GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა (LEZ) მომავალ წელს ყველა ავტომობილს მოიცავს

Homepage მსოფლიო გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა (LEZ) მომავალ წელს ყველა ავტომობილს მოიცავს
მსოფლიო

გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა (LEZ) მომავალ წელს ყველა ავტომობილს მოიცავს

ივლისი 3, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
164 ნახვა

·      გლაზგოს ცენტრში მავნე აზოტის დიოქსიდის მთავარი წყარო საგზაო მოძრაობაა

·      გლაზგოს ცენტრიდან ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ტრანსპორტის შეზღუდვის სურვილი სწორია, რათა შემცირდეს ჰაერის დაბინძურებისგან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი

·      ყველა მანქანა, რომელიც დაბალი ემისიის ზონაში (LEZ) შემოვა, ვალდებული იქნება, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად ემისიის შედარებით გაუმჯობესებული სტანდარტები დააკმაყოფილოს

 

გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა (LEZ) მომდევნო წლის ივნისიდან მოიცავს ყველა ავტომობილს, რომელიც იმოძრავებს ქალაქის ცენტრში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს დაბალი ემისიის ზონის სქემის დადებითი გავლენა ჯანმრთელობასა და გარემოზე.

ქალაქის ცენტრში მავნე აზოტის დიოქსიდის მთავარი წყარო საგზაო მოძრაობაა. გლაზგოს საქალაქო საბჭოს მიხედვით დაბალი ემისიის ზონები ძირითადი საზომია ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად და კლიმატის ცვლილების ასაცილებლად მდგრადი ტრანსპორტის მხარდაჭერით.

გლაზგოს დაბალი ემისიის ზონის პირველი ფაზა წარადგინეს 2018 წელს, მეორე 2022 წლის მაისში განხორციელდება და 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. კანონის აღსრულება ამავე ზონაში მცხოვრებთა სატრანსპორტო საშუალებებზე 2024 წლის 1 ივნისიდან დაიწყება.

ანა რიჩარდსონმა, ქალაქის მდგრადობისა და ნახშირორჟანგის შემცირების სამსახურის რწმუნებულმა, განაცხადა: „გლაზგოს ჰაერის ხარისხის მდგომარეობა აქტუალურია იმიტომ, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ჰაერის დაბინძურება ქრონიკულად მაღალ დონეზეა. ჩვენი ქალაქის ცენტრიდან ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ტრანსპორტის შეზღუდვის სურვილი სწორია, რათა შევამციროთ ჰაერის დაბინძურებისგან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი; იქნება ეს გავლენა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, ასთმაზე, ასევე ნაკლებად თვალსაჩინო ჯანმრთელობის პრობლემებზე, როგორიცაა: დემენცია, დიაბეტი თუ სიმსივნეები. ჰაერის დაბინძურება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საბჭომ გლაზგოს დაბალი ემისიის ზონის (LEZ) მეორე ფაზის საბოლოო სქემა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ყველა მანქანა, რომელიც ამ ზონაში შემოვა, ვალდებული იქნება, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად ემისიის შედარებით გაუმჯობესებული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

მომავალი ივნისის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ ცნობიერების ამაღლებას გლაზგოს დაბალი ემისიის ზონასთან დაკავშირებით და გვექნება კავშირი ჰაერის დაბინძურების შედეგად დაზარალებულებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ემისიის სტანდარტებთან შესაბამისობას.

ჩვენ ასევე განვაგრძობთ პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც გაამარტივებს დაბალი ემისიის ზონასთან (LEZ) შესაბამისობას, ასევე ხელს შეუწყობს აქტიური და მდგრადი გადაადგილების უფრო მაღალ დონესა და შეამცირებს კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

 

ნახვები : 32 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების შედეგად მიღებული 6 სიმპტომი
შემდეგი პოსტი
Airbus ნულოვანი ემისიით ფრენის გეგმის ფარგლებში წყალბადის ძრავიან A380-ს გამოცდის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,