GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გერმანიამ 2023 წელს განახლებადი ენერგიის 55%-იან მაჩვენებელს მიაღწია

Homepage მსოფლიო გერმანიამ 2023 წელს განახლებადი ენერგიის 55%-იან მაჩვენებელს მიაღწია
მსოფლიო

გერმანიამ 2023 წელს განახლებადი ენერგიის 55%-იან მაჩვენებელს მიაღწია

ივნისი 21, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
774 ნახვა
ნახვები : 62
  • 2023 წელს გერმანიაში ელექტროენერგიის 55 % განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული, რაც გასულ წელთან შედარებით 6,6%-იან ზრდას წარმოადგენს.

  • გერმანიაში განახლებადი ენერგიის 31,1% მიიღება ქარისგან, 12,1% – მზისა და ბიომასისგან, ხოლო 3,4% – ჰიდროელექტრული ძალისა და სხვა განახლებადი წყაროებისგან.

  • ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის – გერმანიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 80% „მწვანე ენერგია“ იყოს.

2023 წელს გერმანიის ენერგიის 55 % განახლებად წყაროს ეკუთვნოდა. ეს კი გასულ წელთან შედარებით 6,6%-იან ზრდას წარმოადგენს, – გვატყობინებს ენერგიის რეგულაციის ორგანოს წარმომადგენელი.

ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის – გერმანიის მიზანია 80% მწვანე ენერგიის მიღწევა 2030 წლისთვის. ქვეყანას სურს ნახშირის გამოყენების მკვეთრად შემცირება. უკვე აღარ ეყრდნობა ატომურ ენერგიას და მომავალში აპირებს გაზის გამოყენებას ენერგიის მომარაგების რეზერვად.

„ჩვენ პირველად გადავკვეთეთ განახლებადი ენერგიის 50%-იანი მაჩვენებელი“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა, გერმანიის კანცლერის მოადგილემ, ეკონომიკური ურთიერთობებისა და კლიმატური მოქმედების ფედერალურმა მინისტრმა.

გერმანიაში განახლებადი ენერგიის 31,1% მიიღება ქარისგან, 12,1% – მზისა და ბიომასისგან, ხოლო 3,4% – ჰიდროელექტრული ძალისა და სხვა განახლებადი წყაროებისგან.

„ქარის ელექტროსადგურებზე ყველაზე დიდი წილი მოდის“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის ზრდა 2023 წელს გამოწვეული იყო ამინდითა და შესაძლებლობების ზრდით (Reuters-ის მიხედვით).

ენერგეტიკულ ხაზებს მეთვალყურეობს ენერგიის რეგულატორები. მათ მომხმარებლები აფინანსებენ. საჭიროა განგრძობითად გადასვლა ცენტრალიზებული წიაღისეული საწვავების ექსპლუატაციიდან მილიონობით უფრო მომცრო დეცენტრალიზებულ მომწოდებელზე, რომელთა დიდი ნაწილის წყარო მზე და ქარია, – იტყობინება Reuters.

გასულ წელს გერმანიის საჯარო კავშირებიდან ენერგიის მიწოდების საერთო რიცხვი შემცირდა 5,3%-ით, რაც მიანიშნებს წიაღისეულ საწვავებზე შემცირებულ მოთხოვნას განახლებადი ენერგიის წყაროების სასარგებლოდ.

ამ ქვეყნის ეკონომიკა გრძნობს გავლენებს რუსეთ-უკრაინის ომიდან, ენერგეტიკული იმპორტის შემცირებისა და შედეგობრივი ფასის ზრდიდან, რომელიც 2022 წელს მოჰყვა, -(გვამცნობს Reuters).

„შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილია ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი უფრო ეკონომიკური, ვიდრე მომარაგებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის. ქსელის შესაძლებლობასა და სტაბილურობას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს სავაჭრო მიმოქცევაში. ევროპული ელექტროენერგიის შიდა ბაზარი ხელს უწყობს ელექტრომომარაგების დაბალ ფასებს და ნახშირბადის დაბალ ემისიებს“.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, მარიამ ტვილდიანი

წყარო: Ecowatch.com

21 ივნისი 2024 წელი


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება და შრომისუნარიანობა
შემდეგი პოსტი
მწვანე პოლუსი აჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,