GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გერმანიასა და ნიდერლანდებში 350 ტონა საშიში პიროტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს

Homepage მსოფლიო გერმანიასა და ნიდერლანდებში 350 ტონა საშიში პიროტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს
მსოფლიო

გერმანიასა და ნიდერლანდებში 350 ტონა საშიში პიროტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს

დეკემბერი 23, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
606 ნახვა
ნახვები : 92
  • გერმანიის, ჰოლანდიისა და ევროპოლის ერთობლივი გამოძიების შედეგად ლიკვიდირებულია ფოიერვერკებით უკანონოდ მოვაჭრეთა დიდი ქსელი
  • სამართალდამცავებმა რეიდების დროს სახლების სარდაფებში, კომერციული ფართების ფარდულებში დამალული 25 მილიონი ევროს ღირებულების 350 ტონა მაღალფეთქებადი პიროტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს
  • გერმანიასა და ჰოლანდიაში 11 პირია დაკავაბეული, რომლებსაც ფოიერვერკები ჩინეთიდან უკანონოდ შემოჰქონდათ
  • ევროპოლი ბოლო ხანებში ხშირად აფიქსირებს, რომ კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთზე თავდასხმებისას და ძარცვის დროს მაღალფეთქებად პიროტექნიკას იყენებენ

 

აღმოაჩინეს დიდი ზომის მაღალფეთქებადი ფოერვერკები სარდაფებსა და ფარდულებში, რომლებიც აუცილებელ უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებენ

გერმანიის რეგიონალურმა (Landespolizei Osnabrück) და ჰოლანდიის ეროვნულმა პოლიციამ (Politie), ამსტერდამის პროკურატურისა (Functioneel Parket) და ევროპოლის (Europol) დახმარებით ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს და მოახდინეს კრიმინალური ქსელის ლიკვიდაცია, რომელიც ფოიერვერკებით არალეგალურად ვაჭრობდა. ეჭვმიტანილები დიდი ზომის მაღალფეთქებად პიროტექნიკას დაუცველ ადგილებში ინახავდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ორწლიანი გამოძიების შედეგად გამოვლინდა ჰოლანდიური კრიმინალური ქსელი, რომელიც სახიფათო პიროტექნიკით ვაჭრობდა. გამოძიება 2020 წელს სპეცოპერაცია Enchocrat-ის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ჰოლანდიის და გერმანიის მთავრობების ერთობლივი გამოძიების შედეგად დადგინდა მარშრუტები, რომლებითაც მაღალფეთქებადი ფოიერვერკებოს უკანონო ექსპორტი ხორციელდებოდა. საშიში პიროტექნიკა ჩინეთიდან გერმანიასა და ჰოლანდიაში რამდენიმე ქვეყნის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის შედეგად შემოჰქონდათ.

პოლიცია უფრო და უფრო ხშირად აფიქსირებს, რომ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები მაღალფეთქებად და სახიფათო ფოიერვერკებს სხვა კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლებზე თავდასხმებისთვის იყენებენ.  გერმანიაში ბანკომატების ძარცვისას ასევე ხშირად იყენებენ პიროტექნიკას.

პიროტექნიკას უკანონოდ ინახავენ დასახლებულ უბნებში

ოქტომბერში გერმანიისა და ჰოლანდიის სამართალდამცავებმა ჯამში 11 ეჭვმიტანილი დააკავეს. კრიმინალების სამი ხელმძღვანელი ჰოლანდიაში 17 ოქტომბერს დააპატიმრეს. დანარჩენი რვა პირი ჩართული იყო ლოგისტიკურ საქმიანობაში: ფოიერვერკების გადაზიდვაში, შენახვასა და მყიდველებთან კონტაქტების დამყარებაში.

ივნისში გერმანიისა და ნიდერლანდების სამართალდამცავებმა რამდენიმე ეჭვმიტანილის სახლები, კომერციულ ფართები და სარდაფები გაჩხრიკეს. გერმანელმა პოლიციელებმა 7 ობიექტზე – სარდაფებში, ფარდულებში, კომერციულ ფართებსა და კონტეინერებში უკანონო ფოიერვერკები იპოვეს. ეს ობიექტები ფეთქებადი და საშიში ნივთების შენახვის ადგილებისთვის დადგენილ ნორმებს საერთოდ არ აკმაყოფილებდნენ.

ჯამში კრიმინალურ დაჯგუფებას 25 მილიონი ევროს ღირებულების 350 ტონა უკანონო მაღალფეთქებადი ფოიერვერკი ჩამოარჩვეს. პოლიციამ ნაღდი ფულის მარაგებიც აღმოაჩინა. უკანონო ფოიერვერკებით მოვაჭრე კრიმინალური ქსელის საქმიანობის გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება და მოსალოდნელია მეტი დაპატიმრებები. გამოძიების დასრულებისთანავე ფოიერვერკებს გაანადგურებენ.

ევროპოლმა ამ პრიორიტეტული გამოძიების მხარდასაჭერად ოპერატიული სპეც-ჯგუფი შექმნა. გამოძიებისას ევროპოლი ასევე მართავდა ოპერატიულ საქმიანობას, ხელს უწყობდა ინფორმაციის გაცვლას და ახორციელებდა ანალიტიკურ მხარდაჭერას.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : www.europol.europa.eu

23 დეკემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ფოიერვერკი მავნებელ ტოქსინებს შეიცავს
შემდეგი პოსტი
ფოიერვერკების გავლენა გარემოზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან

Welcome back,