GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება და COVID-19-ის გავრცელება.

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება და COVID-19-ის გავრცელება.
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება და COVID-19-ის გავრცელება.

ოქტომბერი 27, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1347 ნახვა
ნახვები : 273

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ჰაერის დაბინძურება ზემოქმედებს COVID-19-ის გავრცელებაზე, დაავადებულთა მდგომარეობასა და რიგ შემთხვევებში, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაზე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეადარეს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ჰაერის შემადგენლობისა და COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკური მაჩვენებლები.

კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ რომ ჰაერში მყარი  ნაწილაკების ოდნავი შემცირებაც კი  სიკვდილიანობის მაჩვენებელს 3%-დან 5%-მდე ამცირებდა, ასევე 2%-ით მცირდებოდა ახლად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც.

მკვლევარებმა გამოიყენეს იმ მობილური აპლიკაციებიდან მიღებული მონაცემები, რომელიც სოციალური დისტანცირების პოლიტიკისთვის შემუშავდა. მონაცემებით გამოვლინდა, რომ 22 იანვირდან 15 აგვისტომდე, მაშინ როდესაც ჰაერის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ნაკლებად დაფიქსირდა COVID-19-ის  დადასტურებული შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფს COVID-19-ის პანდემიამ განსაკუთრებულად დიდი ზიანი მიაყენა. როგორც ცნობილია, ეს ჯგუფები, ცხოვრობენ იმ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი უფრო მაღალია.

მკვლევარები გვთავაზობენ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად შეამცირებს COVID-19-ის გავრცელებას.

  • სასურველია შემცირდეს მოსახლეობის მობილობა და გაგრძელდეს დისტანციური სწავლა, მუშაობა, რაც შესამჩნევად შეამცირებს გამონაბოლქვის რაოდენობას;
  • სასურველია ადგილობრივმა მთავრობებმა სხვადასხვა რეგულაციების დახმარებით შეამცირონ გამონაბოლქვის მაჩვენებელი;
  • სასურველია შეიცვალოს ავტოპარკი და ქვეყნები გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებაზე.

და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ აღარ გვაქვს შესაძლებლობა შევცვალოთ წარსულში დაბინძურებული გარემო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, შევცვალოთ როგორც დღეს არსებული მდგომარეობა,  ასევე მომავალი.

 

თარგმნა : თეკა გრამატოპულო

რედაქტირება : ანა ქურდაძე

წყარო : https://www.weforum.org

 


წინა პოსტი
როგორ აბინძურებს ტრანსპორტი ჰაერს .
შემდეგი პოსტი
იაპონია გეგმავს „მთვარის ყინული“ გამოიყენოს საწვავად კოსმოსური კვლევის მიზნებისთვის .

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,