.

დოქტორ როსეტომ ბრძანა: ,,ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით სასუნთქი გზებისა და ფილტვებისთვის, ეს ჩვენს ჯანდაცვით სერვისებზე იქონიებს გავლენას, თუმცა ჰაერის დაბინძურების დონის მატებასა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებში პაციენტების მიმართვიანობასთან კავშირის შესახებ არ ვიცოდით“.

,,ჩვენი პოლიკლინიკის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ძირითადად ავტო-საგზაო შემთხვევების მსხვერპლები მოგვმართავდნენ. ვინაიდან ტრანსპორტი ქალაქში ჰაერის დაბინძურებას ზრდის, შესაძლებელია, გზების გადატვირთულობა პირდაპირ დაკავშირებულია ავარიებში ტრავმების მიღებასთან და ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ სასუნთქი გზების მომატებულ პრობლემებთან. გადაუდებელი დახმარების მისაღებად მეტი პაციენტი მოგვმართავს სუნთქვის პრობლემებით იმ დროს, როდესაც ჩვენი ტრავმატოლოგიური განყოფილება ისედაც გადატვირთულია, რაც გაწეული პირველადი დახმარების დონის დაცემას იწვევს.”

,,თუ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა და საავადმყოფოებზე წნეყის შემცირება გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ემისიების მინიმუმამდე დასაყვანად და შევამციროთ ჰაერის დაბინძურება” ─ დოქტორი ბარბარა ბაქუსი.

სტატიაზე მუშაობდნენ: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Airqualitynews.com

12 დეკემბერი, 2024

 


წინა პოსტი
2023 წელს მდინარეებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
შემდეგი პოსტი
სამჯერ მეტი განახლებადი ენერგია 2030 წლისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,