GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰაერის დაბინძურება დელიში მაღალი რჩება მიუხედავად ძალისხმევისა

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება დელიში მაღალი რჩება მიუხედავად ძალისხმევისა
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება დელიში მაღალი რჩება მიუხედავად ძალისხმევისა

აპრილი 22, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
610 ნახვა
ნახვები : 120
  • ნოემბერსა და დეკემბერში, გარკვეული მიზეზების გამო, ჰაერის დაბინძურების უფრო მაღალი დონე დაფიქსირდა
  • სპეციალისტები ამბობენ, რომ, საერთო ჯამში, წელს დელიში მაინც უფრო სუფთა ზამთარი იყო

 

ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით დელიში დაფიქსირდა ჰაერის “მკაცრი” ხარისხის 19 დღე ჰაერის ხარისხის ინდექსის (AQI) მიხედვით.

ჰაერის მაღალი დაბინძურების პერიოდის შემდეგ, 2021 წლის ბოლოს მთავრობამ შემოიღო გარკვეული ზომები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და სკოლებიც კი დახურა კონტაქტის მინიმუმამდე დასაყვანად.

მიუხედავად ამისა, ამ ზამთარში ჰაერის დაბინძურების სურათი იგივეა, რაც წინა ორი წლის განმავლობაში, როდესაც ასევე ჰაერის „მკაცრი“ ხარისხის 19 დღე დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის იანვარსა და ოქტომბერში ჰაერის უკეთესი ხარისხი დაფიქსირდა წინა წლებთან შედარებით. ნოემბერში, როდესაც „დივალს“ ზეიმობდნენ და როდესაც მინდვრის წვის (მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ბალახის დაწვა) წვლილი ნაწილაკების (PM2.5) გამოყოფაში გაიზარდა. დედაქალაქში წელს უარესი ჰაერი დაფიქსირდა, ვიდრე ადრე.

ბოლო სამი დღის განმავლობაში AQI (ჰაერის ხარისხის ინდექსი) დარჩა “ზომიერ” კატეგორიაში. ექსპერტების აზრით, ამას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

მეცნიერებისა და გარემოს ცენტრის კვლევისა და ადვოკატირების აღმასრულებელმა დირექტორმა ანუმიტა როიჩოვდჰურმა „Indian Express“-ს განუცხადა: „ოქტომბერში ხანგრძლივი წვიმები იყო, როცა იანვარში ასევე ნალექის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუ გავითვალისწინებთ იანვარსა და ოქტომბერს, ზამთრის საერთო დაბინძურების თვალსაზრისით, წელს ვიხილავთ დღეებს უფრო სუფთა ჰაერით.

„მაგრამ ჩვენ წელს, ნოემბერში ჩავწერეთ სმოგის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდი უწყვეტი „მკაცრი“ ჰაერის დღეებით. დეკემბრის ბოლოს, მაშინაც კი, როდესაც მინდვრები აღარ იწვებოდა, დელიში იყო ჰაერის “მკაცრი” დაბინძურება. ეს აჩვენებს ადგილობრივი დაბინძურების გავლენას დელისა და NCR-ში (ეროვნული დედაქალაქის რეგიონი). ის ფაქტი, რომ ჰაერის ხარისხის ასეთი მაჩვენებელი შეიძლება დაფიქსირდეს ნოემბერსა და დეკემბერში, მიუთითებს რეგიონის მაღალ დაბინძურებაზე.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ანა კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ბრიტანელების 70% ფიქრობს, რომ ელექტრონული ველოსიპედი ხელს შეუწყობს გამონაბოლქვის შემცირებას უფრო სწრაფად, ვიდრე ელექტრომობილები
შემდეგი პოსტი
სოფლის ჰაერის დაბინძურება შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს, როგორიც ურბანული

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,