GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ემისიების შემცირება კალიფორნიაში

Homepage შემეცნებითი ემისიების შემცირება კალიფორნიაში
შემეცნებითი

ემისიების შემცირება კალიფორნიაში

აპრილი 24, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
801 ნახვა
ნახვები : 97
  • 50 შტატიდან კალიფორნია, ნიუ იორკისა და მასაჩუსეტსის შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე ემისიების მოცულობის სიმცირით მესამეა;

  • კალიფორნიის შტატმა უნდა შეამციროს ენერგეტიკული სექტორის ემისიები 6,3%-ით 2021-2035 წლებში;

  • კალიფორნიის ჰაერის რესურსების საბჭოს (CARB) მონაცემები აჩვენებს, რომ შტატის სათბური აირების ემისიები 2021 წელს 3,4%-ით გაიზარდა, როდესაც CARB-ის ნაადრევი პროგნოზები აჩვენებდა ემისიების შემცირებას იმავე წელს.

კალიფორნია 2030 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად, სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის რეგლამენტს არ მიჰყვება. კალიფორნიის 2023 წლის მწვანე ინოვაციის ინდექსის თქმით, ამისთვის შტატმა უნდა გაასამმაგოს ყოველწლიური ემისიების შემცირების ტემპი.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის შიდა ენერგიის წარმოებიდან ემისიების გაზრდა, სატრანსპორტო სექტორში პროგრესს ანელებდა.

კალიფორნიის ჰაერის რესურსების საბჭოს (CARB) მონაცემები აჩვენებს, რომ შტატის ყოველწლიური სათბური აირების ემისიები 2021 წელს 3,4%-ით გაიზარდა, როდესაც CARB-ის ნაადრევი პროგნოზები, ემისიების შემცირებას მომდევნო წელს აჩვენებდა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ნულოვანი ემისიების მქონე ტრანსპორტის (ZEV), შენობებისა და ენერგიათა განახლებადი წყაროების პოპულარიზაცია უნდა აჩქარდეს კალიფორნიის მიზნის მისაღწევად, რომ ათწლეულის ბოლოს შეამციროს ემისიების დონე 40%-ამდე, 1990 წლის დონესთან შედარებით. ამისთვის შტატს დასჭირდება საშუალო ყოველწლიური შემცირების გადანაცვლება 1,5%-დან 4,6%-ამდე. მიუხედავად ამისა, 2023 წლის ემისიების მონაცემები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ შესაძლოა პროცენტულობა უფრო მაღალი იყოს.

მიუხედავად ამისა, კალიფორნიის მწვანე ეკონომიკის პროგნოზს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. 50 შტატიდან კალიფორნია ერთ სულ მოსახლეზე ემისიების რაოდენობის სიმცირეში მესამეა. გარდა ამისა, შტატის ეკონომიკის ნახშირბადის ინტენსივობა (ემისიების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან) 20 წლის განმავლობაში ნახევრად შემცირდა.

კალიფორნიაში სატრანსპორტო ემისიები, რომლებიც 2020-2021 წლებში 7,4%-ით გაიზარდა, წარმოადგენს მისი ნახშირბადის ნაკვალევის 40%-ს. 2019-2021 წლებში საერთო ემისიები სატვირთო მანქანებისგან, ავტოტრანსპორტისა და სხვა ტრანსპორტისგან 10%-ზე მეტით შემცირდა, რაც ასახავს შტატის წარმატებას დაბინძურების უდიდესი წყაროსგან ემისიების შემცირებაში. 2018-2021 წლებში სატვირთო ტრანსპორტის ემისიები 14,1%-ით შემცირდა.

ZEV (ნულოვანი ემისიების მქონე ტრანსპორტი) ახალი ტრანსპორტების გაყიდვაში მეოთხედს წარმოადგენდა 2023 წელს, რაც ამ შტატის ისტორიაში პირველი უდიდესი მაჩვენებელია. კალიფორნიამ ასევე მიაღწია 2025 წლის ZEV-ის 1,5 მილიონიან მიზანს 2023 წლის აპრილში. თუ შტატი იმავე ტრაექტორიას შეინარჩუნებს, ის ZEV-ის 5-მილიონიან 2030 წლის მიზანს ერთი წლით ადრე მიაღწევს.

ათწლეულების განმავლობაში კალიფორნია მიჰყვებოდა სახურავებზე მზის პანელების დაყენების ტრენდს, მაგრამ CPUC-ის ახალმა ცვლილებებმა მზის ენერგიის კომპენსაციის შესახებ, მკვეთრად შეამცირა მზის პანელების საცხოვრებელი ინსტალაციების რიცხვი. ამჟამად შტატში 1,8 მილიონი ინსტალაციაა, რაც მაქსიმალურ სიმძლავრეზე 15+ გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მიუხედავად ამისა, 2023 წლის აპრილიდან ახალი წესის ძალაში შესვლამ საცხოვრებელ სახურავებზე, მზის პანელების დაყენების 66%-83%-იანი შემცირება გამოიწვია.

ქარისა და მზის სამეწარმეო პროექტებისთვის სხვა გამოწვევას წარმოადგენს, ენერგეტიკულ ხაზებთან დაკავშირების სიძნელე გადაცემის ხაზების გადატვირთულობა ან მოშორებულ არეალებში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ინსტალაციებზე შეერთების შეუძლებლობა. 2022 წელს აშენებული პროექტი ურთიერთდაკავშირებაზე ფუნქციონირების დასაწყებად 5-წლიან მოცდის პერიოდს საჭიროებდა.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, მარიამ ფარცვანია

წყარო: Ecowatch.com

24 აპრილი 2024 წელი


წინა პოსტი
პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში
შემდეგი პოსტი
#არაქვაჭრა – საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,