GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ელექტრომობილების დამტენი სადგურები ყველა ავტომაგისტრალზე

Homepage მსოფლიო ელექტრომობილების დამტენი სადგურები ყველა ავტომაგისტრალზე
მსოფლიო

ელექტრომობილების დამტენი სადგურები ყველა ავტომაგისტრალზე

იანვარი 25, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
575 ნახვა
ნახვები : 193
  • 2025 წლისთვის ევროპის ყველა დიდი ავტომაგისტრალის გაყოლებით ალტერნატიული საწვავითა და ელექტროენერგიით დამტენი სადგურები გაიხსნება;

  • გეგმაშია დამტენი სადგურების გახსნა, როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მიკროავტობუსებისა და სატვირთოებისთვის;

  • იგეგმება პორტებისა და აეროპორტების დამტენი სადგურებით აღჭურვაც;

  • ამან ხელი უნდა შეუწყოს ბენზინიდან ალტერნატიულ „საწვავზე“ გადასვლას. მძღოლებს აღარ მოუწევთ დარდი, თუ როგორ დატენონ ელექტრომობილი შორ მანძილზე მგზავრობისას.

ევროსაბჭომ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც 2025 წლის დასასრულს ევროპის ყველა ავტომაგისტრალზე ელექტრომობილების სწრაფი დამტენი სადგურები უნდა გაიხსნას, რომლებიც ყოველ 60 კმ-ში იქნება, ასე მსუბუქი ავტომობილების, ფურებისა და მიკროავტობუსების დატენვის ალტერნატიული გზები ხელმისაწვდომი გახდება.

ახალი კანონის წყალობით ალტერნატიული საწვავისთვის ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რაც ავტოტრანსპორტის „ნახშირბადის კვალს“ 2030 წლისთვის 55%-ით შეამცირებს. The Verge-ის ცნობით, აშშ-ში ატმოსფეროში სათბურის აირების 25%-ს სწორედ ავტოტრანსპორტი გამოყოფს.

„ახალი კანონი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გეგმა Fit for 55-ის განხორციელების გზაზე. მისი მეშვეობით ქალაქების ევროპის ქუჩებსა და ავტომაგისტრალებზე ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა ძალიან გაიზრდება,“ — განაცხადა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რეიჩელ სანჩეს ჰიმენესმა. „ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ადამიანებს თავიანთი ელექტრომობილების დატენვა ისევე გაუადვილდებათ, როგორც დღესდღეობით ეს ბენზინგასამართ სადგურებზე ხდება“.

კანონის თანახმად, 2025 წლის დასასრულს ტრანსევროპულ ქსელში (TEN-T) შემავალი ყველა ავტომაგისტრალზე 150 კილოვატი სიმძლავრის დამტენი სადგურები უნდა გაიხსნას. წყალბადის დამტენი სადგურები ასევე განთავსდება ქალაქების დიდ სატრანსპორტო კვანძებზეც.

ასეთ სადგურებზე განთავსდება გადახდის უკონტაქტო საშუალებები, რომლებიც სააბონენტო გადასახადებისგან თავისუფალი იქნება. კანონის მნიშვნელოვანი კომპონენტი გამჭვირვალობაა: კლიენტებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საწვავის ფასების, ხარისხისა და მოლოდინის დროის შესახებ.

საავტომობილო დამტენი სადგურების გარდა, ახალი კანონით, გათვალისწინებულია დიდ პორტებში შესაბამისი ალტერნატიული დამტენი სადგურების განთავსება 2030 წლისთვის. აეროპორტებს ასევე დაევალებათ უზრუნველყონ ადგილობრივ რეისებზე გასული თვითმფრინავები ელექტროენერგიით 2025 წლისთვის, ხოლო შორეულ რეისებზე მიმავალი თვითმფრინავების ელექტროენერგიით უზუნველყოფა 2030 წლიდან დაიწყება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირში უკვე არსებობს დამტენი ელექტროსადგურების მნიშვნელოვანი რაოდენობა. 2022 წლისთვის მათი რაოდენობა 70 000-ზე მეტი იყო, რაც 55%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს. გერმანია, საფრანგეთი და ნორვეგია ლიდერობენ დამტენი სადგურების რაოდენობით. ახალი კანონი ხელს შეუწყობს ელექტრომობილებზე გადასვლას, რადგან ადამიანებს აღარ მოუწევთ შორეულ გზებზე წასვლის შემთხვევაში საწვავზე ნერვიულობა.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინო ალენიკოვი

წყარო: Ecowatch.com

25 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
კლიმატური კრიზისი და ვაზის ჯიშების გადაშენება
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მთავარი ფაქტორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების დანერგვისა და დაკმაყოფილებისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,