GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გაერთიანებული სამეფო მესამეა დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ხელმძღვანელ ქვეყნებს შორის

Homepage Uncategorized გაერთიანებული სამეფო მესამეა დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ხელმძღვანელ ქვეყნებს შორის
Uncategorized

გაერთიანებული სამეფო მესამეა დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ხელმძღვანელ ქვეყნებს შორის

ივნისი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
447 ნახვა
ნახვები : 0
  • მხოლოდ კუნძული კურაჩაო და მოლდოვა ახერხებს, შეამციროს ჰაერში CO2-ის შემცველობა უფრო მეტად, ვიდრე გაერთიანებული სამეფო
  • დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მესამე ადგილს იკავებს იმ ლიდერ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის შემცირებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ

 

მხოლოდ და მხოლოდ კარიბის ზღვის აუზის კუნძული კურაჩაო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მოლდოვა ახერხებს, შეამციროს ჰაერში CO2-ის  შემცველობა უფრო მეტად, ვიდრე გაერთიანებული სამეფო იმ ლიგის ქვეყნებს შორის, რომლებიც დამაბინძურებელი მინარევების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაში შექმნილ დაუდევრობებზე განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას.

„Utility Bidder“-ის ახალი კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მესამე ადგილს იკავებს იმ ლიდერ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის კონტროლისა და შემცირებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. კვლევა ასევე პროგნოზირებს იმ ტერიტორიების შესახებ, რომლებიც 2032 წლისთვის ე.წ. „carbon offenders” აღმოჩნდებიან.

ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ ერთობლივად უხელმძღვანელეს  CO2-ით დაბინძურების შემცირების ღონისძიებას Mt (მეტრული ტონა) CO2 545.9-დან (1959 წ.) 370.1-მდე (2019 წ.) იმ მოლოდინით, რომ ეს რიცხვი მომდევნო ათი წლის განმავლობაში 339.5-მდე დაეცემა. ტოპქვეყნების სათავეში დგას კურაჩაო, მეორე ადგილზეა მოლდოვა. დაბინძურების დონე ორივე ქვეყანამ 11.0-დან 3.7-მდე დაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიტიური სიახლეა, კლიმატური კრიზისის შესანელებლად და დასასტაბილურებლად მონაცემები მაინც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უპირველეს ყოვლისა, როგორც CO2-ის გამონაბოლქვის წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წილის მქონე ქვეყანამ, დიდმა ბრიტანეთმა  ბოლო 63 წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის გამოყოფის  მხოლოდ 0,64%-ით შემცირება მოახერხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირების საჭიროება, რამაც პოლიტიკის ცვლილებებს დაუდო საფუძველი, ფართოდ აღიარებული ცოტა ხნის წინ გახდა.

მაშინ, როცა კვლევაში მონაწილეობას 93 სახელმწიფო იღებს, რეალურად მხოლოდ ხუთმა მათგანმა შეძლო CO2-ის შემცირება, გერმანიასა და უკრაინასთან ერთად, სხვა მცირე წარმატებული ისტორიებით. ამის საპირისპიროდ, საუდის არაბეთში დაბინძურება ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში გაიზარდა. ზრდის მაჩვენებელი 8.66%-ია, 3.7 MtCO2-დან (1959) 582.6-მდე (2019). ამავდროულად, ტაილანდი და მალაიზია მეორე და მესამე ადგილებს იკავებდნენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც დაბინძურების დონე ყველაზე მაღალი იყო.

დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები ნახშირბადის დიოქსიდის 99%-ით შეკავების საშუალებას გვაძლევს.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და ანუკი კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
2014-დან 2020 წლამდე პერიოდში ჰაერის ხარისხის 944 გეგმა მოხსენებული იქნა EEA-ში
შემდეგი პოსტი
გაერთიანებული სამეფო მესამეა დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ხელმძღვანელ ქვეყნებს შორის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,