GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბალახებისა და ხამანწკების მეშვეობით მდინარის გაწმენდა უფრო მაღალ დონეზე გადადის

Homepage მსოფლიო ბალახებისა და ხამანწკების მეშვეობით მდინარის გაწმენდა უფრო მაღალ დონეზე გადადის
მსოფლიო, შემეცნებითი

ბალახებისა და ხამანწკების მეშვეობით მდინარის გაწმენდა უფრო მაღალ დონეზე გადადის

სექტემბერი 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
825 ნახვა
ნახვები : 286
  • ცოტა ხნის წინ მდინარე დელავერში ახალი პროექტი დაიწყეს
  • მდინარის შესართავთან რგავენ ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანეს სახეობას: ველური ნიახურის ბალახს.
  • პროექტის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ამით მდინარეში ცოცხალი ორგანიზმების პოპულაცია მოიმატებს და წყალიც გასუფთავდება.

 

ცოტა ხნის წინ, ზაფხულის დილით, ნიუ-ჯერსის მახლობლად, კამდენთან, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ორმა მყვინთავმა მდინარე დელავერის ზედაპირიდან 10 ფუტის სიღრმეში მდებარე ნალექის ნაწილთან ჩაყვინთა. მდინარის შესართავთან ორ ფუტზე ნაკლებ ხილვადობაში ისინი რგავდნენ ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანეს სახეობას: Vallisneria americana-ს, ან ველური ნიახურის ბალახს. ერთ მყვინთავს ეჭირა GoPro-ის ციფრული კამერა, ფანარი და აკანკალებული ხელით გადაღებულ კლიპში აღბეჭდა, როგორ ირხეოდნენ თხელი, ლენტის მსგავსი ღეროები დინებასთან ერთად.

მყვინთავების ბუშტების ზედაპირზე ამოსვლას EPA-ის ნავიდან უყურებდა ენტონი ლარა, სათავგადასავლო აქვარიუმის, წყლის მეცნიერებათა ცენტრის ექსპერიმენტული პროგრამების ხელმძღვანელი, რომელიც ამ მცენარეებს თვეების განმავლობაში ავზებში ზრდიდა, ზამთრის კვირტებიდან დაწყებული, დაახლოებით, 24 ინჩის სიგრძის მომწიფებულ ბალახებამდე.

”ეს ცოტა ნერვებისმომშლელია”, – თქვა მან ბალახების ველურ ბუნებაში გაშვების შესახებ, სადაც ისინი, შესაძლოა, კონკურენტ მცენარეებს გაეძევებინათ ან იხვს შეეჭამა, მაგრამ ეს ცხოვრებაა.”

ეს იყო ახალი აღდგენის პროექტის პირველი დანერგვა, რომელსაც ხელმძღვანელობდა Upstream Alliance, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივ ხელმისაწვდომობაზე, სუფთა წყალსა და სანაპიროს გამძლეობაზე: დელავერის, ჰადსონისა და ჩესაპიკის წყალსატევებში. წყლის მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობით და EPA-ის შუა ატლანტიკური გუნდის,  თევზისა და ველური ბუნების ეროვნული ფონდის მხარდაჭერით, ალიანსი მუშაობს შესართავის ტერიტორიების ხელახლა დასახლებაზე ველური ნიახურის ბალახის მეშვეობით, რომელიც მტკნარი წყლის ეკოსისტემებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მცენარეა. ეს არის იმ ბუნებრივი აღდგენის ახალ პროექტებს შორის ერთ-ერთი, რომლებიც ფოკუსირებულია მცენარეებისა და ველური ბუნების გაძლიერებაზე, წყლის ხარისხის გაუმჯობესებას მდინარე დელავერში, რომელიც უზრუნველყოფს სასმელ წყალს დაახლოებით 15 მილიონი ადამიანისათვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და გიგი ჭითანავა

წყარო : www.enn.com


წინა პოსტი
გარემოსდამცველები მდინარე კოლორადოს დაშრობისაგან გადასარჩენად მოქმედებისკენ მოგვიწოდებენ
შემდეგი პოსტი
სტენფორდის მკვლევრებმა შექმნეს სინთეტიკური გენეტიკური სქემები, რომლებიც დაეხმარება მცენარეებს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,