GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ესპანეთი 2050 წლისთვის 100%-ით განახლებადი ენერგიის უზრუნველყოფას გეგმავს

Homepage მსოფლიო ესპანეთი 2050 წლისთვის 100%-ით განახლებადი ენერგიის უზრუნველყოფას გეგმავს
მსოფლიო

ესპანეთი 2050 წლისთვის 100%-ით განახლებადი ენერგიის უზრუნველყოფას გეგმავს

ივლისი 9, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
761 ნახვა
ნახვები : 50
  • ესპანეთი პარიზის კლიმატური შეთანხმების ლიდერი გახდა 2018 წელს იმის განცხადებით, რომ 2050 წლისთვის სრულიად გადავა განახლებად ენერგიაზე.
  • თუ თავიდან ავირიდებთ კლიმატური ცვილებების ყველაზე ცუდ შედეგებს, თითოეული სახელმწიფო ვალდებული იქნება გადავიდეს სრულად განახლებად ენერგიაზე.

 

ესპანეთი პარიზის კლიმატური შეთანხმების ლიდერი გახდა 2018 წელს იმის განცხადებით, რომ 2050 წლისთვის სრულიად გადავა განახლებად ენერგიაზე – დაიწერა „გარდიანში“.

ასევე სახელმწიფო შეამცირებს თავის სათბურების აირის გამონაბოლქვს 1990-იან წლებთან შედარებით 90%-ით. „ნახშირბადზე უარის თქმით ესპანეთმა აჩვენა, თუ რამდენად სერიოზულია კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა და რომ ისინი მზად არიან მიმართონ თავიანთი რესურსი დეკარბონიზირებისკენ,“ – თქვა ლოურენს ტუბიანამ, ევროპული კლიმატის ფედერაციის ხელმძღვანელმა.

თუ თავიდან ავირიდებთ კლიმატური ცვლილებების ყველაზე ცუდ შედეგებს, თითოეული სახელმწიფო ვალდებული იქნება გადავიდეს სრულად განახლებად ენერგიაზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალიან ცოტა მათგანმა წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს ამის მიღწევას.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, საერთოდ საპირისპირო გზას ირჩევს.

ესპანეთს განზრახული აქვს 3000 მეგავატის ღირებულების მზისა და ქარის ენერგიის შექმნა ყოველწიურად შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, რაც საკმარისი ენერგიაა 4.5 მილიონი სახლის უზრუნველსაყოფად წელიწადში. ამავე რაოდენობის ენერგია ეყოფა მხოლოდ 1.5 მილიონ სახლს აშშ-სა ან კანადაში, სადაც იყენებენ უფრო მეტ ენერგიას ერთ სულ მოსახლეზე.

2017 წელს ესპანეთმა თავისი ენერგიის 33.7% განახლებადი რესურსისგან აწარმოა ქარის ფერმებისა (19.7%) და მზის (5.4%) საშუალებით.

ამჟამად სახელმწიფო ენერგიის უდიდეს ნაწილს იღებს ბირთვული ელექტროსადგურებიდან, რომლებიც არ გამოყოფენ სათბურის აირებს, მაგრამ არ არიან განახლებადი, როგორც მზე და ქარი და ამასთან ერთად საჭიროებენ წყლის უდიდეს რაოდენობას.

როგორც ქვეყანა აანონსებს, ეს გეგმა ითვალისწინებს ბიუჯეტის 20%-ის კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს მათი ამ გზით განვითარებას.

ესპანეთი უკვე მრავალი წელია კონცენტრირებულია ქალაქების გამწვანებაზე ურბანული ზონების გაფართოებითა და ათვისებით.

გასულ წლებში ესპანეთმა დააწესა ლიმიტი მანქანების გამოყენებაზე, თუმცა მათი განცხადება არ ითვალისწინებს საწვავის რაოდენობის შემცირებას ან ჩანაცვლებას. სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი, დადეს პირობა რომ გათავისუფლდებოდნენ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებისგან უახლოეს ათწლეულებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.globalcitizen.org


წინა პოსტი
სამხრეთ კორეა დარგავს 3 მილიარდ ხეს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად 2050 წლამდე
შემდეგი პოსტი
ოკეანეში პლასტმასით დაბინძურების 44% თანწასაღებ საჭმელს უკავშირდება

1 reply added

  1. registro na binance us ოქტომბერი 14, 2026 პასუხი

    I don’t think the title of your article matches the content lol. Just kidding, mainly because I had some doubts after reading the article.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,