GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ

Homepage მსოფლიო ეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ
მსოფლიო

ეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ

ნოემბერი 10, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
462 ნახვა
ნახვები : 119
  • ქარიშხალმა იანმა, ფაქტობრივად, გამოსცადა და დაამტკიცა ბებქოქის რანჩოს გამძლეობა
  • ბებქოქის რანჩო ერთგვარი მაგალითია, რომ ეკოლოგიაზე ფოკუსირებული ურბანული განვითარება პასუხია მომავლის გამოწვევებზე
  • ქარიშხალი იანის გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა წამოსწია წინ: აშშ-ის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა შეუსაბამო ხდება კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების ფონზე.

 

ქარიშხალმა იანმა სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში მასიური ნგრევა გამოიწვია, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მრავალი მათგანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. თუმცა ნგრევის შუაგულში, მზის ენერგიაზე მომუშავე პატარა დასახლება, მიუხედავად მისი მდებარეობისა, პრაქტიკულად, უვნებლად გადარჩა.

ბებქოქის რანჩო მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქია, სადაც დაახლოებით 2000 სახლი და 700 000-ზე მეტი მზის პანელი დგას. ბებქოქის თითქმის ყოველი შენობა ენერგოეფექტურობასა და ცუდ ამინდთან გამკლავებაზეა გათვლილი. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ფლორიდის ექსტრემალური ამინდის ამტანი მზის იზოლირებული პანელებია დაყენებული. მრავალ მაცხოვრებელს აქვს დამატებითი იზოლირებული პანელები და მზის ბატარეის სისტემები, როგორც კიდევ ერთი საშუალება ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.

ქარიშხალმა იანმა, ფაქტობრივად, გამოსცადა და დაამტკიცა ბებქოქის რანჩოს გამძლეობა.

„ქარიშხალმა ზუსტად ჩვენს თავზე გადაიარა“, – ამბობს ნენსი ჩორპენინგი, ბებქოქის რანჩოს 68 წლის მაცხოვრებელი „CNN-თან“, „ჩვენ გვაქვს წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და, შეიძლება ითქვას, ჩვენ სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის ყველაზე იღბლიანი საზოგადოება ვართ“.

ქარიშხალმა იანმა ფლორიდაში 100 კმ/სთ-ის სიჩქარის ჰაერის მასები წარმოქმნა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ელექტრომომარაგება ფლორიდის 2.6 მილიონ მაცხოვრებელს შეეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლება თითქმის მეხუთე კატეგორიის ქარიშხალს პირდაპირ გზად დახვდა, მისთვის იანს დიდი ზიანი მაინც არ მიუყენებია. მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაციაც არ გამხდარა საჭირო. რამდენიმე წაქცეული ხისა და სახურავებიდან ამოყრილი ფილების გარდა, ბებქოქი, პრაქტიკულად, უვნებელია.

ფლორიდის ოფიციალურმა პირებმა ბებქოქის სამეზობლოს სკოლა (Babcock Neighborhood School) ლტოლვილთა ოფიციალურ ცენტრად აქციეს ქარიშხლის მსხვერპლთათვის. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ გააჩნია გენერატორი, მას აქვს მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობა, რისი წყალობითაც შენობას მიეწოდება ელექტროენერგია.

როდესაც გამომცემლობა „EcoWatch“ გაესაუბრა ბებქოქის რანჩოს დამაარსებელ სიდ კიტსონს 2021 წელს, მან აღიარა ბებქოქის რანჩოს შექმნის მიზეზი. მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ შესაძლებელია ერთდროულად პროგრესის ხელშეწყობაც და გარემოსდაცვითი ღირებულებების ქონაც. „ხალხმა სადღაც უნდა იცხოვროს, დაე, გავაკეთოთ ეს სწორი გზით“, – თქვა კიტსონმა. „არ დავავალდებულოთ მთავრობა და გავაკეთოთ ეს ჩვენით. ჩავრთოთ პროცესში კერძო სექტორი, ერთად შევეჭიდოთ გლობალურ დათბობას და შევუქმნათ ადამიანებს ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები“.

„ჩვენ გვჯეროდა, რომ შეგვეძლო ნიადაგის რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება, თუმცა არა უბრალო, ტრადიციული გზით, როდესაც მოსახლეობას ჰგონია, რომ შენ მას ანადგურებ“, – ამბობს ინჟინერი ჯენიფერ ლანგელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბებქოქის რანჩოს დიზაინის შექმნაში.  მან ასევე დაამატა, რომ ქარიშხალმა რეალურად დაამტკიცა დასახლების ამგვარი მოწყობის დადებითი მხარეები.

ბებქოქის რანჩო უფრო და უფრო სწრაფად იზრდება 2015 წელს კომპანია „Florida Power and Light-ის“ მიერ მზის სისტემის პანელების დაყენებიდან მოყოლებული. მაცხოვრებლები პირველად აქ 2018 წელს ჩავიდნენ. დღეს ამ ადგილას 4000 ფლორიდელი ცხოვრობს.

ამჟამად რანჩო მოიცავს სკოლას, სავაჭრო ცენტრს, პარკებს, ტბებსა და საავტომობილო გზების ქსელს, რომელსაც განვითარების მრავალი პერსპექტივა აქვს. აშშ-ში ბებქოქი მეთოთხმეტე ადგილზეა ყველაზე გაყიდვად გეგმიურ დასახლებებს შორის, სადაც რეკორდული რაოდენობის, 1758, სახლი გაიყიდა, მათგან 714 – 2021 წელს.

თავდაპირველად კიტსონმა „EcoWatch-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი ხედვით, ბებქოქი გაფართოვდებოდა და დაიტევდა 20 000 სახლს, ისევე, როგორც ბინებსა და აპარტამენტებს, რის შედეგადაც რანჩოზე ცხოვრების შესაძლებლობა უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიეცემოდა.

„ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ნიადაგი, შევქმნათ ჯანსაღი გარემო და გადავდგათ ჭეშმარიტად სწორი ნაბიჯები ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის“, – განაცხადა კიტსონმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სამომავლოდ 50 000-ზე მეტი ადამიანი დამკვიდრდება ბებქოქში. ხოლო იანის ქარიშხლის შემდეგ, როდესაც ნათლად დამტკიცდა ბებქოქის რანჩოს გამძლეობა ექსტრემალური კლიმატური მოვლენებისადმი, სულ მცირე ეჭვიღა რჩება, რომ ეს მიზანი მიიღწევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა წამოსწია წინ: აშშ-ის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა შეუსაბამო ხდება კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების ფონზე.

ბებქოქის რანჩო ერთგვარი მაგალითია, რომ ეკოლოგიაზე ფოკუსირებული

ურბანული განვითარება პასუხია მომავლის გამოწვევებზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com

10 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ახალი გადამუშავების პროცესი პლასტმასას უკეთ უტილიზაციის საშუალებას იძლევა
შემდეგი პოსტი
წყლის ხარისხის წინასწარი შეფასება ბიო-გეო-ქიმიური მოდელირების მეშვეობით

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,