GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გამოძიება, თუ როგორ შემცირდეს ჰაერის შიდა დაბინძურება განვითარებად ქვეყნებში

Homepage მსოფლიო გამოძიება, თუ როგორ შემცირდეს ჰაერის შიდა დაბინძურება განვითარებად ქვეყნებში
მსოფლიო

გამოძიება, თუ როგორ შემცირდეს ჰაერის შიდა დაბინძურება განვითარებად ქვეყნებში

თებერვალი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
793 ნახვა
ნახვები : 130

მკვლევრები სურეის უნივერსიტეტში განვითარების ოფიციალური დახმარების (ODA) 11 ქვეყანასთან პარტნიორობენ, რომ გამოიკვლიონ სახლებსა და გარემოში ჰაერის დაბინძურების შემცირების გზები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ჰაერის შიდა დაბინძურება იწვევს წელიწადში 4.3 მილიონი ადმიანის ნაადრევ სიკვდილს მსოფლიო მასშტაბით.

დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში, კონკრეტულად განვითარებად ქვეყნებში, ცუდი ვენტილაცია და საჭმლის მომზადების უნიათო მეთოდები აიძულებს ხალხს იცხოვროს ცუდი ხარისხის ჰაერის მქონე გარემოში.

იმისათვის, რომ ამაღლდეს ცნობიერება და შემცირდეს დაბინძურება, სურეის სუფთა ჰაერის კვლევის გლობალური ცენტრი იმუშავებს პარტნიორებთან, რათა ჩაატარონ ვებინარები, მოაწყონ აქტივობები და მართონ სასწავლო კურსები დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

პროექტი ასევე შეაგროვებს ძირითად მონაცემებს აეროზოლისა და ნახშირორჟანგის გამოყოფის შესახებ თორმეტ ქალაქში ODA ქვეყნებიდან, რათა მიღებულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყოს ჰაერის შიდა დაბინძურების შემცირების სტრატეგიების განვითარებას.

პროფესორმა პრაშანტ კუმარმა, რომელიც პროექტის მთავარი მკვლევარი და GCARE-ის  დამფუძნებელია სურეის უნივერსიტეტში, განაცხადა: „ჩვენი მთავარი მიზანი და უდიდესი ენთუზიაზმის საგანი აქ, GCARE-ში, არის, რომ შევეცადოთ შევქმნათ მსოფლიო, სადაც სუფთა ჰაერი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის შიდა გარემოებში.  ეს იდეალი გახდა კიდევ უფრო საჭირო COVID-19-ის საშინელი კრიზისის გამო.

ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ მხარდაჭერა სურეის გლობალური გამოწვევების კვლევის ფონდიდან და ვაპირებთ დაუღალავად ვიმუშაოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად მსოფლიო მასშტაბით, რათა გავხადოთ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო ყველასთვის“.

პროფესორი დეივიდ სიმფსონი ამატებს : „ჩვენ ვამაყობთ პროფესორ კუმარისა და მისი გუნდის კოლაბორაციული და აშკარა გლობალური საქმიანობით. მართლაც, არც ისე ბევრი რამაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმ ჰაერის ხარისხი, რომელსაც ჩვენ, ყველა, ვსუნთქავთ.

წინა წელი იყო პოზიტიური მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შეუძლია ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობას მიაღწიოს მსოფლიოს ყველაზე მძიმე პრობლემების მოგვარების შუაგულს“.

 

სტატიაზე იმუშავა : თაკო გეგელაშვილი – ნინი თოიძე

წყარო : https://airqualitynews.com/2021/01/19/investigation-to-improve-indoor-air-pollution-in-developing-countries/?fbclid=IwAR0DxwlHIO-WUFM9SvtP0Ya3YkzxY9GS9vkFg767vbgA2l3MyyT-J0Qj8EU


წინა პოსტი
8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავრგოთ ხე
შემდეგი პოსტი
8 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,