GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ოკეანეში პლასტმასით დაბინძურების 44% თანწასაღებ საჭმელს უკავშირდება

Homepage მსოფლიო ოკეანეში პლასტმასით დაბინძურების 44% თანწასაღებ საჭმელს უკავშირდება
მსოფლიო, შემეცნებითი

ოკეანეში პლასტმასით დაბინძურების 44% თანწასაღებ საჭმელს უკავშირდება

ივლისი 9, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1078 ნახვა
ნახვები : 185

ბოლო წლებში კუების გადასარჩენად პლასტმასის საწრუპი ჩხირების მოხმარების შეწყვეტა ახირებად იქცა, მაგრამ რაც არ შეიძლება იცოდეთ არის ის, რომ საწრუპი ჩხირები ოკეანეში პლასტმასის რაოდენობის ყველაზე დიდ ნაწილს არ წარმოადგენს – ეს ნაჩვენებია ახალ კვლევაში.

ამის ნაცვლად, მკლევრების ყურადღებას,  როგორც ყველაზე დიდი დამაბინძურებლები ოკეანეში, თანწასაღები და სწრაფად მოსამზადებელი საჭმლის  კონტეინერები იპყრობენ.

ფართოდ გავრცელებული პლასტმასის დამაბინძურებლები, როგორებიცაა საჭმლის კონტეინერები და საჭმლის შესახვევი პარკები, ერთჯერადი პარკები და პლასტმასის ბოთლები, ზღვებს ყველაზე მეტად აბინძურებს. გარდიანის მიხედვით ეს რიცხვი ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურების თითქმის ნახევარია.

მთავარმა მკვლევარმა, დოქტორ კარმენ მორალეზმა, ესპანეთის კადიზის უნივერსიტეტიდან BBC-ს განუცხადა რომ “გასაოცარი იყო იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ პარკები, ბოთლები, საჭმლის კონტეინერები და დანა-ჩანგლები საჭმლის შესაფუთ პარკებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით ადამიანების მიერ შექმნილი ობიექტების ნახევარს უტოლდება. ჩვენ აღმოვაჩინეთ ისინი მდინარეებში, ფსკერებზე, ნაპირებზე.”

მხოლოდ 10 პლასტმასის პროდუქტი შეადგენს ოკეანის ნაგვის 75%-ს, აღმოაჩინეს მკვლევარებმა, გამომდინარე მათი გამოყენების რაოდენობიდან და მათი ნელი დეგრადაციის დროებიდან.

სია ასევე მოიცავს პლასტმასის თავსახურებსა და სათევზაო აღჭურვილობას, რომლებიც ასევე დიდი პლასტმასით დამაბინძურებლები არიან.

ეს აღმოჩენები 36 საერთაშორისო ნუსხას ეფუძნება.

ათიდან რვა ნაჩვენები ნივთი პლასტმასისგან იყო დამზადებული და ნარჩენების 44% თანწასაღებ საჭმელს და სასმელს შეადგენდა.

საწრუპების, ყურის ჩხირებისა და სასმლის მოსარევების გადამეტებული მოხმარების აღმოფხვრა პოპულარული გახდა და ისინი მარტივად ჩანაცვლებადია, მაგრამ მკვლევრებმა ასევე გასცეს რჩევა თანწასაღები საჭმლის კონტეინერებიდან პლასტმასის სრულად ამოღებაზე.

ამ კონტეინერებს ხშირად საჭმლის ყიდვის შემდეგ გარეთ ტოვებენ.

მკვლევრებმა თანწასაღები პლასტმასის კონტეინერებთან საბრძოლველად სამი შესაძლო სტრატეგია შეიმუშავეს, აქედან ერთ-ერთი ამ კონტეინერებში მდგრადი მასალის გამოყენებაა, მეორე – მარეგულირებელი აღმკვეთი ღონისძიებები თავიდანაცილებად პლასტმასებზე და მესამე – გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, რათა მომხმარებლებმა თანწაღებული კონტეინერები უკან დააბრუნონ.

მორალესი იმედოვნებს, რომ ახალი კვლევა ცვლილებას ხელს შეუწყობს.

“ეს ინფორმაცია პოლიტიკის შემქმნელებს გაუადვილებს მართლა გამორთონ ზღვის ნაგვის ონკანი, რომელიც ოკეანეებში ჩაედინება და არა უბრალოდ გაასუფთავონ ის.” განუცხადა მორალესმა გარდიანს.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ესპანეთი 2050 წლისთვის 100%-ით განახლებადი ენერგიის უზრუნველყოფას გეგმავს
შემდეგი პოსტი
ბელგიის სასამართლო კლიმატის არაადეკვატურ პოლიტიკას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს

Welcome back,