GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

გუბერნატორმა რონ დესანტისმა ფლორიდაში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად 481 მილიონი დოლარი გასცა

Homepage მსოფლიო გუბერნატორმა რონ დესანტისმა ფლორიდაში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად 481 მილიონი დოლარი გასცა
მსოფლიო

გუბერნატორმა რონ დესანტისმა ფლორიდაში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად 481 მილიონი დოლარი გასცა

იანვარი 21, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
685 ნახვა
ნახვები : 45
  • ფლორიდის გუბერნატორმა 103 სხვადასხვა პროექტი დააფინანსა ჯამში 481 მილიონი დოლარით, ყველა მათგანი ფლორიდაში წყლის ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
  • ფლორიდის ეკონომიკა სწორედ წყლის რესურსზე არის დამოკიდებული, ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ გარემოს დაცვა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს“, – აცხადებს გუბერნატორი რონ დესანტისი.
  • დაფინანსება სამი ძირითადი საგრანტო მიმართულებით გაიცა – ჩამდინარე წყლების პროგრამა, ფლორიდის წყაროების დაცვის პროგრამა, მცირე დასახლებების ჩამდინარე წყლის მართვის პროგრამა.

 

ფლორიდის გუბერნატორმა 103 სხვადასხვა პროექტი დააფინანსა ჯამში 481 მილიონი დოლარით, ყველა მათგანი ფლორიდაში წყლის ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

,,პროექტების შედეგად ინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ხარისხს ჩვენს შტატში. ფლორიდის ეკონომიკა სწორედ წყლის რესურსზე არის დამოკიდებული, ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ გარემოს დაცვა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს. ბუნებრივი რესურსების ქონა და შენარჩუნება დიდი პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს რონ დესანტისი, ფლორიდის გუბერნატორი.

დაფინანსება სამი ძირითადი საგრანტო მიმართულებით გაიცა – ჩამდინარე წყლების პროგრამა, ფლორიდის წყაროების დაცვის პროგრამა, მცირე დასახლებების ჩამდინარე წყლის მართვის პროგრამა.

394 მილიონი დოლარი ჩამდინარე წყლების პროგრამის ფარგლებში გაიცა, ძირითადი აქცენტი ისეთ წამოწყებებს ენიჭებოდა, რომლებიც მიკროორგანიზმებით, განსაკუთრებით მავნე ბაქტერიებით, დაბინძურებული საკანალიზაციო წყლების მართვას ეხებოდა. ამ მიმართულებით აპლიკანტები ფედერალური ფონდიდან დაფინანსდნენ.

67 მილიონი დოლარი ფლორიდის შტატის მასშტაბით არსებული წყაროების დასაცავ პროგრამებს დაეთმო. ამ მიმართულებით განიხილებოდა მიწის შესყიდვისა და დაცვის საკითხიც, ასევე ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამ მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხიდან 50 მილიონი დოლარი შტატის ფონდიდან გაიცა, 17 მილიონი დოლარი კი – ფედერალურიდან.

20 მილიონი დოლარი მცირე დასახლებების ჩამდინარე წყლის მართვის პროგრამის ფარგლებში გამოიყო, რომელიც სასოფლო ტერიტორიებზე მცხოვრები ფინანსური სახსრების არმქონე დასახლებებითვის წყლის სისტემების გასაუმჯობესებლად გაიცა. პროექტები სრულად დაფინანსდა ფედერალური ფონდიდან.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : miami.cbslocal.com


წინა პოსტი
დიდი მლაშე ტბიდან „გუბემდე“: კლიმატური კრიზისი და წყლის ჟონვა საკულტო ადგილს აზიანებს
შემდეგი პოსტი
COP26-ის დროს NO2-ის რაოდენობამ 30%-ით მოიმატა

1 reply added

  1. Binance推荐代码 ოქტომბერი 27, 2026 პასუხი

    Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,