GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე

Homepage მსოფლიო ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
მსოფლიო

ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე

სექტემბერი 25, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
358 ნახვა
ნახვები : 78

ევროპარლამენტსა და წევრ ქვეყნებს შორის მიღწეულია დროებითი შეთანხმება, რომელიც ადგენს სავალდებულო ეროვნულ მიზნებს ევროკავშირის მასშტაბით  ელექტრომობილებისა და წყალბადის დასამუხტი სადგურების განაწილების მიმართულებით. ასევე მიღწეულია შეთანხმება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამუხტვისა და გადახდის პროცესები მაქსიმალურად მარტივი იყოს.

 

ასევე დადგინდა, რომ დასამუხტი ინფრასტრუქტურა უნდა გაიზარდოს იმავე ტემპით, რა ტემპითაც გაიზრდება მანქანების მოხმარება. ამის მისაღწევად, წევრ სახელმწიფოებში თითოეულ რეგისტრირებულ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი დასამუხტი ინფრასტრუქტურა 1.3 კვტ სიმძლავრის დამტენით.  გარდა ამისა, 2025 წლიდან ტრანსევროპული სატრანსპორტო (TEN-T) ქსელის გასწვრივ ყოველ 60 კილომეტრში უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 150 კვტ სიმძლავრის სწრაფდამტენი სადგურები.

დიდი ტვირთმზიდი სატრანსპორტო საშუალებებისთვის  350 კვტ მინიმალური სიმძლავრის დასამუხტი სადგურები  განლაგდება ყოველ 60 კმ-ში TEN-T-ის ძირითადი ქსელის გასწვრივ, ხოლო 2025 წლიდან – ყოველ 100 კმ-ში TEN-T-ის უფრო დიდ, კომპლექსურ ქსელზე. ქსელის სრულად დაფარვა 2030 წლისთვის მიიღწევა. დასამუხტი სადგურები უნდა დამონტაჟდეს უსაფრთხო და დაცულ საპარკინგე ადგილებზე ღამის განმავლობაში დატენვისთვის.

2030 წლიდან წყალბადის საწვავის სადგურები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მანქანებისთვის უნდა განთავსდეს ყველა ურბანულ კვანძსა და ყოველ 200 კილომეტრში TEN-T-ის ძირითადი ქსელის გასწვრივ.

გამონაკლისს დაექვემდებარება ყველაზე შორეული რეგიონები, კუნძულები და გზები, სადაც ძალზე მცირე რაოდენობის ტრანსპორტი მოძრაობს.

საზღვაო პორტები, რომლებიც იღებენ მინიმუმ 50 მსხვილ სამგზავრო გემს ან 100 საკონტეინერო გემს, ვალდებულები იქნებიან, 2030 წლისთვის უზრუნველყონ გემები  სანაპირო ელექტროენერგიით. აეროპორტებმა 2025 წლისთვის  ელექტროენერგიით უნდა უზრუნველყონ ყველა გასასვლელთან გაჩერებული თვითმფრინავები, ხოლო 2030 წლისთვის – მოშორებით გაჩერებული ყველა თვითმფრინავი.

დამუხტვის ან საწვავის შევსების პუნქტებში გადახდა უნდა იყოს მარტივი და მოსახერხებელი და ღირებულება უნდა იყოს ნაჩვენები:კვტ/სთ-ის, წუთი/სეანსის, ან კგ-ის მიხედვით. იგი უნდა იყოს „გონივრული, თანაზომადი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული“.

„ევროპის მწვანე გარიგების“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა, განაცხადა: „ნულოვანი გამონაბოლქვის მობილობაზე გადასასვლელად საჭიროა მისი სწორი ინფრასტრუქტურით მხარდაჭერა, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. იქნება ეს ელექტრო, თუ სხვა სახის ავტომობილი, ჩვენი სურვილია, ყველა მძღოლი დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ევროპის კონტინენტზე გადაადგილება თავდაჯერებულად შეუძლია. ამ შეთანხმებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ტვირთმზიდი მანქანებისათვის საკმარისი და მოსახერხებელი არჩევანის არსებობას. “

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი

წყარო : airqualitynews.com

25 სექტმებერი 2023 წელი.


წინა პოსტი
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
შემდეგი პოსტი
მანქანის გამონაბოლქვის შემთხვევაში ფილტრები ვერ ახდენენ უმცირესი და ყველაზე მავნე მყარი ნაწილაკების პრევენციას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,