GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გაეროს ანგარიში ემისიების სამშენებლო სექტორში

Homepage შემეცნებითი გაეროს ანგარიში ემისიების სამშენებლო სექტორში
შემეცნებითი

გაეროს ანგარიში ემისიების სამშენებლო სექტორში

თებერვალი 12, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
958 ნახვა
ნახვები : 21
  • ანგარიში „სამშენებლო მასალები და კლიმატი: ახალი მომავლის შენება“ გვთავაზობს სამასპექტიან (თავიდან არიდება, გადასვლა, გაუმჯობესება) გამოსავალს.

  • ბიომასალების სწორად გამოყენებაზე გადასვლამ 2050 წლისთვის ბევრ რეგიონში შესაძლოა განაპირობოს აღნიშნულ სექტორში ემისიების კლება 40%-ამდე.

  • „რადგან აშენებული გარემოს სექტორი ძალიან კომპლექსურია, სადაც მონაწილეები ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულები არიან, საჭიროა ყველას ძალისხმევა დეკარბონიზაციის მისაღწევად და ჩვენ ვერავის მოვიტოვებთ უკან.” — ანა დაისონი.

შენობებისა და მშენებლობის გლობალური ალიანსის (GlobalABC) ფარგლებში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და იელის ეკოსისტემების, ასევე არქიტექტურის ცენტრის (Yale CEA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია შენობებისა და სამშენებლო სექტორის დეკარბონიზაციის გზებზე, რაც CO2-ის გლობალური ემისიების 37%- ს შეადგენს.

ანგარიში „სამშენებლო მასალები და კლიმატი: ახალი მომავლის შენება“ გვთავაზობს სამ ასპექტიან (თავიდან არიდება,გადასვლა, გაუმჯობესება) გამოსავალს, რომელიც უნდა დაინერგოს სამშენებლო პროცესში ემისიების შესამცირებლად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მოითხოვს სენსიტიურ მიდგომას ადგილობრივ კულტურებსა და კლიმატების მიმართ.

თავიდან ავირიდოთ ნარჩენები ციკლური მეთოდის გამოყენებით: მშენებლობების შემცირება არსებული შენობების რემოდელირების გზით ყველაზე ღირებული ვარიანტია, რომლის შედეგად გამომუშავდება 50-75 პროცენტით ნაკლები ემისიები, ვიდრე ახალი მშენებლობის დროს; ისეთი მშენებლობების წახალისება, სადაც ნაკლები სამშენებლო მასალა იქნება გამოყენებული და ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც ნაკლებ ნახშრბადის კვალს დატოვებს ატმოსფეროში; ასევე მასალების ხელახლა გამოყენებისა და გადამუშავების ხელშეწყობა.

გადავიდეთ ეთიკურად და მდგრადი წყაროებიდან მოპოვებულ განახლებად ბიო სამშენებლო მასალებზე, როგორებიცაა ხე, ბამბუკი და ბიომასა. ბიო მასალების სწორად გამოყენებაზე გადასვლამ 2050 წლისთვის ბევრ რეგიონში შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნულ სექტორში ემისიების კლება 40%-ამდე. თუმცა უფრო მეტი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო განახლებადი ბიოსამშენებლო მასალების ფართო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

გავაუმჯობესოთ ტრადიციული სამშენებლო მასალების დეკარბონიზაცია, რომელთა ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს ძირითადად ეხება ბეტონის, ფოლადის და ალუმინის დამუშავებას. სამი სექტორი, რომელიც ამჟამად პასუხისმგებელია გლობალური ემისიების 23%-ზე. პრიორიტი უნდა მიენიჭოს განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოების აღჭურვას, ხელახლა გამოყენებული და გადამუშავებული მასალების გამოყენების გაზრდას და ინოვაციური ტექნოლოგიების მასშტაბურობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული ბაზრებისა და სამშენებლო კულტურების ტრანსფორმაცია სამშენებლო კოდების, სერტიფიცირების, ეტიკეტირებისა და არქიტექტორების, ინჟინრებისა და მშენებლების ციკლური მეთოდის შესახებ განათლების გზით.

შეილა აგარვალ-ხანმა UNEP-ის ინდუსტრიისა და ეკონომიკის განყოფილების დირექტორმა განაცხადა: „ბოლო დრომდე შენობების უმეტესობა შენდებოდა ადგილობრივად მოპოვებული მიწის, ქვის, ხის და ბამბუკის გამოყენებით. თუმცა თანამედროვე მასალები, როგორიცაა ბეტონი და ფოლადი, მხოლოდ გამძლეობის ილუზიას ტოვებს, რომელიც ხშირად აღმოჩნდება ნაგავსაყრელზე და ხელს უწყობს მზარდ კლიმატურ კრიზისს. 2050 წლისთვის სამშენებლო სექტორში წმინდა ნულოვან მაჩვენებლებს მივაღწევთ, იმ შემთხვევაში თუ მთავრობები დანერგავენ სწორ პოლიტიკას, სტიმულს და რეგულაციებს, რათა შეცვალონ ინდუსტრიის მოქმედება.”

ანა დაისონმა Yale CEA-ს დამფუძნებელმა დირექტორმა განაცხადა: „რადგან აშენებული გარემოს სექტორი ძალიან კომპლექსურია, სადაც მონაწილეები ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულები არიან, საჭიროა ყველას ძალისხმევა დეკარბონიზაციის მისაღწევად და ჩვენ ვერავის მოვიტოვებთ უკან. პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი ერთობლივი ეკონომიკური მოდელების განვითარებას სამშენებლო, სატყეო და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებში, რათა მოხდეს სამართლიანი გადასვლა ციკლური, ბიომასალების ეკონომიკაზე, რომელსაც ასევე შეუძლია სინერგიულად მუშაობა ჩვეულებრივი მასალების სექტორებთან.“

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, მარიამ ტვილდიანი

წყარო: Airqualitynews.com

12 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მსხვილ დამაბინძურებელ ქვეყნებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით უჩივიან
შემდეგი პოსტი
„ზოგადი კომენტარი 26“

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,