GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გადამწყვეტი ათწლეული კლიმატისთვის

Homepage მსოფლიო გადამწყვეტი ათწლეული კლიმატისთვის
მსოფლიო

გადამწყვეტი ათწლეული კლიმატისთვის

დეკემბერი 22, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
477 ნახვა
ნახვები : 117
  • დედამიწაზე გლობალური დათბობა კატასტროფული სისწრაფით მიმდინარეობს;
  • ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის აირების გამოყოფის გამო ტემპერატურამ რეკორდულად იმატა;
  • ამგვარი სწრაფი ცვლილებები სავალალო შედეგებს გამოიღებს, თუ მსოფლიო მასშტაბით სასწრაფო ზომები არ მივიღეთ.

გამოქვეყნდა 50 წამყვანი მეცნიერი-კლიმატოლოგის მოხსენება, რომელიც საბოლოოდ „შეავსებს ხარვეზებს“ კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის (Panel on Climate Change — IPCC) კვლევებს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით: ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფამ კრიტიკულად მაღალ დონეს მიაღწია და დედამიწას უპრეცედენტო გლობალური დათბობა ემუქრება.

დედამიწის ე.წ. „ნახშირბადის ბიუჯეტი“, ანუ ნახშირბადის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიყოს ატმოსფეროში ისე, რომ ტემპერატურა 1.5 ცელსიუსის დონეზე ზევით არ ავიდეს და გლობალური დათბობის საფრთხე არ შეგვიქმნას, კატასტროფული ტემპებით მცირდება.

„დასაბუთებული კვლევებისთვის გვესაჭიროება ინფორმაცია კლიმატური ცვლილებების საკვანძო მაჩვენებლებზე, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებაზე. მაგრამ IPCC-ს მოხსენებები 5-10-წლიანი ინტერვალებით ქვეყნდება, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის“, — აღნიშნავენ მოხსენების ავტორები.

ლიდსის უნივერსიტეტის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ორი წლის წინანდელი მასშტაბური კლიმატური სისტემის კვლევის შემდეგ ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა „კატასტროფული ტემპით“ მიმდინარეობს.

კვლევა ჟურნალ Earth System Science Data-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრების დასკვნით, 2020-2021 წლებში დედამიწის ატმოსფეროში ადამიანის ზემოქმედების შედეგად 54 გიგატონა ნახშირორჟანგი გამოიყო.

„ეს ათწლეული კრიტიკულია კლიმატური ცვლილებების თვალსაზრისით. ახლა მიღებული გადაწყვეტილებები იმოქმედებს იმაზე, თუ რამდენად მოიმატებს ტემპერატურა და რა სირთულის ცვლილებებთან გვექნება საქმე მომავალში“, — განაცხადა პრეს-რელიზში პროფესორმა პირს ფოსტერმა.

დეკემბერში დაგეგმილ COP28-ის კონფერენციისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ღონისძიებაზე ზემოხსენებულ კვლევას „დროული განგაშის ზარი“ უწოდეს.

„კვლევა ცხადყოფს, რომ დედამიწაზე ტემპერატურა იმატებს და ეს ადამიანის ქმედებების შედეგია. ეს დროული განგაშის ზარია 2023 წელს პარიზში დადებული ხელშეკრულების შესაჯამებლად. მიმდინარე ცვლილებების ტემპი არასაკმარისად სწრაფია რისკების თავიდან ასაცილებლად“ — განაცხადა პრეს-რელიზში დოქტორმა ვალერი მასონ-დელმოტმა.

კლიმატური ცვლილებების სისწრაფის გათვალისწინებით, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაწყვეტილებების მისაღებად თავისუფალი წვდომა უნდა ჰქონდეთ კვლევების შედეგებზე.

საუნივერსიტეტო ინციატივის ფარგლებში მკვლევრებმა შეიმუშავეს ღია პლატფორმა „კლიმატის გლობალური ცვლილებების ინდიკატორები“. ამ საიტზე საკვანძო კლიმატური ცვლილებების მაჩვენებლები რეგულარულად განახლდება.

„დღესდღეობით გლობალური დათბობა მაქსიმალურად მაღალ მაჩვენებლებს აღწევს გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც სათბურის აირების ატმოსფეროში რეკორდულ გამოყოფას უკავშირდება, თუმცა ამ პროცესის შენელების შესახებ ცნობებიც გვაქვს“ — განაცხადა ფოსტერმა პრეს-რელიზში. „კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში სწრაფები უნდა ვიყოთ. უკანასკნელი მონაცემების გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკა და მიდგომები უნდა შევცვალოთ. დრო აღარ გვაქვს. აქტუალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

მკვლევრებმა გვიამბეს, თუ როგორ შეიცვალა კლიმატი 2021 წლის IPCC-ს მეექვსე სხდომის შემდეგ. 2012-2022 წლებში ტემპერატურამ საშუალოდ 1.14 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. შედარებისთვის 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი 1.07 გრადუს ცელსიუსს არ აღემატებოდა. ანთროპოგენური დათბობის მაჩვენებელი კი ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალია და 0.2 გრადუს ცელსიუსს შეადგენს.

„გლობალური დათბობის შესახებ მონაცემების ყოველწლიური განახლება აუცილებელია, რათა ქვეყნებმა კლიმატური ცვლილებების საკითხი თავიანთ დღის წესრიგში შეინარჩუნონ და ეფექტურად იმოქმედონ“, — განაცხადა პროფესორმა მაისა როჰან-კორადიმ, რომელიც ჩილეს გარემოს დაცვის მინისტრია და კვლევაში მონაწილეობდა. „ჩილეში გვაქვს კანონი კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მთვარობამ უნდა იმოქმედოს“ — დასძინა მან.

კვლევების საკვანძო აღმოჩენა იყო ისიც, რომ დედამიწის ე.წ. „ნახშირბადის ბიუჯეტი“ კატასტროფული ტემპებით მცირდება. IPCC-ს დაანგარიშებით 2020 წელს ის დაახლოებით 500 გიგატონას შეადგენდა, ხოლო 2023 წლისთვის ორჯერ შემცირდა.

„მართალია, დათბობის მაჩვენებელს 1.5 გრადუსი ცელსიუსისთვის ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ დედამიწის ნახშირბადის ბიუჯეტი რამდენიმე წელიწადში ამოიწურება. ამჟამად კლიმატს სამმაგ დარტყმას ვაყენებთ: ატმოსფეროში CO2 და სხვა მავნე აირები დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ტემპერატურა მატულობს დაბინძურების შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების გამოც“ — განაცხადა ფოსტერმა.

კლიმატური ცვლილებების ტემპის ზრდა იწვევს ისეთი საშიში ფენომენების გახშირებას, როგორიცაა გვალვა, სიცხის ტალღები და ანომალიურად ძლიერი წვიმები. „თუ არ გვსურს, რომ ტემპერატურამ 1.5 გრადუსი ცელსიუსით კიდევ მოიმატოს, მსოფლიო მასშტაბით უფრო დიდი შემართებით უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე“ — ამბობს ფოსტერი.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანუკი კვეკვესქირი

წყარო: Ecowatch.com

22 დეკემბერი 2023 წელი

 


წინა პოსტი
აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება განახლებადი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ
შემდეგი პოსტი
უპრეცედენტო სასამართლო აშშ-ში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,