GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

დიდი მლაშე ტბიდან „გუბემდე“: კლიმატური კრიზისი და წყლის ჟონვა საკულტო ადგილს აზიანებს

Homepage მსოფლიო დიდი მლაშე ტბიდან „გუბემდე“: კლიმატური კრიზისი და წყლის ჟონვა საკულტო ადგილს აზიანებს
მსოფლიო

დიდი მლაშე ტბიდან „გუბემდე“: კლიმატური კრიზისი და წყლის ჟონვა საკულტო ადგილს აზიანებს

იანვარი 21, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
701 ნახვა
ნახვები : 164
  • ივლისში, იუტას საკულტო ადგილის, დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად დაეცა.
  • კლიმატის კრიზისისა და ადამიანის მიერ წყლის მოხმარებამ დიდი მლაშე ტბის მოცულობა იმდენად შეამცირა, რომ The Salt Lake Tribune-მა და AccuWeather-მა ორშაბათს გამოაცხადეს მათი რუკებს განახლების თაობაზე, რათა წარმოაჩინონ რეალურად, თუ რამდენად შეიცვალა ტბა.
  • „ჯანმრთელობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის თვალსაზრისით დიდი მლაშე ტბა არის ეროვნული საგანძური და ასე უნდა დარჩეს. ეს არ არის მხოლოდ დიდი მლაშე ტბა, ეს არის კოლორადოს მდინარის აუზი, ეს არის მთელი ჩვენი ტბებისა და ნაკადულების [წყლის] ტევადობა შტატში.“ თქვა იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა
  • ტბის დაშრობა მაგალითია იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატის ცვლილებამ და გვალვამ წყლის სისტემებზე.
  • Salt Lake Tribune-მა განაცხადა, რომ დიდ მლაშე ტბის სიმაღლე ზღვის დონიდან 4190,6 ფუტამდე დავიდა, ჩვეულებრივზე დაახლოებით 10 ფუტით დაბლია. აღსანიშნია, რომ ტბა მხოლოდ 7,7 მილიონი ჰექტარი ფუტის წყალს მოიცავს, რაც ისტორიული საშუალო მონაცემების დაახლოებით ნახევარია.

 

ივლისში, იუტას საკულტო ადგილის, დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად დაეცა. თუმცა, ეს ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა. კლიმატის კრიზისმა და ადამიანის მიერ წყლის მოხმარებამ ტბის მოცულობა იმდენად შეამცირა, რომ The Salt Lake Tribune-მა და AccuWeather-მა ორშაბათს გამოაცხადეს მათი რუკებს განახლების თაობაზე, რათა რეალურად წარმოაჩინონ, თუ რამდენად შეიცვალა ტბა.

„დიდი მლაშე ტბის საზღვრების ხელახალი განსაზღვრის აუცილებლობა არის გასაოცარი შეხსენება წყლის რეკორდულად დაბალი დონის ღრმა ზემოქმედების თაობაზე; მითითება დიდი მლაშე ტბის დელიკატურ და რთულ ეკოლოგიაზე და მის ფართო მნიშვნელობაზე იუტას მკვიდრი ხალხისა და ეკონომიკისთვის.“ – განუცხადა AccuWeather-ის მთავარმა მეტეოროლოგმა ჯონათან პორტერმა (Jonathan Porter) The Salt Lake Tribune-ს. „AccuWeather ცდილობს ზუსტად ასახოს ტბის საზღვრები, რათა ხაზი გაუსვას კლიმატის ცვლილების გავლენას ჩვენს ცვალებად სამყაროზე.“

ისტორიულად დიდი მლაშე ტბის ზედაპირი ზღვის დონიდან 4200 ფუტის სიმაღლეზეა, რაც მანამდე რუკებზე იყო ასახული. მოცემული გარემო ხელსაყრელი ადგილია ტბისა და იქ მცხოვრები არსებების ჯანმრთელობისთვის.

ახლა უკვე ტბა „თავისი ყოფილი მე-ს გუბედ“ იქცა; როგორც Salt Lake Tribune-მა განაცხადა, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4190,6 ფუტამდე დავიდა, ჩვეულებრივზე დაახლოებით 10 ფუტით დაბლა. აღსანიშნია, რომ ტბა მხოლოდ 7,7 მილიონი ჰექტარი ფუტის წყალს მოიცავს, რაც ისტორიული საშუალო მონაცემების დაახლოებით ნახევარია.

ეს რეალური პრობლემაა, რადგან ტბის ეკოსისტემას დიდი სარგებელი მოაქვს როგორც ცხოველებისა და ადამიანებისთვის, ასევე იუტას ეკონომიკისთვის. Yahoo News-ის ცნობით, ტბის სანაპიროზე არტემიები (კრევეტების სახეობა) ბინადრობენ, რაც უმეტესად გადამფრენი ფრინველების საკვებს წარმოადგენს. ტბის მოცულობის შემცირება რისკის ქვეშ აყენებს როგორც კრევეტებს, ასევე იმ ცხოველებს, რომელთათვისაც ეს უკანასკნელი საკვებს წარმოადგენს. რეალურად, ტბის მიმდებარე ჭაობები ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბიტატია გადამფრენი ფრინველებისთვის, სადაც დაახლოებით 250 სახეობის ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს, წერს მიმომხილველი რობერტ გერკე (Robert Gehrke) The Salt Lake Tribune-ისთვის.

წყლის შრობის პროცესი ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. ტბის მშრალი, შიშველი ფსკერი მტვრის ქარიშხლის უმთავრესი მაპროვოცირებელი ელემენტია. წყლის დონის კლება გემებისთვისაც არასახარბიელოა, ვინაიდან ნავსადგურები გამოუსადეგარი ხდება, რაც პრობლემას წარმოადგენს დასვენებისა თუ სხვა ინდუსტრიებისთვის.

დასასრულს, ტბა ხელს უწყობს თოვლის ქარიშხლების წარმოქმნას, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის წარმოქმნას უწყობს ხელს, აღნიშნა Yahoo News-მა.

„ჯანმრთელობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის თვალსაზრისით დიდი მლაშე ტბა არის ეროვნული საგანძური და ასე უნდა დარჩეს. ეს არ არის მხოლოდ დიდი მლაშე ტბა, ეს არის კოლორადოს მდინარის აუზი, ეს არის მთელი ჩვენი ტბებისა და ნაკადულების [წყლის] ტევადობა შტატში.“ თქვა იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა (Spencer Cox) ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე, რომლის თაობაზეც Salt Lake Tribune-ი იტყობინება. „ეს  ყოვლისმომცველი საკითხია.“

ტბის დონის კლება ნაწილობრივ წყლის მართვის პრობლემებით არის გამოწვეული. ფაქტობრივად, როგორც გერკემ შენიშნა, კვლევებზე დაყრდნობით, ტბა 11 ფუტით მაღალი იქნებოდა, რომ არა ზედა დინების წყლის გამოყენება საცხოვრებელი თუ სამეურნეო მიზნებისთვის. ამჟამად, იუტა  წყლის რესურსს „სასარგებლო გამოყენების“ საფუძველზე  ანაწილებს, რაც გულისხმობს იმას, რომ უფლებამოსილმა პირმა ის სასოფლო-სამეურნეო ან ეკონომიკური მიზნით უნდა გამოიყენოს. ასევე, გერკე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს წყლის შენარჩუნებას.

„თუკი ტბის კონსერვაციას პრიორიტეტად ვაქცევთ, ან თუნდაც სოფლის მეურნეობას გავუტოლეთ, დამცავ ორგანიზაციებს და მთავრობებს შეეძლებათ ტბის წყლის უფლებების გამოყოფა დაიწყონ“ – წერს ის.

ტბის დაშრობა მაგალითია იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატის ცვლილებამ და გვალვამ წყლის სისტემებზე.

„კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვისწავლეთ, რომ ფუნდამენტურად ვცვლით წყალს მოპოვების ადგილს ადა რაოდენობას. ქარიშხლების ინტენსივობა, ნალექი, გვალვები და წყალდიდობის მძიმე გავლენა. ამასთანავე წყლის რესურსისადმი გაზრდილი მოთხოვნა სასოფლო-მეურნეობისა და ჩვენი ბუნებრივი მცენარეულობის მხრიდან“, -განაცხადა კლიმატოლოგმა პიტერ გლიკმა Yahoo News-თან ინტერვიუში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ფუტკრებისთვის საზიანო პესტიციდი ამერიკაში ისევ ლეგალურია
შემდეგი პოსტი
გუბერნატორმა რონ დესანტისმა ფლორიდაში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად 481 მილიონი დოლარი გასცა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,