GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

გარემოსდამცველები მდინარე კოლორადოს დაშრობისაგან გადასარჩენად მოქმედებისკენ მოგვიწოდებენ

Homepage მსოფლიო გარემოსდამცველები მდინარე კოლორადოს დაშრობისაგან გადასარჩენად მოქმედებისკენ მოგვიწოდებენ
მსოფლიო

გარემოსდამცველები მდინარე კოლორადოს დაშრობისაგან გადასარჩენად მოქმედებისკენ მოგვიწოდებენ

სექტემბერი 20, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
114 ნახვა
  • გლენ კანიონის კაშხლის გაუმართავობა შეიძლება გახდეს კოლორადოს მდინარის შენაკადების დაშრობის წინაპირობა, იუწყება ანგარიში
  • ტბა პაუელის დონე რეკორდული სისწრაფით იკლებს, რაც გამოიწვევს ჰიდროენერგიის გამომუშავების შეწყვეტას
  • ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ფედერალურ მთავრობას, რომ დააფინანსოს კაშხლის რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რათა „თავიდან აიცილოს წყლის მიწოდების კრიზისი“

 

იუტას მდინარეების საბჭოს, გლენ კანიონის ინსტიტუტისა და დიდი წყლის აუზის ქსელის უახლესი ანგარიში მთავრობას მოუწოდებს მოქმედებისაკენ, რათა  შეაკეთონ გლენ კანიონის კაშხლის გაყვანილობა. ანგარიშის თანახმად, უმოქმედობა შესაძლოა გახდეს  კოლორადოს მდინარის ნაწილების, კერძოდ კი,  შენაკადების დაშრობის წინაპირობა, რომელიც გადის გრანდ კანიონზე.

გლენ კანიონის კაშხალი მდებარეობს კოლორადოს მდინარის გასწვრივ და გრანდ კანიონის ზემოთ. 50 წლის კაშხალი, ასევე, პასუხისმგებელია ტბა პაუელის შექმნაზე, რომლის წყლის დონემაც ცოტა ხნის წინ რეკორდულად დაიკლო და 46 ფუტიღა აშორებს ჰიდროენერგიის წარმოების შეწყვეტისგან. წყლის მინიმალური დონეა 3.490 ფუტი, ტბა კი ახლა ზღვის დონიდან 3.536 ფუტზეა, რაც მისი სიმძლავრის მხოლოდ 25%-ია.

ტბაში წყლის დაბალი დონის პირობებში, გლენ კანიონის კაშხალს არ შეუძლია წყლის გადაადგილება მდინარის ქვედა მიმართულებით, სადაც ის უნდა შეუერთდეს ტბა მიდსა და გრანდ კანიონს.

„ეს იმიტომ, რომ ჰიდროენერგიის წყალსატევები რომელიც მდინარე კოლორადოს 100-წლიანი, შემაერთებელი წყლის მიწოდების ვალდებულებების შესრულების ძირითადი საშუალებაა, შედეგად კი ის გამოუსადეგარი გახდება წყლის ამჟამინდელი დონის მხოლოდ 45 ფუტით დაკლებისას“, ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ პრობლემის ნაწილია კაშხლის უძველესი გაყვანილობა – მილები, რომლებიც არ არის აღჭურვილი ჰიდროენერგიის წარმოებისთვის ან წყლის დიდი რაოდენობის ეფექტური გადაადგილებისთვის. სათანადო ინფრასტრუქტურის გარეშე, კაშხალმა შესაძლოა გავლენა იქონიოს კომუნალურ მომხმარებლებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე.

უფრო მეტიც, წყლის დაბალმა დონე შესაძლოა აისახოს ფერმერებზეც, რომლებიც სარწყავ წყალს საჭიროებენ და შეიძლება, წყალმომარაგების გარეშე დატოვოს ბევრი მუნიციპალიტეტი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის გარშემო. როგორც E&E ნიუსი იტყობინება, თუ წყლის დონე იმაზე ქვემოთ დაეცემა, რაც საჭიროა ჰიდროენერგიის საწარმოებლად, კაშხალს შეეძლება მაქსიმუმ 3.5 მილიონი ფუტი წყლის გამოშვება. 1922 წლის კოლორადოს მდინარის შენაკადი, მდინარის რესურსებს ჰყოფს შვიდ შტატს შორის, რომელთაგან თითოეულმა უნდა მიიღოს 7,5 მილიონი აკრ-ფუტი წყალი, რომელიც დაფუძნებულია 16 მილიონიან აკრ-ფუტ მდინარეზე. ამჟამინდელი შეფასებით, მდინარე შეიძლება იყოს მხოლოდ 11 მილიონი აკრ-ფუტი.

ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ფედერალურ მთავრობას, რომ დააფინანსოს კაშხლის რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რათა „თავიდან აიცილოს წყლის მიწოდების კრიზისი“. ისინი ითხოვენ სასწრაფო მოქმედებას, რადგან, მათი შეფასებით, კაშხალმა, გაუმჯობესების გარეშე, შეიძლება შეწყვიტოს წყლის მოძრაობა 2025 წლისთვის.

სამელიორაციო ბიუროს სპიკერის თქმით, ამჟამად საჭიროა 2 მილიონი დოლარი, რათა შეისწავლონ კაშხლისათვის მეტი წყლისა და ენერგიის მიწოდების გზები.

ანგარიში სრულდება სიტყვებით: „ახლა არის დრო, ვიმოქმედოთ ჩვენი მომავლისთვის“.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლედი ბოჟაძე

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 2 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ტალინის მთავრობა გეგმავს სანაპიროზე ბანაობასთან დაკავშირებით კანონის შემოღებას, რათა წყლის ხარისხი გაუმჯობესდეს
შემდეგი პოსტი
ბალახებისა და ხამანწკების მეშვეობით მდინარის გაწმენდა უფრო მაღალ დონეზე გადადის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,